მთავარი,სიახლეები

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

25.06.2018
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზღვაო სასწავლებლების კურსანტების მსვლელობითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საზეიმო მსვლელობა ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყო, კურსანტები ამ ადგილიდან ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომისკენ გაემართნენ, სადაც მეზღვაურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიულოცავენ პროფესიულ დღეს.

დღესვე გაიმართება წარმატებული მეზღვაურების დაჯილდოების ცერემონია, ზღვაში გვირგვინის ჩაშვება [გარდაცვლილ მეზღვაურებზე პატივის მიგება], მე-4 კურსელთათვის დიპლომების გადაცემა და სტიპენდიანტების გამოვლენა, რის შემდეგაც მოხდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის, „კადეტის“ გაშვება საერთაშორისო ნაოსნობაში.

პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება ევროპის მოედანზე, საღამოს 8 საათზე აქ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება, 22 საათზე კი საღამო საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან, ყოველი წლის 25 ივნისს, აღინიშნება. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 2011 წლიდან აღნიშნავს ამ დღეს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: