საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს.
საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ავტომანქანებისგან დაცარიელდა ბათუმიც. ქუჩებში ხალხი ძირითადად ველოსიპედით და ფეხით გადაადგილდება.

იმ ფონზე, როცა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები აკრძალულია ე.წ. დელივერი სერვისი რჩება ერთადერთ სერვისად, რომლითაც შეგიძლიათ გამოიძახოთ სურსათი ან სამედიცინო პროდუქტი, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020

ასე გამოიყურება ხელვაჩაური სარფის გამყოფი წრიული. ჩვეულებრივ ეს ყველაზე გადატვირთული ნაწილია გზის ამ მონაკვეთზე, ბათუმი. ფოტო: მარიამ მუთიძე\ბათუმელები 17.04.2020

ავტომობილებისგან განსხვავებით, აკრძალვა არ მოქმედებს მოტოციკლეტებზე, მოპედებსა და სკუტერებზე ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020















