მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში ქალი დაჭრეს – შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი

12.08.2018
ხულოში ქალი დაჭრეს – შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ალმეში დღეს, 12 აგვისტოს, ქალი დაჭრეს.

„ემერჯენსი სერვისში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია მათი რეანომობილი: „ამ დროისთვის [15:40 სთ.] პაციენტი ჯერ ბათუმში გადმოყვანილი არ არის, თუმცა აუცილებლად მოხდება მისი ჩამოყვანა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

„როგორც ამბობენ, ქალი დღეს დილით დანით დაჭრეს. დაკავებული მამაკაცი დაჭრილის მეზობელია. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვიცი,“ – გვითხრა ხულოს მერის წარმომადგენელმა ვაშლოვნის თემში, ლადო აბულაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: