უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 235 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
- ტანკი – 4 090 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 7 990 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 4 402 ერთეული [+17]
- MLRS – 674 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 415 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 726 ერთეული [+33]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 978 ერთეული [+12]
- სპეცტექნიკა – 647 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 455 თვითმფრინავი
- 242 ვერტმფრენი
- 4 981 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 668 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 421 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 626 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Scalp-ის შორი მანძილის რაკეტებს






