მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი: ჩაქვის ძალოსანთა კლუბის პროექტი მზადდება

13.03.2019 • 1947
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი: ჩაქვის ძალოსანთა კლუბის პროექტი მზადდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის განცხადებით, დაბა ჩაქვში ძალოსანთა კლუბის ასაშენებლად პროექტი მზადდება. დაბა ჩაქვში 17 წლამდე ასაკის ძალოსნები უკვე წლებია ვარჯიშობენ ნახევრად დანგრეულ დარბაზში, რთულ პირობებში.

„პროექტი მზადდება, ჩასმულია ბიუჯეტში, მიმდინარეობს პროექტირების პროცესი და დავიწყებთ მშენებლობას“ – განაცხადა დღეს ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“.

კითხვაზე, რა თანხაა ჩაქვის ძალოსანთა კლუბისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტში, ინგა შამილიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ საუბარია პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხაზე, მშენებლობა კი შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს.

„ბათუმელებმა“ პირველი სტატია ჩაქვის ძალოსანთა კლუბზე – „ივარჯიშე სანამ დაღამდება“ – 2015 წელს მოამზადა. დღემდე ჩაქველი ძალოსნებისთვის პირობები არ გაუმჯობესებულა.

მთავარ ფოტოზე: ძალოსანთა კლუბი დაბა ჩაქვში

ამავე თემაზე: 

ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: