„მმართველი პარტიის მხრიდან ეკონომიკის ზრდაზე მუდმივი საუბრის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობის დასაქმების არც თუ პოზიტიურ სტატისტიკას ფუნდამენტურად ვერ ცვლის“- წერს ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. „2024 წლის აღწერამ 15 წლისა და მეტი ასაკის 3 158 758 ადამიანი დააიდენტიფიცირა. მათი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია [დასაქმებული და ის უმუშევარი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ …
Category Archives: მთავარი
უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს შეუტიეს
ორშაბათს, 10 სექტემბერს, რუსეთში დრონები თავს დაესხნენ ნიჟნეკამსკს, თათრეთის დედაქალაქს, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. თათრეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნიჟნეკამსკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. „…მასშტაბური საჰაერო თავდასხმა გრძელდება. თავდასხმა მიმართულია როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო ობიექტების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ თათრეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დრონების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და …
Continue reading “უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს შეუტიეს”
„გვერდზე შევალთ… პირდაპირ მიგჭრი“ – კობა ფარტენაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაჭრით ემუქრებიან
„წუხელ ქუჩაში დამხვდნენ და დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დაჭრით, ეს უკვე თავდასხმის მერამდენე შემთხვევაა აღარ ვიცი… გუშინვე, ამ შემთხვევამდე კაცმა პიაცაზე ქვა მესროლა,“ – ამბობს კობა ფარტენაძე, „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგი. კობა ფარტენაძე ფეისბუკში ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მას კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. „ვიდეოში, რომელსაც ნახულობთ …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 459 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 255 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 116 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 47 669 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო”
ომი ირანთან და სპარსეთის ყურის ახალი რეალობა – დისკუსია ვაშინგტონში
ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ 2026 წლის თებერვალში ირანთან დაწყებული სამხედრო კონფლიქტიდან ხუთი თვის თავზე, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტმა (MEI) რეგიონის უსაფრთხოების კრიზისი შეაფასა. 13-დღიანმა ამერიკულმა იერიშებმა ვითარება ინტენსიური დაბომბვიდან ფრაგმენტულ, მაღალი რისკის საომარ თეატრში გადაიყვანა. თადარიგის ვიცე-ადმირალმა, კევინ დონეგანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა ირანის კონვენციური საზღვაო და სარაკეტო ძალები, თეირანის …
Continue reading “ომი ირანთან და სპარსეთის ყურის ახალი რეალობა – დისკუსია ვაშინგტონში”
როცა 2 მოსამართლის გადაწყვეტილება ურთიერთსაპირისპიროა – ერთი უცხოელის გაძევების საქმე
როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
2 მძღოლს ბრალი წარუდგინეს ყვარელში ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს …
როდის აღუდგება წყლის მიწოდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას – განცხადება
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წუხელ განმავლობაში უხვად მოსული ნალექის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ ხელვაჩაურში, ადლიაში, აღმაშენებლის, კაჩინსკების, ტაბიძის, რურუასა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის მიწოდება აბონენტებს აღუდგებათ 9 აგვისტოს, 20:00 საათზე.
თავდასხმა „გლოვოს“ კურიერზე – დააკავეს სამი პირი, მათგან ორი არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში სამი პირი დააკავა „გლოვოს“ კურიერზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით. პოლიციის ინფორმაციით, 3 დაკავებულიდან 2 არასრულწლოვანია. შშს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. 3 …
Continue reading “თავდასხმა „გლოვოს“ კურიერზე – დააკავეს სამი პირი, მათგან ორი არასრულწლოვანია”
თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს
8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქულ ახალი ამბების სააგენტოსთან, „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, დააწესონ მორატორიუმი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე. „შავი ზღვა საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ზონად იქცა. თავდაპირველად ისინი სამხედრო პორტებსა და სამხედრო გემებს ესხმოდნენ თავს, ახლა კი განურჩევლად ესხმიან თავს ყველა სავაჭრო გემს. სამწუხაროდ, თურქული გემებიც …
Continue reading “თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ოდესაზე – არის მსხვერპლი
9 აგვისტოს, დილას, რუსეთმა ხარკოვში მრავალსართულიან შენობაზე მიიტანა სარაკეტო იერიში – ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ. ხარკოვში რაკეტა სალტოვსკის რაიონში 10-სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის რამდენიმე სართული დაინგრა. პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადამიანები შენობის ნანგრევების ქვეშ …
Continue reading “რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ოდესაზე – არის მსხვერპლი”
ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ქალს თავს დაესხა და ძვირფასეულობის გატაცება სცადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 457 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 253 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 103 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 47 621 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო”
5 მილიონი ქობულეთში საფეხბურთო ცენტრის ასაშენებლად – ადგილს გორის პროექტი უნდა მოარგონ
ქობულეთში „ოცნების“ მთავრობა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობისთვის ქალაქ გორის ანალოგიური ცენტრის პროექტის კორექტირება იქნება საჭირო. „მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი“ – წერია ტენდერის საპროექტო დავალებაში. ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი …
9-11 აგვისტოს სანაპირო რაიონებში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა …
რუსეთის საგარეო თბილისს მოუწოდებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროცესის დაწყებისკენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 8 აგვისტოს, ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს. რუსეთის საგარეო ომის დაწყების ინიციატორად კვლავ სააკაშვილის მთავრობას მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ 2008 წელს „რუსეთი იძულებული გახდა გადაღობებოდა აგრესორს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოუწოდებს ყველას [ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს], განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ „პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და …
ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის …
Continue reading “ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს”
ბებია, ბაბუა და 3 წლის ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად
8 აგვისტოს კიევის ოლქის სოფელ პუხოვკაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი — ბაბუა, ბებია და მათი 3 წლის შვილიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისივე თქმით, დაშავდნენ დაღუპული ბავშვის მშობლები, მისი 15 წლის ძმა და ასევე მეზობელი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად მივიდა და რუსეთის განმეორებითი დარტყმის დროს დაშავდა. …
Continue reading “ბებია, ბაბუა და 3 წლის ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად”
128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია, თანამშრომლების ხელფასებში ბოლო ორ წელში 128,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან მხოლოდ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის ხელფასებში – ჯამში 4,7 მილიონი ლარი. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა [რომელიც დირექტორობიდან მოხსნეს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად შვებულებაშია] 2024 წელს ხელზე 154 182 ლარი აიღო, ხოლო 2025 წელს, ასევე ხელზე აიღო …
Continue reading “128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 456 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 251 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 099 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 47 580 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აგვისტო”
ბეშუმში სამშენებლო ბუმია – განვითარება თუ უკანონო განაშენიანება?
„აქ სამშენებლო ბუმია“, – გვწერს მოქალაქე, რომელმაც კურორტ ბეშუმის ტყიდან მშენებლობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოგვიგზავნა. არაერთი წყარო „ბათუმელებს“ კურორტ ბეშუმის ტყეში ასობით კოტეჯის უკანონოდ მშენებლობაზე უყვება. გამოგვიგზავნეს ფოტო-ვიდეო მასალები და ზოგ შემთხვევაში მერიის მიერ გამოცემული აქტებიც, რომლებშიც კანონდამრღვევი პირების 1000 ლარით დაჯარიმებაზეა ინფორმაცია მოცემული. მათ შორის შორის ერთ-ერთზე „ბათუმელებმა“ ხულოს მერიას ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმართა. მერიამ …
Continue reading “ბეშუმში სამშენებლო ბუმია – განვითარება თუ უკანონო განაშენიანება?”
ქუთაისში ძაღლებს მოწამლული საკვები დაუყარეს – ფაქტს შსს იძიებს
ქუთაისში მიუსაფარი ცხოველები მოწამლეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა ნიკეას ქუჩაზე. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების და ინფორმაციის თანახმად, ვიღაცამ ძაღლებს ადგილას მოწამლული საკვები დაუყარა, რის შედეგადაც 4 ძაღლი მოკვდა. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციაც იყო მისული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. …
Continue reading “ქუთაისში ძაღლებს მოწამლული საკვები დაუყარეს – ფაქტს შსს იძიებს”
რა უნდა იცოდეთ, მშენებარე კორპუსში შეძენილი თქვენი ბინა სხვას რომ ვერ მიჰყიდონ – ინტერვიუ იურისტთან
არსებობს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, როცა ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობ და ბანკში სესხის აღების ნაცვლად კომპანიასთან აფორმებ ე.წ. შიდა განვადებას? – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ არსებობს რისკების შემცირების რამდენიმე გზა. „ბათუმელები“ ზეინაბ მახარაძის შესახებ წერდა, რომელმაც ემიგრაციაში მუშაობით იყიდა ბინა ბათუმში, აქ ჩამოსულს კი, ბინა გასხვისებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ იგი გამონაკლისი არ არის. „ბათუმელებმა“ ადვოკატ …
რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმში საპროტესტო აქციაზე
ბათუმში დღეს, 7 აგვისტოს, 20:30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე წინააღმდეგობის აქციაზე აჩვენებენ რეჟისორ შალვა შენგელის დოკუმენტურ ფილმს – „გიორგი ანწუხელიძე”. 8 აგვისტოს კი – ასევე დოკუმენტურ ფილმს „ფედერალისტების” ავტორობით – „გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება!”. 11 აგვისტოს კი, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღეს, რეჟისორ დიტო ცინცაძის 2019 წლის მხატვრული ფილმი, „შინდისი” იქნება ნაჩვენები. …
Continue reading “რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმში საპროტესტო აქციაზე”
ხოფის ბაზრობაზე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა – ადგილზე სახანძრო მუშაობს
ბათუმში, ე. წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. მოვაჭრეების თქმით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ ელექტროსადენებს უკავშირდება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. განახლება: ამ დროისთვის ხანძარი ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ლოკალიზებულია. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.
