- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 469 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
- ტანკი – 7 312 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 14 067 ერთეული [+21]
- საარტილერიო სისტემა – 12 024 ერთეული [+13]
- MLRS – 1 053 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 780 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 538 ერთეული [+7]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 16 175 ერთეული [+33]
- სპეცტექნიკა – 1 980 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 593 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 23 648 უპილოტო საფრენი აპარატი
- 509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 891 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 230 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 413 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.