აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ არ იცნობს ქვეყნის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლცენტრების საქმეზე იძებნება ამჟამად. საქმე ეხება 2021 წელს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელზეც ჩვენება მისცა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა. ქვაჭრელიშვილი 2021 წელს, კვარაცხელიას მკვლელობის დროს, წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მან …
Category Archives: მთავარი
„რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს“ – სერვისების განვითარების სააგენტო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს ახალ პასპორტებთან დაკავშირებით. კერძოდ, ბოლო დღეებია მოქალაქეები აცხადებენ, რომ ახალი პასპორტის აღების შემდეგ მათ იუსტიციის სახლიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და უნდა გამოცვალონ. „გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 258 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 685 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 063 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 429 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი”
„შავი ჯიპებით მიჰყავთ შვილები სკოლებში, არ იციან, რომ სიღარიბე არსებობს“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში
„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოში შობადობის კატასტროფული კლების მიზეზი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კი არა,„მსოფლმხედველობრივი მიზეზია“. რას ამბობენ მოქალაქეები, მათი აზრით, რა ფაქტორების გამო იკლებს შობადობა? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
გერმანიის კანცლერი: ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ – ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაადასტურა გერმანიის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში. „ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ს გარეშე“, – განაცხადა დღეს, 20 თებერვალს, შტუტგარტში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას მერცმა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია არასდროს შეეგუება იმ ფაქტს, რომ …
„უცხო მანქანებიდან ჩემს სახლს უთვალთვალებენ“ – მიშა ბოლქვაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ორი დღეა შენიშნა, როგორ უთვალთვალებენ მის საცხოვრებელ სახლს უცხო ავტომანქანებიდან. ერთ-ერთი „შკოდას“ მარკის ავტომობილია სანომრე ნიშნით – 403. „მეორეს ნომერი არ მახსოვს“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“. მან თვალთვალის ვიდეოები ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ვერც თვალთვალით, ვერც მუქარით, ვერც დაშინებით ვერ გამტეხთ. მიშა ბოლქვაძე სანამ ცოცხალი იქნება, არ …
Continue reading “„უცხო მანქანებიდან ჩემს სახლს უთვალთვალებენ“ – მიშა ბოლქვაძე”
მერია მახინჯაურის სანაპიროზე 1266 კვ.მეტრ მიწს ნაკვეთს აუქციონზე 1.2 მილიონად ყიდის
მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან 1266 კვ.მეტრ ფართობს გაყიდის. ეს ქონება მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 211 613 ლარია. ქონება აუქციონზე კონკურენტულ პირობებში უნდა გაიყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი შეიძლება გაიზარდოს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 6 თვეში სრულად უნდა დაფაროს. …
შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ტრანსპორტს ყიდულობს უწყება ასაიდუმლოებს. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ. შესყიდვის ელექტრონული პროცედურით [GEO] ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2023 წლიდან დღემდე სულ 20-ჯერ გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში …
დააკავეს პირი, რომლის საწარმოც ფალსიფიცირებულ თევზის კონსერვს აწვდიდა შსს-ს და თავდაცვას
ფინანსთა სამინისიტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. უწყების ცნობით, შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით …
„ენმ-ს რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ“ – კონსტიტუციონალისტი
„რუსი სამხედროს და იტარ-ტასის ჟურნალისტის [პროპაგანდისტის] შეურაცხყოფისათვის ვკრძალავთ პარტიასო… „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ. ეს ჩემი აზრი არა, უფრო ფაქტზე დაკვირვებაა,“ – ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელს ფეისბუქსტატუსით ეხმაურება კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. ის ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელის ინტერესს საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარტიების აკრძალვაზე არსებითად …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მგზავრმა სცემა: „თავდამსხმელი გაათავისუფლეს, მე ვინ დამიცავს?“
„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“ – შეკითხვები აქვს ჯამბულ ირემაძეს. იგი მე-4 ხაზის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია ბათუმში. მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 257 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 684 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 060 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 387 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 თებერვალი”
რა გამოჩნდა ბაჩიაშვილის გათავისუფლებით? – „ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის, ივანიშვილის სხვენია“
„აქ იყო ივანიშვილის სურვილი და ამიტომაც უცებ გაუფორმეს საპროცესო საზღვრის კვეთაზე, ფინანსურ დანაშაულზეც, უცებ ჩატარდა სხდომაც, მაშინ, როცა ეს თვეობით იწელება… ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე. მას გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ, 18 …
რესტრუქტურიზაცია ბათუმის მერიაში
ბათუმის მერი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს აზუსტებს და საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებას სთხოვს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის წარდგენილი, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, მერიის საშტატო ნუსხა მცირდება. მერიის განმარტებით, „მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპორტის განყოფილება განსაზღვრული იქნება განყოფილების უფროსისა და პირველი კატეგორიის ერთი უფროსი სპეციალისტის, მესამე კატეგორიის ერთი უფროსი …
რა დაწერეს მოსამართლეებმა და რა ჩანს ვიდეოში – ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულთა საქმეები
ეს სტატია საქართველოს სამი მოქალაქის შესახებაა, რომლებიც ქართულმა სასამართლომ 2026 წლის 23 იანვარს გაასამართლა და თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 25 წლის გრაფიკული დიზაინერი ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი და 38 წლის იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი 5-5 დღით დააპატიმრეს, 42 წლის ინფორმატიკის სპეციალისტი დიმიტრი ჯამბურია კი 4 დღით. მათ მიერ ჩადენილი „სამართალდარღვევაა“ – რუსთაველის …
რა ხრიკი გამოიყენა „ოცნებამ“ უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრისას – „გვაჩვენონ შრომის ბაზრის კვლევა!“
„ქართული ოცნების“ ე.წ „რეფორმის“ შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026-2027 სასწავლო წლისთვის მთლიანობაში 21 300 სტუდენტს მიიღებენ საბაკალავრო საფეხურზე, 3 233 სტუდენტს კი – სამაგისტროზე. გასულ წელს, როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა 19 311 სტუდენტი მიიღეს. სად და რის ხარჯზე გაიზარდა სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი, როცა, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 92%-ით შეუმცირეს კვოტა, …
პროდუქტების გაიაფება – პოპულისტური იარაღი ავტორიტარი მმართველების ხელში
ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ პოპულისტურ რიტორიკას ფასების ზრდასთან დაკავშირებით: ხელისუფლება საზოგადოებას აჩვენებს, რომ იცავს მათ ინტერესებს, ხოლო ფასების ზრდის მიზეზად ხშირად „ხარბ“ ბიზნესმენებს ასახელებს. მაგალითები მოწმობს, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებრივი უკმაყოფილების განმუხტვას ისახავს მიზნად და უფრო მოკლევადიან ეფექტზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ და სისტემურ ცვლილებებზე. პროდუქტების მაღალი ფასები საქართველოში დიდი ხნის გამოწვევაა, თუმცა პოლიტიკოსების დღის წესრიგის …
Continue reading “პროდუქტების გაიაფება – პოპულისტური იარაღი ავტორიტარი მმართველების ხელში”
ბათუმში მერიის „სანდასუფთავების“ თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსს ბრალი წარუდგინეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსმა, კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანების სისტემატურად, არაოფიციალურად გამოყენების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. …
Continue reading “ბათუმში მერიის „სანდასუფთავების“ თანამშრომელი დააკავეს”
საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი
საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდული მატებითაა განპირობებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიხედვით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 224 %-ით გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარში საქართველოდან 1 689 900 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე, რაც …
ჩაქვში, ქობულეთის შემოვლით გზასთან ახლოს ხანძარი იყო
18 თებერვალს, გვიან ღამით, ჩაქვში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო, ძლიერმა ქარმა კი გავრცელებას შეუწყო ხელი. ხანძარი გავრცელდა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეკალ-ბარდი დაიწვა.
ბათუმი ქობულეთს 8 ახალ ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს – მათი ღირებულება 2,7 მილიონი ლარია
ბათუმი ქობულეთს 8 ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს, შესაბამისი განკარგულების პროექტი ბათუმის საკრებულოში უკვე შეტანილია. გადაწყვეტილება ავტობუსების გადაცემის შესახებ ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე უნდა მიიღოს. 2025 წელს გამოშვებული 8 ავტობუსი [მარკა – OTOKAT; მოდელი – CENTRO] თურქული კომპანიისგან – [otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi] „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2 726 400 ლარად შეისყიდა. მიღება-ჩაბარების …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 256 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 682 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 054 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 384 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 თებერვალი”
ქუთაისში ისტორიული ციხის სამლოცველოს გადარჩენას ითხოვენ – რას პასუხობს კომპანია
ქუთაისში საგუბერნიო, ისტორიული ციხე თითქმის დაანგრიეს. დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ეკლესია და ციხის სამლოცველო იყო განთავსებული. ქუთაისის საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს, დროებით შეჩერდეს სამუშაოები ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი, ჩატარდეს ექსპერტიზა და მოეწყოს საჯარო განხილვები. ისტორიული სალოცავის გადასარჩენად მოქალაქეებმა მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს და ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც. საგუბერნიო ციხის შესახებ …
Continue reading “ქუთაისში ისტორიული ციხის სამლოცველოს გადარჩენას ითხოვენ – რას პასუხობს კომპანია”
„მუშაობას ვწყვეტთ“ – რატომ იხურება პანკისში საგანმანათლებლო ორგანიზაცია
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო საქართველოს მოქალაქეები კარგავენ ყველა სიკეთეს, რაც ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ დასავლეთის ქვეყნებისგან. პანკისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზარალდება მოსახლეობა „ოცნების“ კანონების შედეგად. „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი“ ჯერ კიდევ 2004 წლიდან მუშაობდა პანკისელი ახალგაზრდების და ქალების გაძლიერებაზე. ახლა ორგანიზაცია მორიგი რეპრესიული, ე.წ. …
Continue reading “„მუშაობას ვწყვეტთ“ – რატომ იხურება პანკისში საგანმანათლებლო ორგანიზაცია”
ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?
„წილს სთხოვდნენ, ეს ნამდვილად ვიცი, თვითონ მელაპარაკა ამის შესახებ“, – ნაფიც მსაჯულებს გადახედა მოკლული კაცის დამ, ნათია ბოლქვაძემ და ჩვენების მიცემა განაგრძო. დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინეს. ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც დღეს მთელი პროცესის …
Continue reading “ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?”
ბათუმში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი – გაფრთხილება
აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია გაფრთხილებას ავრცელებს დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. „18 თებერვლის 19:00 საათიდან 21:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 20-25 მ/წმ“ – იუწყებიან სინოპტიკოსები. დღეს, ღამით, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი.
ვინ გააკონტროლებს მშენებლობის ხარისხს – ფიზიკურ პირებს ზედამხედველობის უფლება აღარ ექნებათ
„ოცნება“ გეგმავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი შეცვალოს, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურები განახორციელებენ და სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს ამის უფლება აღარ ექნებათ. 2026 წლის 30 იანვარს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც საპარლამენტო მდივანს დაავალა პარლამენტს წარუდგინოს „ოცნების“ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა საგაზაფხულო სესიისთვის. განკარგულებას თან …
ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი #1 აფთიაქის შენობა ისევ მიტოვებულია და უფუნქციო, თუ არ ჩავთვლით 2-3 კომერციულ ობიექტს, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს. ძეგლის მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება [სს] ს „ჟასმინი“, ნაკისრ ვალდებულებებს ახალი მფლობელის პირობებშიც ვერ ასრულებს. პირველი აფთიაქის შენობის რესტავრაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. შენობა არსებული სახით უნდა აღედგინათ და სასტუმრო …
Continue reading “ბათუმში აფთიაქის ისტორიული შენობის რესტავრაცია ისევ ვერ დასრულდა”
უკრაინელები არ დაუჭერენ მხარს დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას – ზელენსკი
უკრაინის მოქალაქეები არ დაუჭერენ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას და რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს, ამერიკულ გამოცემა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში, ჟენევაში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ. ზელენსკის თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში რეფერენდუმს უნდა დაექვემდებაროს, …
Continue reading “უკრაინელები არ დაუჭერენ მხარს დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას – ზელენსკი”
აშშ-ში ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს – მედია
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის Marinera-ს, იგივე Bella1-ს კაპიტანს, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვა კვირების განმავლობაში დევნიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ბრალდებები მოიცავს ნავთობტანკერის მიერ გაიანის დროშის ყალბად აღმართვას და სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას – კერძოდ, გემის შეჩერებაზე უარს, რათა აშშ-ის ძალებს ბორტზე ასვლის შესაძლებლობა მისცემოდა. …
Continue reading “აშშ-ში ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს – მედია”
სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე
გიორგი ცინცაძე ბათუმის მერი 2025 წელს გახდა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბათუმის მერის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან, 9 600 ლარია. 2022 წლამდე ბათუმის მერი პოლიციაში მუშაობდა. 2022 წლიდან მას ავსტრიაში საქართველოს საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და …
Continue reading “სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე”
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული
ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 -ის შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემებს ბათუმის ცენტრალურ პარკში და ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურები აფიქსირებენ. „17 თებერვლიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) …
Continue reading “ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული”
პოლონეთში აკრძალეს ჩინეთში წარმოებული მანქანებით სამხედრო ობიექტებზე შესვლა
პოლონეთმა აკრძალა ჩინეთში წარმოებული მანქანებით სამხედრო ობიექტებზე შესვლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით. აკრძალვის მიზეზი არის მოსაზრება, რომ ჩინეთში წარმოებულ მანქანებზე დამონტაჟებული სენსორები შეიძლება გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი მონაცემების შესაგროვებლად. პოლონეთის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი მანქანების დაცულ ადგილებში შესვლა მაინც შეიძლება დაშვებული იყოს, თუ კონკრეტული ფუნქციები გამორთულია და თითოეული ობიექტის უსაფრთხოების …
Continue reading “პოლონეთში აკრძალეს ჩინეთში წარმოებული მანქანებით სამხედრო ობიექტებზე შესვლა”
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, 18 თებერვალს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი, 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. პირველ ეტაპზე ანუ დღეიდან, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შშმ ბავშვებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით. მეორე ეტაპი დაიწყება 22 აპრილიდან და ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 256 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 681 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 051 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 363 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი”