მთავარი,სიახლეები

დღეში 20 ათასამდე ტესტი გაკეთდება კოვიდზე – საქართველოში ინტენსიური ტესტირება იწყება

02.12.2020
დღეში 20 ათასამდე ტესტი გაკეთდება კოვიდზე – საქართველოში ინტენსიური ტესტირება იწყება

2 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს და დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტი გაკეთდება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

მთავრობის ცნობით, გაიზრდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების ჩატარება, რითაც სიჭინავას თქმით, ინფიცირების შემთხვევების უფრო სწრაფად გამოვლინდება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთებს.

განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას,“ – აცხადებს სიჭინავა.

_______________

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: