უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 234 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440]
- ტანკი – 4 085 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 7 966 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 4 371 ერთეული [+5]
- MLRS – 668 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 414 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 686 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 937 ერთეული [+8]
- სპეცტექნიკა – 632 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 453 თვითმფრინავი
- 241 ვერტმფრენი
- 4 956 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 615 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 399 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 565 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
[yellow_box]უკრაინა ფრონტზე სამი მიმართულებით უტევს – ISW[/yellow_box]
ამავე თემაზე:
უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა






