მთავარი,სიახლეები

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

13.07.2018 • 1922
შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით იწვიმებს. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

13-14 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი 
  • ღამით: 20-25 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23-28 გრადუსი 
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, შაბათს, 14 ივლისს, ტალღის სიმაღლე იქნება 15-20 დმ (3-4 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია  დროგამოშვებით  წვიმა, ზოგან – ძლიერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: