უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 525 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
- ტანკი – 7 956 ერთეული [+20]
- ჯავშანტექნიკა – 15 263 ერთეული [+29]
- საარტილერიო სისტემა – 13 855 ერთეული [+37]
- MLRS – 1 103 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 853 ერთეული [+4]
- თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 148 ერთეული [+51]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 293 ერთეული [+7]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 18 911 ერთეული [+57]
- სპეცტექნიკა – 2 322 ერთეული [+12]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 613 თვითმფრინავი
- 276 ვერტმფრენი
- 25 845 უპილოტო საფრენი აპარატი
- 529 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 340 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 341 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 10 491 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 22 567 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„ეს ჰგავს ჰიტლერის ულტიმატუმს“ — ზელენსკის პასუხი პუტინის წინადადებას
„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან