ხელვაჩაურში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა საფლავებს ეძებენ

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც 1937-1938 წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების საფლავებს მოიძიებს. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ამ პერიოდში ბათუმში 670 ადამიანი, მათ შორის 12 ქალი დახვრიტეს. კომისიამ მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „ბათუმელებს“ ესაუბრა ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მწერალი რამაზ სურმანიძე, რომელიც ასევე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა.