14 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 278 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მართვით სუნთქვაზეა.
აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 232 ინფიცირებული.






