უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 538 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
- ტანკი – 8 039 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 15 450 ერთეული [+19]
- საარტილერიო სისტემა – 14 321 ერთეული [+40]
- MLRS – 1 108 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 435 ერთეული [+22]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 19 407 ერთეული [+45]
- სპეცტექნიკა – 2 409 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 26 642 უპილოტო საფრენი აპარატი
- 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 433 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 353 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 913 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 975 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა