სიახლეები

თავისუფალი პროექტების მხარდასაჭერად აჭარის განათლების სამინისტრომ 120 000 ლარი გამოყო

07.04.2018 • 1746
თავისუფალი პროექტების მხარდასაჭერად აჭარის განათლების სამინისტრომ 120 000 ლარი გამოყო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტების კონკურსი უკვე გამოცხადდა და განაცხადების მიღება პირველ მაისს დასრულდება.

სამინისტროს განმარტებით, კონკურსის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარება და შემოქმედი ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა.

„ასევე რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა.“

პროექტი სამინისტრომ გასულ წელსაც განახორციელა. წელს პროგრამაში სიახლეა – თანხები გაიცემა საგრანტო წესით.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროექტი უნდა დაიწყოს არაუადრეს 2018 წლის 1 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბერს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა უნდა შეადგენდეს მცირე პროექტისთვის, საშუალოდ, 10 000 ლარს და მასშტაბური პროექტისთვის 30 000 ლარს [საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომისიამ განიხილოს ბიუჯეტის კორექტირების საკითხი].

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა გრანტის სახით. უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს.

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 2018 წელს 120 000 ლარია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთებს 2018 წლის 1-ელი მაისის  ჩათვლით [09 საათიდან – 18 საათამდე] მიიღებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: