ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს – გაერო

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი …

„შოკოლადზე ქეშბექი 50%-ზეც ადის“ – რას განიხილავენ ფასების კომისიაზე

დღეს, 25 თებერვალს, სადავო პარლამენტში ფასების კომისიის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა სადისტრიბუციო კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი ლევან პაპიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ე.წ. ქეშბექის თემა დააყენა. „პირველი საკითხი არის ქეშბექი. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ გაყიდულ პროდუქციაზე ქეშბექი დავუბრუნოთ რითეილს. ეს ქეშბექი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს …

„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია. საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას. კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის …

კვების ობიექტს სამეგრელოში საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს. კერძოდ, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. …

შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა. „გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე  სექსუალურად იძალადა. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრულიანი ამინდი, წვიმა, მაღალმთაში თოვა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 262 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 701 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 091 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 37 589 …

როგორ იბრძოლეს 105 წლის წინ ქვეყნის გადასარჩენად – „მითია, რომ არავის უნდოდა ბრძოლა საქართველოსთვის“

„უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურია და აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან. ასევე, ბათუმი იყო ქალაქი, სადაც იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში,“ – 105 წლის ამბებს იხსენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. 1921 წლის 25 თებერვალს …

ვის უშვებს სამსახურიდან ბათუმის მერია – შტატს უუქმებენ EU-ს მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერთა უმეტესობას

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიაში კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 17 თებერვალს გამოსცა, რის მიხედვითაც მერიამ ღია და დახურული კონკურსები გამოაცხადა. მერიის თანამშრომლების თქმით, აუქმებენ იმ შტატებს, ვინც გასულ წელს ირაკლი კობახიძის განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე. წესების თანახმად, დახურული კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოქმედ თანამშრომლებს შეუძლიათ, ღია კონკურსის შემთხვევაში კი განცხადების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლება. …

რა ელით ბრიტანეთისგან დასანქცირებული ტელევიზიების თანამშრომლებს? – ინტერვიუ

„…რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ იქ რესტორანში წავედი და იხვის ტოლმა ვჭამე, ეს გამოხატავს „იხტიბარს რომ არ გაიტეხს“ ადამიანი, თორემ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. ამიტომაც გაიქცა რუხაძე ჩასაძირად განწირული გემიდან სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ,“ – ამბობს იურისტი ალექსანდრე ბარამიძე. დღეს, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები – „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. …

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

„გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ… ქორწინების მიმართ ინტერესი არის შემცირებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას, 2026 წლის 18 თებერვალს. მან ქორწინების და შობადობის შემცირებაში ახალგაზრდები დაადანაშაულა და არ ისაუბრა „ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოში შობადობის შემცირება გამოწვეულია არა სოციალური პრობლემებით, არამედ „ადამიანების მსოფლმხედველობით“. „არგუმენტად“ კი 90-იანი …

დააკავეს ქალი, რომელმაც ბავშვი კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში შვილი გააჩინა, დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, ქალს ბრალი დღეს, 24 თებერვალს წარუდგინეს. „საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა …

ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა

დიდმა ბრიტანეთმა 50 ნავთობტანკერი დაასანქცირა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში. დასანქცირებულ გემებს შორისაა ნავთობტანკერი ALTURA – (IMO 9292199), რომელიც 2025 წლის 6-7 ოქტომბერს ყულევის პორტშიც იმყოფებოდა. გემს მაშინ KAYSERI ერქვა, პანამის დროშის ქვეშ ცურავდა და საქართველოში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა. ნავთობტანკერის მიერ შემოტანილ ტვირთზე შემოსავლების სამსახურმა …

„ჩვენი კვლევის მიხედვით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში“ – კობახიძე

დღეს, 24 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრეს უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. კობახიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტებმა რეალურად 14 400 სტუდენტი უნდა მიიღონ წელიწადში, თუმცა გარკვეულ პროფესიებზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გამონაკლისს უშვებენ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის 21 300 ადგილზე გამოცხადდება მიღება. კობახიძის თქმით, კვლევისთვის მთლიანობაში გამოიკითხა 12 …

„იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ“ – საიას განცხადება

„წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს. ამასთან, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კანონპროექტს „იურიდიული დახმარების შესახებ“, რომელსაც არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2026 წლის 18 თებერვალს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. თუ მოქმედი რედაქციით, იურიდიული დახმარების სამსახური …

„კუსტარულად აწარმოებდნენ ეგრეთ წოდებულ „ყველს“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ლაგოდეხსა და ბოლნისში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები აღმოაჩინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. „ფიზიკური პირი ლ. მ. [ლაგოდეხი, სოფელი ქვემო ნაშოვარი] სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“. ინდმეწარმე დ.შ. [ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი დისველი]  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც 3 ადამიანის დაჭრისთვის იძებნებოდა

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც, შსს-ს ინფორმაციით, სამ ადამიანს სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 4 წელი ომის დაწყებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 261 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 698 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 086 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 37 560 ერთეული …

ქობულეთის მერმა ორი ახალი უწყება შექმნა და უფროსები დანიშნა

ქობულეთის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. თანამშრომლები სამსახურის შესაძლო დაკარგვის თაობაზე უკვე გააფრთხილეს. ქობულეთის მერიამ მუნიციპალური ინსპექცია დააფუძნა და დირექტორად გია ხაბაზი დანიშნა. ის ამ დრომდე მუნიციპალურ ორგანიზაციას, შპს „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურს“ ხელმძღვანელობდა. წესდების მიხედვით, მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობა საზედამხედველო საქმიანობა, დარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება იქნება. მერიის ინფორმაციით მერიის სამსახურებიდან თანამშრომლების ნაწილი, რომელთა ფუნქციაც საზედამხედველო …

„პუტინს შეუძლია ეს ომი გააგრძელოს 1-2 წელი მბჟუტავი ომის სტატუსით“ – რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელი

„ბოლო პერიოდში ზელენსკი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. გასაგებია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა იზრდება, რუსეთის შესაძლებლობები კი თვალსა და ხელს შუა სუსტდება. ვერ ახერხებს რუსეთი შიდა სიცარიელის ამოვსებას ტექნოლოგიურად და ვერც ადამიანური რესურსით,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც უკვე 4 წელია აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძის აზრით, პუტინს სურს „გარკვეულ შედეგს მაინც მიაღწიოს“, უკრაინა კი, …

რის გაძვირებას აპროტესტებენ ტრაილერის მძღოლები სარფში

დღეს, 23 თებერვალს, სარფში, ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გახდა ე.წ. TIR პარკების მიერ გაზრდილი გადასახადი. 22 თებერვლის ჩათვლით, მძღოლები ავტოსადგომზე შესვლის საფასურს 80 ლარს იხდიდნენ. 23 თებერვალს კი 130 ლარის გადახდა მოუწიათ. მძღოლებმა, რომლებმაც გაზრდილი ფასი გადაიხადეს სავალდებულო ავტოსადგომზე შესვლისათვის, დღეს, 23 თებერვალს სპონტანური საპროტესტო აქცია გამართეს სარფში, სადაც ერთ საათზე მეტი …

დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეებს სცემეს

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის ცნობით, აჭარის პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულნი იყვნენ აჭარაში. „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში …

რა ეღირება სამუშაო ნებართვა უცხოელებისთვის

საქართველოში მყოფი უცხოელები ტაქსის მძღოლად, კურიერად ან ტურისტულ გიდად ვეღარ იმუშავებენ. ირაკლი კობახიძემ „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევა. ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები შესაბამისი ნებართვის გარეშე ვეღარ დასაქმდებიან. უცხოელმა, რომელსაც სურს საქართველოში დასაქმება, ჯერ უნდა მოიპოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ამის …

აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. „ჩატარებული მოკვლევის შედეგად,  მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური  სასაკლაოები. ▪️  ფიზიკური პირი  ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და კუთვნილი   საცხოვრებელი სახლის  ეზოში  მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ ახდენდა რეალიზაციას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული  …

„ცხრათვიანი კონტრაქტი“ და „ლურჯი მოცვი“- ბათუმში უფასო კინოჩვენებები გაიმართება

ბათუმში 25-26 თებერვალს დოკუმენტური ფილმების უფასო ჩვენება და შეხვედრა გაიმართება „კავეა გრანდ მოლში“, ხიმშიაშვილის ქუჩის#29-ში.  25 თებერვალს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილის დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი“. ფილმის ჩვენება 16 საათზე დაიწყება. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან. 26 თებერვალს, 16 საათზე კი ნაჩვენები იქნება რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – „ლურჯი მოცვი“. „ლურჯი მოცვი“ საქართველოს, …

რა მოხდება, თუ ქართველი მეზღვაურები სანქცირებულ გემებზე დასაქმდებიან – ცვლილება კანონმდებლობაში

სანქცირებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კონტროლი მკაცრდება. კერძოდ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილება ეძლევა, გადაამოწმოს საკრუინგო კომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია გემებისა და გემთმფლობელების შესახებ და შეამოწმოს ეს პოტენციური დამსაქმებლები არიან თუ არა გაეროს, ევროკავშირის,   დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის  სანქციების სიაში. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა …

მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა

ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. „უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში წამყვან სპეციალისტებთან, რამდენიმე სპეციალისტი ჩამოვა, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თერმოდინამიკას წამლებით ვიჭერთ“ – თქვა კლინიკა „მედინას“ დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ახალშობილს რამდენიმე …

ბათუმში 4 ათასზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმში 4028 აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება. როგორც კომპანია „სოკარში“ გვითხრეს, ბუნებრივი აირის მიწოდება საგზაო სამუშაოების გამო შეწყდა. „ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 26 მაისის, მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, კოტე მარჯანიშვილის, დავით კლდიაშვილის, რუსთაველის, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს. ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად 23 თებერვალს 13:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ …

ბათუმში, საწარმოში კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა

ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში შუახნის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა. დაცული იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები? –  უსაფრთხოების ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საწარმოში ღამის საათებში გავიდნენ ინსპექტორები. ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. მიმდინარეობს მოკვლევა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 260 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 696 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 082 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 37 510 ერთეული …

ბათუმში ქალმა ტუალეტში იმშობიარა – ახალშობილს ყელზე ნაფლეთი ჭრილობა აქვს

ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად, ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა. „ბათუმელები“ ესაუბრა „მედინას“ დირექტორს, ექიმ-გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძეს. მან გვითხრა, რომ ქალი მათთან მუშაობდა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე და შემთხვევა წუხელ, შუაღამისას მოხდა. „ღამით შესულა საპირფარეშოში, ჩაკეტილა, სანიტრები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, ატეხეს ამბავი, კარს შევამტვრევთო და დახვდათ ეს მდგომარეობა, – ნამშობიარები ქალი და …

რა კავშირშია სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან

აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის სახელი მედიაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში გაჟღერდა. 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან ერთ თვეში დააკავეს ორი პირი, რომელთაც უკვე პატიმრობა აქვთ მისჯილი, მაგრამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 2026 წლის თებერვალში ისევ აქტუალური გახდა და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 თებერვლის 21 საათიდან 23 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 6 – 11 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 259 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 694 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 24 069 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 470 ერთეული …

ბათუმის მერია სასტუმროს წინ მდებარე აუზიან მიწის ნაკვეთს 1.3 მილიონ ლარად ყიდის

ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს კონსტანტინე ლესელიძის ქ. №24-ში მდებარე 1501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ბათუმის მერია ამ ნაკვეთის გაყიდვას ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 352 800 ლარად გეგმავს. აუქციონზე ელექტრონული ვაჭრობისას გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა ეს ფასი. ნაკვეთს ესაზღვრება შპს „ბელლა კოსტას“ შენობა, სადაც სასტუმრო და რესტორანია. საპრივატიზებოდ მომზადებულ მიწის ნაკვეთზე კი ამ სასტუმროს მიერ …

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია ილიაუნს მხარდაჭერას უცხადებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAU) უცხადებს მხარდაჭერას. მხარდაჭერის წერილი, რომელსაც ხელს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი აწერს, ილიაუნმა გამოაქვეყნა დღეს, 21 თებერვალს. წელის ადრესატი ილიაუნის რექტორი, ნინო დობორჯგინიძეა. „ძვირფასო ნინო დობორჯგინიძე, იმ განსაკუთრებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის პირობებში, მსურს გამოვხატო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის …

Exit mobile version