17 აპრილის 24 საათიდან 19 აპრილის 24 საათამდე თურქეთის 31 ქალაქში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
დაჯარიმდება პირი, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილება.
იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვებთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები, უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობებს შემდეგ ქალაქებში:
[checklist]
- ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
- სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
- ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
- იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08
[/checklist]
13 აპრილის მდგომარეობით, თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით 61 049 ადამიანია ინფიცირებული. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 456 ტესტი ჩატარდა. აქედან 4 093 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თურქეთში კორონავირუსისგან 3957 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაცვლილია 1296 ადამიანი.
მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/SEDAT SUNA