ბათუმში კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ფალსიფიცირებულ ვისკის ამზადებდნენ – საგამოძიებო
ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიოებო სამსახური დღეს, 7 აგვისტოს ავრცელებს. „ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში …
საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ფაქტზე 1 პირი დააკავეს, მეორეზე ძებნა გამოცხადდა – შსს
შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. აჭარის პოლიციამ ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად …
3 კვირაში ქორწილი ჰქონდა – აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი შაინიძის ისტორია
7 აგვისტოს დილაა. გიორგის, ტრადიციულად, დედა და უმცროსი და აცილებენ სახლიდან. 26 წლის კაპრალი დაბა ოჩხამურიდან ბათუმში, ადლიის სამხედრო ბაზაზე მიდის და ყოველ საღამოს სახლში ბრუნდება. წასვლამდე გიორგი დედას 7000 ლარს აძლევს, რომელიც წინა საღამოს ბანკიდან სესხად გამოიტანა. ფული ქორწილისთვის დასჭირდა, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში, 26 აგვისტოსაა დაგეგმილი. 29 ივლისს გიორგი დაინიშნა და მას შემდეგ …
Continue reading “3 კვირაში ქორწილი ჰქონდა – აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი შაინიძის ისტორია”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17 – 22 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
“ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით” – აშშ-ის საელჩო საქართველოში
დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ თარიღს ეხმაურება. „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს …
აჭარაში პოლიციამ თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი დააკავა
შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, სამი მჭიდი და 129 ვაზნა. დგინდება, რომ ორივე დაკავებული სხვადასხვა მძიმე …
Continue reading “აჭარაში პოლიციამ თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი დააკავა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 455 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 247 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 098 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 47 522 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აგვისტო”
რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში
სად გაქრა ოპოზიციონერი, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ბრძოლის ველს არასდროს დატოვებს, ოპოზიციონერი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩაკეტილ საჯარო სივრცეებს არღვევდა და ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ფანჯრიდან შედიოდა? ის ხშირად მართავდა ბრიფინგებს, აპროტესტებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამხელდა მაღალჩინოსნებს, აჩერებდა საკრებულოს სხდომებს. ბევრი აკრიტიკებდა და არასერიოზულ ქცევადაც კი აფასებდა ხმაურს, რომელსაც რეზო ხარაზი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს …
Continue reading “რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში”
„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან
„ბინიდან გამომიყარეს ჩემი ნივთები და კარს ბოქლომი დაადეს. სადაა სამართალი? პოლიცია მეუბნება, უკან თუ შეხვალ, დაგაკავებთო, ღია ცის ქვეშ დავრჩი მარტო“ – ამბობს მოქალაქე გულნაზ ფერაძე. ის შშმ ქალია, სოციალურად დაუცველი და ბოლო წელიწადნახევარია ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარაკულ ნაგებობაში ცხოვრობს. პირი, რომელიც ამბობს, რომ ბარაკის მესაკუთრეა, შშმ ქალის ბინაში შეიჭრა და იქედან მფლობელის ნივთები …
Continue reading “„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან”
პროკურატურა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან სხვა ქვეყნის თანამშრომლობით არ ინტერესდება
რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიშერ ბეისენბაევის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ალიშერ ბეისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა. ექსტრადიციის ამ საქმეში დადგენილია, რომ ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა. ალიშერ ბეისენბაევს ყაზახეთი თაღლითობის ჩადენას ედავება და ამის გამო ეძებდა. საინტერესო ისაა, …