მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 სექტემბრის მონაცემები

15.09.2022 • 1151
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 2 193 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 4 682 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 1 295 ერთეული [+5]
  • MLRS – 311 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 250 ერთეული [+4]
  • ვერტმფრენი – 215 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 908 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 522 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 120 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1 960 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 934 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 835 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 387 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 602 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ჩვენი ჟურნალისტის ოჯახი ბუჩაში იყო, როცა იქ ხალხის მკვლელობაზე დაწერა – რედაქტორი კიევიდან[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ყურებმოჭრილი და ნაწამები სხეულები – რა ხდება ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: