მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ზურაბ პატარაძე სპორტული კომპლექსის მშენებლობას გაეცნო

03.05.2018 • 3040
ზურაბ პატარაძე სპორტული კომპლექსის მშენებლობას გაეცნო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტებსა და კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ფარგლებში, პარალელურად ტერიტორიის ეზოს და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა ხორციელდება. სამუშაოებში დღეისათვის 60 ადამიანია დასაქმებული. ზურაბ პატარაძის თქმით, ახალი სპორტის სასახლე მრავალფუნქციური სპორტული ობიექტია, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს უმასპინძლებს.

სპორტული კომპლექსი 3400 მაყურებელზეა გათვლილი

სპორტული კომპლექსი 3400 მაყურებელზეა გათვლილი

3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის 10-ზე მეტი დარბაზი განთავსდება. გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტი მოეწყობა. შენობას, ასევე, ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია  61 977 777 ლარი. მშენებლობას კომპანია „საბა-კონტრაქშენი“ ახორციელებს და მისი დასრულება მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 61 977 777 ლარი.

მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 61 977 777 ლარი.

ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ბათუმში ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ზურაბ პატარაძე

ზურაბ პატარაძე

,,როგორც ხედავთ, აჭარაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მეგაპროექტების მშენებლობა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ  სხვადასხვა ობიექტების მონიტორინგს. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად დაინტერესებულია ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებაზე. ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის სპორტული ტურიზმი. სწორედ იმისათვის, რომ რეგიონი 12 თვის განმავლობაში იყოს მასპინძელი სხვადასხვა მნიშვნელოვანი, საინტერესო ღონისძიებების შენდება ნამდვილად უნიკალური, მრავალფუნქციური სივრცეები“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: