მთავარი,სიახლეები

აფეთქებული სახლის სანაცვლოდ ახალი სახლის მშენებლობაზე აუქციონი არ შედგა

21.05.2018 • 2280
აფეთქებული სახლის სანაცვლოდ ახალი სახლის მშენებლობაზე აუქციონი არ შედგა

ბათუმში,  ჯინჭარაძისა  და ახვლედიანის ქუჩების კვეთაში, აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობისთვის გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.

აუქციონი დღეს, 21 მაისს, უნდა შემდგარიყო, თუმცა აუქციონზე განაცხადი არავინ გააკეთა. აუქციონი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ გამოაცხადა.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ პირს ოთხი თვის ვადაში 7724,0 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლი უნდა აეშენებინა.

სახლი უნდა ყოფილიყო  მანსარდით და ათი საცხოვრებელი ბინით, მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობა.

აუქციონის საწყისი ფასი იყო ერთი მილიონ 47 ათასი ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 15 ათასი ლარი. საცხოვრებელი სახლი ჯინჭარაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. სახლში ათი ოჯახი ცხოვრობდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: