Batumelebi | დასუფთავების აქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებს ეძებს დასუფთავების აქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებს ეძებს – Batumelebi
RU | GE  

დასუფთავების აქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებს ეძებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Let`s Do It World – ის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისე ლიდერებს ეძებენ. ორგანიზაცია 15 სექტემბრისთვის ემზადება, როცა მსოფლიოს 150 ქვეყანა დასუფთავების დღეს აღნიშნავს.

საქართველო დასუფთავების საყოველთაო აქციას წელს პირველად შეუერთდება. მსოფლიოს დასუფთავების დღე სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც 2008 წელს  ესტონეთში სპონტანურად დაიწყო. მოძრაობას დაერქვა „Let’s Do It!“, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე დიდ ორგანიზაციად იქცა.  

გიორგი აზარიაშვილი, მოძრაობა „Let’s Do it Georgia“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მოხალისე ლიდერებს ისინი საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან და სოფლიდან ელოდებიან.

„რამდენიმე მოხალისე უკვე გამოჩნდა. პროექტის მიზანია მოსახლეობის 5%, ანუ 200 000 ადამიანი ჩავრთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში და სამუდამოდ შევცვალოთ ნარჩენების დაყრის ჩვევა საქართველოში. 15 სექტემბერს ადამიანები შეიკრიბებიან ყველგან საერთო მიზნით – ჯანსაღი და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს გახდნენ ჩვენი მოხალისეები ერთი დღით. ჩვენთან დაკავშირება ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდიდანაც შეიძლება,“ – ამბობს გიორგი აზარიაშვილი.

15 სექტემბერს მსოფლიოს დასუფთავების აქცია იაპონიიდან დაიწყება და ჰავაიზე დასრულდება. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი