გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 დეკემბრის 21:00 საათიდან 22 დეკემბრის 21:00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია, ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 11-16 გრადუსი სითბო.
- ღამით: 1-6 გრადუსი სითბო.
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 6-11 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 გრადუსი ყინვა, 3 – გრადუსი სითბო.
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
- ღამით: 5-10 გრადუსი ყინვა
ზღვის პროგნოზი:
იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში, უნალექოდ, ხილვადობა კარგი.
- ზღვის ღელვა: 2-3 ბალი
- ზღვის წყლის ტემპერატურა: + 13 გრადუსია






