დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ორი ღამით მოხსნილია შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე.
მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.
საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.






