ოზურგეთის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება …

ბათუმში ფრინველების უკანონო სასაკლაო გამოავლინეს – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა. „ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ, რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. ფრინველთა …

სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის 30-30 000 ლარის გადახდა დაევალა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა. სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო. ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100,000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 …

რა საფრთხეს უქმნის საოჯახო მარნებს „ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები? – შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს აჩენს. ცვლილებები 4 მარტს, მეორე მოსმენით მიიღეს კანონში. „კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება“- აცხადებს „გამჭვირვალობა“. ამ ცვლილებების …

„ოცნების“ შემწირველებმა ბათუმში 10 ჰექტარი იყიდეს – ვის ეკუთვნის კომპანია

„ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის სამი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელთა ფართობიც ჯამში 10 ჰექტარია, 107 586 კვ.მეტრი. შემსყიდველი კომპანია შპს „ ბათუმი ლენდმარკი“ თენგიზ წულაიამ და კახა დევაძემ 2026 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს და წილებს თანაბრად ინაწილებენ. თენგიზ წულაია ყოფილი პარლამენტარის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია. ივლიანე წულაია 2016-2020 წლებში …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 270 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 727 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 142 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 37 915 ერთეული …

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე

დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის სახით მიუსაჯა წლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე გამოაცხადეს. ———— საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ღამით ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის …

„პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანები დაისჯებიან“ – ინტერვიუ „არალეგიტიმურობის აღქმის“ ახალ კანონზე

„ეს მიუთითებს ადამიანის უფლებების მზარდ კრიზისზე, სადაც საკანონმდებლო კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი ხდება… როდესაც ვსაუბრობთ აღქმების საკითხზე, ეს უფრო მეტად აჩენს რისკს იმისა, რომ ამის მიზანი არის რეალურად გამოხატვის თავისუფლების სისხლისსამართლებრივი რეგულირება, რომ აი, განსხვავებულ აზრს ეშინოდეს იმისა, რომ ამ აზრის გამოხატვის შემდეგ მასზე შეიძლება სისხლის სამართლის რეპრესია განხორციელდეს,“ – მიიჩნევს თამარ ონიანი, „ახალგაზრდა იურისტთა …

ფარცხალაძის მეგობარია მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განსახილველად არ მიიღო

მამუკა ვასაძე, ანუ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარია. მამუკა ვასაძემ ამის შესახებ 2019 წელს თავად განაცხადა პარლამენტში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს დაასანქცირა და ღიად აღნიშნა, რომ ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ოთარ …

რატომ უნდა გამოჰკითხოს გამოძიებამ სულხან თამაზაშვილი – ინტერვიუ ადვოკატთან

„გამოძიება ახლა ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს: გასაგებია მკვლელების მოტივი, მაგრამ ვინც ამათ ხელი დააფარა, მას რა მოტივი ჰქონდა?“ – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. იგი წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ინტერესებს იცავს. პატიმრობაში მყოფმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა თქვა, რომ თბილისის  პოლიციის ყოფილ უფროსს, სულხან თამაზაშვილს ინფორმაცია ჰქონდა, თუ ვინ იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთი. ნიკო კვარაცხელიას …

უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებ ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. მოქალაქეების თქმით, ივანე მესხის ჩიხს არ აქვს საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები, უბანში არ დგას სანაგვე ურნები, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. „აქ ბავშვი როგორ გაივლის, როცა ჩვენც ვერ დავდივართ“- ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბარში ამ ქუჩაზე მცხოვრებები. „მე პირადად, სამსახური …

„ვკარგავთ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალურ, ხარისხიან პროგრამებს“- ილიაუნის კანცლერი

„ენა-მეტყველების მიმართულებით ქვეყანას 1600 სპეციალისტის საჭიროება აქვს. ილიაუნი უშვებს ამ სპეციალისტებს, ამ დროისთვის 65 სპეციალისტია ბაზარზე და ყველა დასაქმებულია. აი, ასეთ მოთხოვნად მიმართულებაზეც კი განგვისაზღვრეს ხუთი ადგილი“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე. ქეთევან დარახველიძეს „ბათუმელები“ „ოცნების“ განათლების მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე და უნივერსიტეტის მომავალ სტრატეგიაზე ესაუბრა. ქალბატონო ქეთევან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახლახან …

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ ,,ბათუმელები/ნეტგაზეთის” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია. მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ …

„დღესაც იმავეს გავაკეთებდი“ – ბათუმის მერიის თანამშრომელი პროევროპული განცხადების გამო გათავისუფლებაზე

„ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ“ – წერს ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თამაშრომელი, ნანა ანთაძე ფეისბუქზე.  მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მას სამსახურის დატოვება მოუწია. ნანა ანთაძე …

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ბათუმში მოძრაობა 10 დღით

ბათუმის მერია ქვაფენილიანი ქუჩებიდან ქვაფენილის აყრას და მის ასფალტით ჩანაცვლებას აგრძელებს. მერიის განცხადებით, დღეს, 4 მარტის 18 საათიდან 14 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ბათუმის მერია 15 ქუჩაზე ყრის …

ისრაელმა თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. მედიის ცნობით, თეირანში აფეთქებებია და, ასევე, დარტყმების სამიზნეა ირანში არსებული რაკეტების გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ლოჯისტიკური ცენტრები. ამავე დროს, დღეს, 4 მარტს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი, რუსული გამანადგურებელი, Як-130 ჩამოაგდეს. „როიტერსი“ წერს, რომ ომის …

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წლიურად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 9.5 %-ით გაიზარდა. ჯგუფში – „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები“ ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. „ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული [23.1 %], პური და პურპროდუქტები [13.8 %], ხილი და ყურძენი [13.3 %], ბოსტნეული და ბაღჩეული [10.2 %], ხორცი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 269 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 723 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 135 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 37 874 ერთეული …

„ხამენეის დატირება იგივეა, კობახიძე ამჯერადაც ჩასულიყო ირანში, მაგრამ ფრენები არ არის“ – ინტერვიუ

„თუ ვინმე „ოცნებას“ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის დღეს ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო არ აქვს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, საქართველოს …

ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები

ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან: „ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …

რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას

„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი გაიზარდა ორშაბათს, 2 მარტს, მას შემდეგ რაც ირანში მიმდინარე მოვლენებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება შეაფერხა. ამ შეფერხებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობის მომარაგებისთვის. ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ენერგეტიკული კარიბჭე“, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე სტრატეგიული საზღვაო გასასვლელი. ამ სრუტის გავლით …

„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს“ – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე სასამართლოში

„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს… მომზადებული დანაშაული იყო და ტანსაცმელზე დენთის კვალი არ ამოვიდა. გარკვეული დრო იყო გასული და ტანსაცმელი შეიძლება გაერეცხათ. ვცდილობდით, მოგვეპოვებინა ფეხსაცმელი, რაც ვიდეოკადრში ჩანს, მაგრამ ოჯახმა ეს ფეხსაცმელი გადამალა,“- ნაფიც მსაჯულებს მიმართა უფროსმა გამომძიებელმა, ჯემალ ცეცხლაძემ. მან 3 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. გამომძიებელს …

რას ჰყვება დედა, რომელიც სახელმწიფოს შვილის გადასარჩენად წამლის დაფინანსებას სთხოვს

„თუკი პოლიციის მანქანაზე ძვირფასი არ გახდა ჩვენი შვილების სიცოცხლე, კი, პოლიტიკაშიც ჩავერთვებით, რადგან დედის მთავარი მიზანია შვილი გადარჩეს“- ამბობს თამარ იარაჯული, რომელიც რამდენიმე წელია ორი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. თამარ იარაჯული სახელმწიფოს შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებას სთხოვს. რა გზას გადიან დედები შვილების გადასარჩენად საქართველოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა თამარ იარაჯულს. ქალბატონო თამარ, დიდი ხანია …

რატომ ვერ ხსნიან ბათუმში კინოს მუზეუმს? – აბანოს ყოფილ შენობაზე 2 მილიონი უკვე დაიხარჯა

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის …

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება. ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო. საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, …

კვლავ მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა

ახალშობილს, რომელიც სანიტარმა ქალმა ბათუმში, საავადმყოფოს საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა როგორც კლინიკა „მედინაში“ გვეუბნებიან, ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. კლინიკის დირექტორის, ექიმ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება პროცესი. „იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემაც გამოჩნდება“- უთხრა მან „ბათუმელებს“. პროკურატურის ინფორმაციით, ახალშობილის დედა დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის …

რა ხდება ირანში – ფოტორეპორტაჟი თეირანიდან

უკვე მეოთხე დღეა ისრაელი და აშშ განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე. ასე გამოიყურება ირანის დედაქალაქი, თეირანი დღეს, 3 მარტს – ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტო, „ეპა“ ავრცელებს. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბეს თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მისი სიკვდილი ირანმა 1 მარტს დაადასტურა. ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტმის შედეგად, დაიბომბა …

ავტოავარიით 469 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის 164 ქვეითი იყო

2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი კი დაიღუპა. 2025 წელს ავტოავარიაში 105 ქალი (აქედან 54 ქვეითი) და 364 კაცი (110 ქვეითი) დაიღუპა. დაღუპულებს შორის 27 ბავშვია, აქედან 7 ბავშვი ექვს წლამდე ასაკის იყო. რაც შეეხება დაშავებულებს, ავარიის შედეგად დაშავდა 2 901 ქალი და 5 290 კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა. მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …

პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, პირველ კლასში რეგისტრაციას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – ამბობს გივი მიქანაძე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 268 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 718 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 131 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 37 842 ერთეული …

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები სკოლაში 16 მარტს უნდა გამოცხადდნენ. რაც შეეხება სააღდგომო უქმე დღეებს, წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს, აღდგომის წინა და შემდეგი დღე, ოფიციალურად, დასვენების დღეებია, შესაბამისად სკოლაში არდადეგები 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილამდე გასტანს.

„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია. „ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან …

თსუ-ს პროფესორების განცხადება – „ახალ სემესტრს ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება“

დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო. „უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. …

ხელისუფლების ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – საიას შეფასება

„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ექსტრემიზმთან“ …

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს. სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა. „საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, …

Exit mobile version