უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 496 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
- ტანკი – 7 611 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 14 721 ერთეული [+22]
- საარტილერიო სისტემა – 12 820 ერთეული [+41]
- MLRS – 1 077 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 812 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 346 ერთეული [+56]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 208 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 17 442 ერთეული [+59]
- სპეცტექნიკა – 2 090 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 601 თვითმფრინავი
- 274 ვერტმფრენი
- 24 498 უპილოტო საფრენი აპარატი
- 523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 121 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 307 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 740 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 915 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.