ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Monthly Archives: იანვარი 2018
კლიმტის, ბოსხისა და ბრეიგელის სამგანზომილებიანი რეალობა – მომავლის ციფრული შოუ
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ნახატების ტრადიციული გამოფენები თანამედროვე ადამიანისთვის შესაძლოა თანდათან მოსაწყენი და უინტერესო გახდეს. ვიზუალური ეფექტების ხანაში ხელოვნების „მომხმარებელიც“ სიახლეებს ითხოვს. მხატვრობისა და ციფრული ტექნოლოგიების შერწყმით ხელოვანთა გაერთიანება „Culturespaces“-ი გამოფენების ტრადიციული ფორმების რევოლუციას ახდენს. უნიკალური მულტიმედია ტექნიკითა და მოწყობილობებით კომპანია აწყობს კლასიკოსი მხატვრების ციფრულ შოუებს, რაც შედევრებს დინამიზმს მატებს, აძლიერებს ემოციას დამთვალიერებელზე და შედეგად შოუ …
Continue reading “კლიმტის, ბოსხისა და ბრეიგელის სამგანზომილებიანი რეალობა – მომავლის ციფრული შოუ”
საცხოვრისი, როგორც უსაფრთხოების საფუძველი და ადამიანის უმთავრესი უფლება
„გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და 2015 წლიდან ამოქმედდა გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში. საქართველოს ქალაქებიდან პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით შემუშავდა საქართველოში საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი. …
Continue reading “საცხოვრისი, როგორც უსაფრთხოების საფუძველი და ადამიანის უმთავრესი უფლება”
დავით გაბაიძე: აქამდე ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს აცნობენ აჭარის კონსტიტუციის ახალ პროექტს. „უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპს“ გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რაც არ არის ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ …
Continue reading “დავით გაბაიძე: აქამდე ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა”
შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით
შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება გაარკვევს, არიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ, ის რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე …
Continue reading “შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით”
„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ
შოტლანდიელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის კომედიის – „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება რუსეთში კულტურის სამინისტრომ აკრძალა. საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე, სტალინის სიკვდილზე, გადაღებული ფილმი პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი შოტლანდიელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის, ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა, რომელიც სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს. სტალინის …
Continue reading “„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ”
მშობლის მიერ რვა შვილის სახლში სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ სოცსააგენტო განცხადებას ავრცელებს
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით, სადაც რვა ბავშვი ჰყავს მშობელს სახლში ჩაკეტილი, სოციალური მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დევნოზაშვილების ოჯახთან სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს. 2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა, სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ …
ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ
დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ, ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ ოჯახებს სახელმწიფომ სოციალური საცხოვრებელი უნდა გადასცეს და ამ დასახლების ახლოს ინდუსტრიული ზონა შექმნას, სადაც ეს ოჯახები დასაქმდებიან. გია აბულაძის თქმით, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების პრობლემას ვერ მოაგვარებს. „ხელისუფლებას ვთავაზოთ გამოსავალს. 2013 წლამდე …
Continue reading “ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ”
82 წლის ქალი: პოლიცია სახლიდან ნივთების გამოტანის საშუალებას არ მაძლევს
82 წლის ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობას ისევ აპირებს. ამბობს, რომ პოლიცია მას ყურადღებას არ აქცევს და სახლიდან პირადი ნივთების გამოტანის საშუალება არ აქვს. ალექსანდრას ქონებრივი დავა ჰქონდა და მას სახლის კანონიერი მესაკუთრე არ აძლევს იქ შესვლის უფლებას. “სახლის კარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი იყო, 25 დეკემბერს დამხვდა აჭედილი… მას შემდეგ ხან ერთ ახლობელთან …
Continue reading “82 წლის ქალი: პოლიცია სახლიდან ნივთების გამოტანის საშუალებას არ მაძლევს”
საზმაუს ბათუმის სტუდიის აშენებას 800 ათას ლარად სთავაზობენ
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 29 იანვარს, დასრულდა. მაუწყებელს სტუდიის მშენებლობისთვის 1 მილიონ 284 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „ალიგატორი 1“ მაუწყებელს სტუდიის მშენებლობას 800 ათას 228 ლარად სთავაზობს, ხოლო შპს „გზამშენი“ – 800 ათას ლარად. პირველი კომპანია ხელვაჩაურშია რეგისტრირებული, მეორე – ბოლნისში. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …
Continue reading “საზმაუს ბათუმის სტუდიის აშენებას 800 ათას ლარად სთავაზობენ”
1000 ლარი ჯარიმა ღამის კლუბში დარჩენის იძულებისთვის
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა გიორგი შარაძე. იგი თურქეთის ორ მოქალაქეს ღამის კლუბში დარჩენას აიძულებდა და სწორედ ამისთვის გაასამართლეს. შემთხვევა გასული წლის 7 ნოემბერს მოხდა აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ღამის კლუბ “ფირლანტაში”. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი შარაძე კლუბის დაცვის თანამშრომელი იყო და მან თურქეთის ორ მოქალაქეს კლუბის დატოვების საშუალება არ მისცა. “აქ აღნიშნულია, რომ თქვენ …
Continue reading “1000 ლარი ჯარიმა ღამის კლუბში დარჩენის იძულებისთვის”
ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს
დღეიდან ბათუმის მერიის „საქმეზე გასული“ მოადგილეები და სამსახურების უფროსები გზიდან გადახვევას ვეღარ შეძლებენ და თუ ასე მოხდება, ამას აუცილებლად გაიგებს მერი. ბათუმის ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე, მერიის ბალანსზე რიცხული მანქანების გადაადგილების გაკონტროლებას საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი შეძლებს. ამაში მას ახალი სპეციალური მოწყობილობა GPS-ი დაეხმარება. GPS მომსახურება ბათუმის მერიამ 2018 წლის 15 იანვარს გამარტივებული წესით 3 …
Continue reading “ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს”
დაიბეგრება თუ არა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან – ცვლილება კანონში
„მეგობრებო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რაც ემიგრანტებს დაავალდებულებს აღრიცხონ გზავნილი თანხები და თავისთავად დაბეგრავენ. ყველას ჩაუსხდნენ ჯიბეში. ეს კანონი 18 ივლისიდან ამოქმედდება“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ ჯგუფში – „ქართველები ამერიკაში“. ემიგრანტების ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, „ფული, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საქართველოში აგზავნიან, დაიბეგრება, ხოლო ფულის გამომგზავნმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია“. სინამდვილეში საქმე …
Continue reading “დაიბეგრება თუ არა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან – ცვლილება კანონში”
წითელას 75 შემთხვევა აჭარაში – ბოლო მონაცემები
ბოლო მონაცემებით, იანვარში აჭარაში წითელას 75 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არ დგას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო პროცესის/სწავლის შეჩერების საკითხი, რადგან „შემთხვევები ასაკობრივად გაფანტულია და მხოლოდ სასკოლო ან ბაღის ასაკის ბავშვებში არ გვხვდება. მითუმეტეს, რომ ერთ სკოლაში ან ერთ ბაღში 20 პროცენტზე მეტი გაცდენის ალბათობა არ …
Continue reading “წითელას 75 შემთხვევა აჭარაში – ბოლო მონაცემები”
საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #820210618002246091(2-07) 08.01.2018, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ გამოცხადების თაობაზე. უპატრონოდ საცნობი ქონებაა 295 ცალი წაბლის სახეობის ფიცარი, საერთო მოცულობით 14,36 კუბური მეტრი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, თავიანთი უფლებების შესახებ უნდა განაცხადონ პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …
Continue reading “საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე”
ამინდის პროგნოზი: ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში კი ითოვებს, პერიოდულად – ძლიერად. „მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 6-11, ღამით – 1-6, მთაში – 0-5 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 ყინვა. 31 იანვარს ღამით მოსალოდნელია უმეტესად …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება”
ბსუ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მონტაჟში 120 ათას ლარს გადაიხდის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 260 ცალ ვიდეოკამერას და 2 სერვერს – ვიდეოგამოსახულების ჩაწერის ვიდეორეგისტრატორს შეიძენს. სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის ბსუ-ს 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურების შედსყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს კამერების დამონტაჟება ბსუ-ს: [checklist] I კორპუსში – 65 კამერა II კორპუსში – 140 კამერა III კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებელი) – 20 კამერა (ქ. …
Continue reading “ბსუ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მონტაჟში 120 ათას ლარს გადაიხდის”
დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან
სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა ამ თვალსაზრისით. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა. ბოლო რვა წლის განმავლობაში, შობადობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი 2016 წელი იყო – საქართველოში სულ 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის …
Continue reading “დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონები საქართველოდან”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიაში 5,9 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საერთაშორისო ბაზრებზე „რეგიონის ცნობადობის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით“ დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სარეკლამო არხის გამოყენებით ჩაატაროს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები, რაც რეგიონის საიმიჯო, სეზონური და სოციალური ხასიათის ვიდეორგოლების შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. ამ მიზნით ბიუჯეტში 5 945 000 ლარია გათვალისწინებული, რის გახარჯვასაც დეპარტამენტი ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვებით გეგმავს. დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნები …
ავტოავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე
ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოავარია მოხდა. ოპელის მარკის ავტომანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსში ისხდნენ მგზავრებიც, მაგრამ არავინ დაშავებულა.
ქართული დამწერლობა იუნესკოს ახალ პუბლიკაციაში
Writing Peace იუნესკოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით გამოცემული ახალი პუბლიკაციაა, რომელიც მსოფლიო დამწერლობების შესასწავლი ერთგვარი დაწყებითი სახელმძღვანელოცაა. სარჩევში ქართული დამწერლობა წარმოდგენილია ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობების შემდეგ. წიგნში სულ 22 უძველეს დამწერლობაზეა მოცემული როგორც ზოგადი ინფორმაცია, ასევე ასოთა მოხაზულობების შესასწავლი სავარჯიშოები. წყარო: unesco.ge
რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში
განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთი არჩევითი საგნის – „რელიგიის ისტორიის“ სტანდარტისა და სახელმძღვანელოს შექმნაზე საუბრობს. სამინისტროს აქამდე 27 არჩევით საგანში აქვს სტანდარტი შემუშავებული, თუმცა როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სასწავლო რესურსების სიმწირის გამო სკოლები მათ არ ირჩევენ. ამ პრობლემას ემატება ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. რაზე დაყრდნობით ქმნის სამინისტრო არჩევითი საგნების სტანდარტებს და რაზე არსებობს სკოლების მხრიდან მოთხოვნა? ამ თემაზე …
Continue reading “რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში”
დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი მახუნცეთში
მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარედ, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრის შენობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა თეატრის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა. საზაფხულო თეატრის ასაშენებლად ქედის მერიამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენს“ 84 997 ლარზე 7 აპრილს გაუფორმა. მშენებლობის პროცესში პროექტში ცვლილებები შევიდა. შესყიდვების სახელმწიფო ვებვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტში ბოლო ცვლილება 15 დეკემბერს შეიტანეს – მშენებელს სცენის სახურავის …
200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით დღეს, 26 იანვარს, 18:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 185 მძღოლი დაჯარიმდა. მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა 129 მძღოლი, ორმაგი პარკირებისთვის – 1, ნიშანში დგომისთვის – 42, ტროტუარზე დგომისთვის – 8 დადგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის კი -5 მძღოლი. ფოტოები გადაღებულია, ბოლო ორი დღის განმავლობაში.
კონკურსი – აჭარის დასაქმების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო
დასაქმების სააგენტომ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა დაიწყო. სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე. მომზადების პროგრამით სარგებლობა შეუძლია აჭარაში მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, ხოლო გადამზადების პროგრამით – აჭარაში მცხოვრებ პროფესიული გადამზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში. პროფესიული მომზადება: • …
ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. „ზოგადად, როდესაც წყლისა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება, შემდეგ მიმდინარეობს ერთი პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. შემდეგ აჩერებენ სამუშაოებს გარკვეული პერიოდით, ვიდრე მეორე პირ …
Continue reading “ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება”
ქედის მერია პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებს შეიძენს
ქედის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის „პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას განახორციელებს. ახალი სოციალური პროგრამა ქედის საკრებულომ დღეს, 26 იანვარს, დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, ქედის მერია პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს თვეში ერთხელ, ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობის საფუძველზე გადასცემს. ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიას უფასო მედიკამენტის მიღების მოთხოვნით 11-მა მოქალაქემ მიმართა, დღეს დამტკიცებული …
Continue reading “ქედის მერია პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებს შეიძენს”
10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
აქცია იყო დღეს ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, სადაც თვითნებურად ჩასახლებული 10 ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას, რადგან ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. ეს ქუჩა ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ ახლოს მდებარეობს. აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე, რომლის თქმითაც, ეს ოჯახები აქ დაახლოებით შვიდი წლის წინ დასახლდნენ და მათ შორის არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველები: „აქვე, ახლოს ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებიც …
Continue reading “10 ოჯახი ელექტროენერგიის ჩასართავად სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს”
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში“. „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრიდონ ხალვაშის გამზირს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილობრივ ადლიას და აეროპორტის გზატკეცილის ერთ [კენტ] მხარეს, ისიც, …
Continue reading “ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა”
რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი
ბათუმის ბიზნესინკუბატორში ერთი ოთახი ახლაც დაკეტილია. ოთახი ბიზნესმენისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არ გამოჩნდა. ოფიციალური ჩანაწერებით, ბიზნესინკუბატორი დამწყებ ბიზნესმენებს ეხმარება საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. აქ ბიზნესმენს შეუძლია სამუშაო ტექნიკით აღჭურვილ ფართობში [20 კვადრატული მეტრი] თვიურად მხოლოდ 150 ამერიკული დოლარი გადაიხადოს საწევროს სახით. ბიზნესინკუბატორი ბათუმში 2009 წლიდან მუშაობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკურენცია ინკუბატორში …
Continue reading “რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი”
რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი
ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ისტორიული, ერთსართულიანი ბელეტაჟის ნაცვლად შპს „დანი“ რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიანი ისტორიული სახლი მდებარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „დანს“ ჯერ მერიისგან თანხმობა არ აქვს პროექტზე. კომპანიას 2017 წლის ივნისში უარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა უთხრა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი კომპანიის წარმომადგენელს 2013 წელს გამოუსყიდია, მომავალში ახალ სახლში ნაწილობრივ გარემონტებული …
Continue reading “რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი”
„საცალმანქანო“ გზები აჭარაში
სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობა მილიონობით ლარს ხარჯავს, მძღოლები კი ამ გზებს საშიშს უწოდებენ, დავიწროების გამო. მთავრობა ამტკიცებს, რომ სოფლებთან ან სოფლებში მისასვლელი გზების გაფართოებას ვიწრო ხეობამ და გზების მოსაზღვრედ კერძო მესაკუთრეების ინტერესებმა შეუშალა ხელი. თუმცა ბევრ სოფელში გზაზე ასფალტს ორივე ან ერთი მხრიდან აქვს დატოვებული გვერდულები, რომლებიც გზის გასაფართოებლად არ გამოუყენებიათ. ახალმოასფალტებული გზა …
კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად
იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ. სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ფინანსდება. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წელს …
Continue reading “კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 7-12 გრადუსი იქნება, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში მოსალოდნელია თოვა, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0-5 გრადუსი, ღამით კი -2-7 გრადუსი ყინვა იქნება,“ – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
ბათუმი-სარფის მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე კვარიათთან მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი. გუშინ, 25 იანვარს, საღამოს, კვარიათთან კლდე ჩამოიშალა, ჩამოწოლილი მიწის მასისა და ლოდების გამო გზა ჩაიკეტა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კლდის ჩამოშლის გამო დაზიანდა ერთი ტრაილერი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია
ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი სოფელ კვარიათთან ამ დროისთვის გადაკეტილია. რამდენიმე წუთის წინ აქ მთიდან ლოდები ჩამოიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაზიანდა ერთი ტრაილერი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რა დროისთვის აღდგება მოძრაობა, უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით ავტომაგისტრალი, იმ ადგილთან სადაც კლდე ჩამოიშალა, დაფარულია მიწის დიდი მასით და ლოდებით. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გასაწმენდად შესაძლოა სპეცტექნიკის დამატება გახდეს …
Continue reading “კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია”