მშენებლობის ნებართვებში 9.4 მილიონი გადაიხადეს – 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის ანგარიში

ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“. ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ  390 …

ქობულეთში კიდევ ათობით კომერციულ ობიექტს დაანგრევენ – მერიის განმარტება

ბათუმის შემდეგ ე.წ. უნებართვო ობიექტების ნგრევა ქობულეთში დაიწყეს. დღეს, 24 მარტს, ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაანგრიეს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი. ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ 30-მდე „უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების“ ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს. „30-ზე მეტ ობიექტის მფლობელს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება, რათა გონივრულ ვადაში გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორიები. ყველა ობიექტს გასული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით …

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …

ივანიშვილის სასტუმროსთან შეკვეთილში საპროტესტო აქციას მართავენ

“ივანიშვილთან იმიტომ მოვედით, რომ მისი მოყვანილი ხელისუფლებაა და მოგვხედოს” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც შეკვეთილში, სასტუმრო ,,პარაგრაფთან” აქციას მართავენ. შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქციას  ბათუმის ბულვარში დასაქმებულები მართავენ, რომლებსაც ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები წაართვა. ბათუმის ბულვარში დასაქმებულები საპროტესტო აქციით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს. “აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ბიძინამ გაიგოს ჩვენ …

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში თურქეთის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.“ – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 289 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 800 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 271 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 695 ერთეული …

რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ

„რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული,“ – ამბობს პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. მას რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვესაუბრეთ: ამ სპეცოპერაციის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. 72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა. რაზე მიუთითებს ეს ციფრები? რა მასშტაბის …

მხარდაჭერის ნაცვლად, ბაზებიდან ამორიცხვა – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

სოციალურად დაუცველთა ბაზების მასობრივ გადამოწმებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება. ცენტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის და მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის. საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა დაახლოებით 20 წელია არსებობს. იგი 2006 წელს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების …

„დაენარცხება, ვინც გაბედავს გლოვის სათავისოდ გამოყენებას“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„ვინც კი გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის სათავისოდ გამოყენებას, პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც, ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ წააგებს პოლიტიკურადაც“, – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი „ბათუმელებთან“. ამ დღეებში აშკარა იყო, პროპაგანდა პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს   ივანიშვილის ელექტორატად წარმოაჩენდა. ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს. ბატონო არმაზ, პროპაგანდა ამ დღეებში …

ბათუმში რძის არალეგალური საწარმოები აღმოაჩინეს – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ფიზიკური პირი დ.ს. ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ჰიგიენური ნორმებისა  და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა შპს „გურიაც“ ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე. სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები ასევე გამოვლინდა კახეთსა და იმერეთში: „სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში, ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, …

დააკავეს პირი, რომელიც მოზარდის პირადი ცხოვრების კადრებს იღებდა და ინახავდა

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა“. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე …

თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ბულვარში და გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. უმეტესობა ბათუმის ბულვარში სუვენირებს ჰყიდდა. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ბათუმის მერიამ მათ ჯიხურები წაართვა და სამსახურის გარეშე დატოვა. „10 წელია ბათუმის ბულვარში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში გვქონდა ნებართვა. თავიდან ხელშეკრულებით 5 წლით გადმოგვეცა. შემდეგ გამოჰქონდათ აუქციონზე, ვიღებდით მონაწილეობას და ნებართვით ვმუშაობდით. მაგრამ შარშან …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 288 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 794 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 268 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 38 662 ერთეული …

მეუფე შიოს სიტყვა სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებაზე

დღეს, 22 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებაზე სამებაში შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ. მეუფე შიომ თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს. გთავაზობთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სიტყვას სრულად: „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა. და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ …

“ეკლესიას მოაკლდა მმართველი ბრძენი მესაჭე” – მსოფლიო პატრიარქის სიტყვა ილია II-ის დაკრძალვაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს, 22 მარტს, წესი აუგო მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა. წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ხალხს მსოფლიო პატრიარქმა სიტყვით მიმართა და ილია მეორის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვას სრულად: „როგორ არ ვტიროდეთ, უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს …

სამებაში ილია მეორის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. სამებაში წირვა დილის 9 საათზე დაიწყო. დღის 12 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოსთან ერთად მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორის წესის აგების მსახურება დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებას სამებაში 5 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის  პატრიარქი ესწრება: მსოფლიო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 287 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 793 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 263 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 38 638 ერთეული …

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვა: სამების ტაძარი დროებით დაიკეტება, დასწრება შეზღუდული იქნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით: “ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან …

„პატრიარქის სურვილი იქნებოდა ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ“ – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას ვერ დაესწრება. სააკაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოთხოვნა 18 მარტს გაუგზავნა და ითხოვა მისი შვილის ნათლიის და მისი მეგობრის გასვენებაში მისვლის ნება მიეცათ. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს თხოვნაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა „პენიტენციური დაწესებულების კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება“. „პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი …

სამების ტაძარი 22 მარტს დროებით დაიკეტება – კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში მეოთხე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. სამების საკათედრო ტაძარი დღეს, 21 მარტს, მთელი დღე ღია იქნება, ხოლო ხვალ, 22 მარტის 02:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე დაიკეტება. ამის მიზეზი ტაძრის მსახურებისთვის მომზადებაა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 02:00 დან 09:00-მდე მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 286 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 790 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 262 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 38 608 …

ბათუმში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდება

„ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა“, – Colliers Georgia-ს მონაცემებით გასული წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის თებერვალში უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. შესაბამისად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც. 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 …

პუტინს სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ მისთვის მომგებიანი პირობით, თუმცა ჯერ ასეთი პირობა არ ჩანს – ინტერვიუ

„უკრაინელების აქტიურობა არის გაცილებით მაღალი – დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე… პირველად 2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზონები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. იგი უკრაინის ფრონტის პარალელურად ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქტიურად აკვირდება. „დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობენ ახალი ფრანკოს თუ …

რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს

აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების მიღების პროცედურა გაართულა. ვიზის მიღების მსურველებს მიმდინარე წლის აპრილიდან აშშ-ის ხაზინაში 5-დან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი მოეთხოვებათ. ამ შეზღუდვით საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორიცაა: ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, კუბა, გვინეა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელზეც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა გაავრცელა. უკავშირდება თუ …

ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება: პროექტის დეტალები და უსაფრთხოების სტატისტიკა

ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, სააგენტომ პროექტის განხილვა 2026 წლის 20 თებერვალს შეაჩერა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა. დეპარტამენტმა დაზუსტებული ინფორმაცია სააგენტოს 2026 წლის 17 მარტს წარუდგინა. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, სააგენტო, დიდი ალბათობით, პროექტის განხილვას …

რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ქართველ მეზღვაურებზე

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 5 ქართველი მეზღვაურის შესახებ. მეზღვაურებმა დახმარების მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 მარტს მიმართეს. მეზღვაურებმა დახმარებისთვის მიმართეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც. მეზღვაურები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994] არიან სპარსეთის ყურეში, რომელიც …

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია მეორეს წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს, კვირას, 22 მარტს, წირვას მოსაყდრე შიო [მუჯირი] მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სამების ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყება. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამებაში დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის მივა და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. „კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მარტის 21 საათიდან 21 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

ბაირამის ლოცვა ბათუმში და მუფთის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო

მუსლიმები დღეს, 20 მარტს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 285 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 789 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 254 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 38 569 …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 19 მარტს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ სოფელში – შარაბიძეებში დაკავებულ 30 პირი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ ბრალდებულს, რომელიც საქართველოში არაა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქალ ბრალდებულს კი, მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა – 7 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი ბრალდებული გათავისუფლდება. ამ საქმეზე სულ 77 ბრალდებულია. სხვა დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო …

5 ქართველი მეზღვაური სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი და შველას ითხოვს

სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი ხუთი ქართველი მეზღვაური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ქართველი მეზღვაურების თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. „ვიმყოფებით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994], რომლის ამჟამინდელი მდებარეობაა ერაყი, პორტი KHOR AL ZUBAIR… ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – არ გვექცევა შესაბამისი ყურადღება, ფაქტობრივად ვართ იზოლაციაში/ჩაკეტილ მდგომარეობაში და …

ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის დაკრძალვაზე წასვლა სურს

21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრება სურს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას. 21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი …

ოჯახმა სახლში იპოვა ტყვიის დეტალი – სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო 

„გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე. 17 მარტს ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად 72 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ბრალდებულის დედა – თამარ მიქელაძე დაშავდა. ქალი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და იმავე დღეს გაწერეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები …

„საკვების მიღების დროს მას რაღაც გადასცდა“ – მიტროპოლიტი დანიელი პატრიარქ ილია მეორეზე

„საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა,“ – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა [დათუაშვილი] კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საავადმყოფოში მოხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 17 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, კუჭიდან ძლიერი სისხლდენით კლინიკაში იყო მოთავსებული. ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ …

Exit mobile version