უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 582 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
- ტანკი – 8 411 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 16 255 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 16 276 ერთეული [+59]
- MLRS – 1 138 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 911 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 103 ერთეული [+41]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 412 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 22 006 ერთეული [+80]
- სპეცტექნიკა – 2 734 ერთეული [+11]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 633 თვითმფრინავი
- 278 ვერტმფრენი
- 29 141 უპილოტო საფრენი აპარატი
- 561 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 764 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 12 813 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 354 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„რუსებმა 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ“ – გადამდგარი გენერალი ომზე და მის დასრულებაზე
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook