უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 535 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
- ტანკი – 8 031 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 15 413 ერთეული [+15]
- საარტილერიო სისტემა – 14 246 ერთეული [+51]
- MLRS – 1 108 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 382 ერთეული [+27]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 323 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 304 ერთეული [+56]
- სპეცტექნიკა – 2 397 ერთეული [+20]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 487 უპილოტო საფრენი აპარატი
- 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 416 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 348 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 825 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 893 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა