მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო

02.08.2022
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]
  • ტანკი – 1 768 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 4 014 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 936 ერთეული [+4]
  • MLRS – 259 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 191 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 739 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 914 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 82 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 664 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 225 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 782 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 240 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 655 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]შავ ზღვაში რუსეთს 18 სამხედრო ხომალდი და 44 რაკეტა აქვს გამზადებული – სარდლობა[/yellow_box]

რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და კოლონიის ტერიტორიაზე სამარხებიც გაამზადა – ასეთი ვარაუდი ოლენოვკის სატელიტური ფოტოების შესწავლის შემდეგ გაჩნდა: ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი

ამავე თემაზე:

შურს ვიძიებთ ყველა დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის – ვალერი ზალუჟნი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: