მთავარი,სიახლეები

საქართველოში შემოსვლა 18 ქვეყნის მოქალაქეებს ტრანზიტად შეუძლიათ

23.12.2020
საქართველოში შემოსვლა 18 ქვეყნის მოქალაქეებს ტრანზიტად შეუძლიათ

18 ქვეყნის მოქალაქეებს და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის [ცხოვრების] უფლების მქონე პირებს, ამავე ქვეყნებიდან საქართველოში საჰარეო სივრცის გამოყენებით შემოსვლის უფლება მიეცათ ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნის გამოყენების შემთხვევაშიც.

მთავრობის 21 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ აღნიშნული ქვეყნების როგორც მოქალაქეებს, ასევე ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის [ცხოვრების] უფლების მქონე პირებს, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან [მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც].

[highlight color=”red”]ეს ქვეყნებია:[/highlight]

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

ამასთან, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის [ცხოვრების] უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში [მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენებით], საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს.

თუმცა, ამ ქვეყნების მოქალაქეები იზოლაციას/კარანტინს დაექვემდებარებიან იმ შემთხვევაში თუ:

  • საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში;
  • სასაზღვრო პუნქტებზე თერმული სკრინინგის შედეგად 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების გამო ჩაუტარდებათ PCR კვლევა და ამ კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსი.

პანდემიის გამო, 2020 წლის 18 მარტიდან, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს შეზღუდვა აღნიშნული 18 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ ისინი საქართველოში ამავე ქვეყნებიდან მოემგზავრებიან, 9 ივლისიდან მოიხსნა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: