მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კოვიდით სიკვდილიანობა ორ-ნახევარჯერ მეტია ზღურბლოვან მაჩვენებელზე – გამყრელიძე

01.12.2021
კოვიდით სიკვდილიანობა ორ-ნახევარჯერ მეტია ზღურბლოვან მაჩვენებელზე – გამყრელიძე

„დღესაც 65 გარდაცვალებაა, რაც ორ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე ის ზღურბლოვანი მაჩვენებელი, რაზეც ვიღებთ ჩვენ ორიენტაციას – 8-9 ადამიანი მილიონ მოსახლეზე, ანუ სამ მილიონ-ნახევარზე 28-29 გარდაცვალება.

ეს მძიმე, ყველაზე რთული მაჩვენებელი კვლავ მაღალი და კვლავ ძალიან საყურადღებო რჩება” – განაცხადა დღეს, პირველ დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, სიკვდილიანობის შემთხვევათა 85% 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე მოდის, შემდეგი 10% მოდის 50-დან 60-წლამდე მოსახლეობაზე და 5%  – უფრო ნაკლები ასაკის ადამიანებზე.

გამყრელიძის თქმით, 29 ნოემბრიდან დღემდე, ანუ 200-ლარიანი წახალისების დაწესებიდან მოყოლებული, სულ 56 432 ადამიანი აიცრა.

„დღეში იცრება 2465 ადამიანი დაახლოებით, რაც მეტია ნოემბრის, ოქტომბრის და სექტემბრის საშუალო მაჩვენებლებზე. აგვისტოში სამოც წელზე უფროსი მოსახლეობის აცრის საშუალო 4000-ზე მეტი იყო.

ამიტომ, თუ ჩვენ ამ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული გამოსავალი კიდევ გვექნება. მივმართავ მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული ყურადღება იყოს 60 წლის 50 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე” – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში 60 წელს გადაცილებული დაახლოებით 800 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან პირველი აცრით აცრილია 350 000-მდე ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პირველი  დეკემბერი მონაცემებით, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %; სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.1%.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: