სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში 2 პირი დააკავა ყალბი სერტიფიკატის დამზადების ბრალდებით. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ გაავრცელა დღეს, 9 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. „ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი. მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღის“ პროფესიული კურსის …
Category Archives: მთავარი
დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები. გამოძიება დაკავებულებს კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ინფორმაცია დღეს, 9 მარტს გახდა ცნობილი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ბრიფინგზე. „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ …
Continue reading “დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები – სუსი”
ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა
პოლიციელი, რომელსაც ბათუმში მაღაზიის დაყაჩაღებას ედავებიან, სასამართლომ დააპატიმრა. პოლიციელ ტარიელ რიჟვაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 2026 წლის 26 თებერვალს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი ქსელური მაღაზია კი, ბათუმში 24 თებერვალს დააყაჩაღეს. დაპატიმრებულ პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლით აქვს წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას …
Continue reading “ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა”
ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ
აშშ-ისრაელის ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის პარალელურად, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე – წერს დასავლური მედია. „ბიბისის“ ცნობით, 9 მარტს, დილით, აზიაში Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის Nymex Light Sweet-ის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარს მიაღწია. ჰორმუზის …
Continue reading “ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ”
პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა
ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვეს პროკურატურის პრესცენტრში. შსს-ს პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს და ინფორმაციას შსს ვერ მოგვაწვდის.
ბსუ-ს რექტორი სწავლის დაწყების წინ შვებულებაში გავიდა
უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს, 9 მარტს, საგაზაფხულო სემესტრი დაიწყო ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე, სწორედ სწავლის დაწყების წინ გავიდა ერთთვიან შვებულებაში. რატომ, უცნობია. შვებულების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ტიტე აროშიძის ერთ-ერთმა მოადგილემ, ბსუ-ს ყოფილმა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა. როგორც „ბათუმელებთან“ საუბრისას მერაბ ხალვაში ამბობს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად ის უნივერსიტეტში რჩება სრული პროფესორის …
Continue reading “ბსუ-ს რექტორი სწავლის დაწყების წინ შვებულებაში გავიდა”
საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა
საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა. საჩივარი 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა; არაეფექტიანი გამოძიება; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი …
Continue reading “საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 745 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 167 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 129 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი”
აჭარის ტელევიზია გადაცემებს აჩერებს – ეთერში მხოლოდ დაიჯესტი გავა
„უსაფრთხოების მიზეზით ტელევიზიის შენობა პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა, გადაცემები დროებით შეჩერდება. ერთადერთი, რაც მაუწყებლობას გააგრძელებს, არის საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის ფორმატში,“ – აცხადებს „აჭარის ტელევიზია“ დღეს, 8 მარტს. „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტელევიზიაში დაგეგმილია რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია. ამ სიუჟეტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის დაბრუნდება გადაცემები პირდაპირ ეთერში, ან რომელი გადაცემა დაუბრუნდება ეთერს. „შენობას აქვს ძალიან დიდი …
Continue reading “აჭარის ტელევიზია გადაცემებს აჩერებს – ეთერში მხოლოდ დაიჯესტი გავა”
რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ქალების ჩაგვრის წახალისება? – „მიზანია მათ არ დარჩეთ ძალა პოლიტიკისთვის“
„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს. ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს… „ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ …
დაკვამლიანება იყო ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში მეხანძრე მაშველებმა დაკვამლიანების პრობლემა მოაგვარეს. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საწრაფო სამედიცინო სამსახური. ძლიერი დაკვამლიანების გამო რესტორანი ადამიანებმა დატოვეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს მოხდა. სამაშველოს სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამწოვი მილის პრობლემის გამო იყო დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან
„ანტისანიტარიას ვინ ამბობს, შპრიცები ვიპოვეთ სათამაშო მოედანთან… არასდროს გვინახავს ეს მოედანი და აქაურობა დალაგებული,“ – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის ჩიხიდან. მოქალაქის თქმით, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის, ბათუმის მერიას, მაგრამ არაფერი იცვლება. ამ დასახლებაში სანაგვე ურნების დასაცლელადაც კი, შესაბამისი სამსახური იშვიათად ჩნდება. ივანე მესხის ჩიხში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მინი სტადიონი და გამაჯანსაღებელი მოედანი დაახლოებით …
Continue reading “შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან”
„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია
„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა. უკვე მეორე წელია 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის სულისკვეთებით არის შთაგონებული,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. „მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან. 8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა. მთაში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …
როგორ აისახა ავტორიტარული ტენდენციები? – „ოცნება“ კიდევ უფრო ზღუდავს ქალების შესაძლებლობებს“
„ქართული ოცნება“ გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმოიხილავს, როგორ გაუარესდა ბოლო წლებში ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში, როცა „ქართული ოცნება“ პრობლემების მოგვარების …
სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა დაიწყო
დღეს, 8 მარტს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევენ ჩვენებას. უცნობია, რა თემაზე მოითხოვა სუსმა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა. მათ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადეს. სუსმა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გუბაზ სანიკიძე და გივი თარგამაძე. „ტვ პირველის“ ცნობით, გივი თარგამაძე საზღვარგარეთ იმყოფება …
Continue reading “სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა დაიწყო”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 273 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 742 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 157 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 38 059 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მარტი”
საქართველო საერთო ნავში რუსეთ-ირანთან, რომელიც მალე ჩაიძირება – ინტერვიუ
„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთთან და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამორიცხულად იმისა, დათმო თუ არა „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია… რუსეთთან ერთად და ჩვენ ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. …
Continue reading “საქართველო საერთო ნავში რუსეთ-ირანთან, რომელიც მალე ჩაიძირება – ინტერვიუ”
ბათუმში, თავდადებულზე იზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების გამო
ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების გამო, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მონაკვეთში შეიზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მარტიდან 15 მარტამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ დღეს, 7 მარტს …
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 8 მარტს ქალებისთვის უფასო იქნება
ბათუმში, 8 მარტს, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას დღეს, 7 მარტს ბათუმის მერია ავრცელებს. „ბათუმის მერია გაცნობებთ, რომ 8 მარტს, ქალთა დღეს, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თვეში 1500 ლარის წამალი სჭირდება, რომ ისუნთქოს“ – მარიამის დედა დახმარებას ითხოვს
„მარიამი რომ გადარჩეს და სუნთქვა შეძლოს, თვეში მინიმუმ 1500 ლარის მედიკამენტი გვჭირდება. მთავრობა არაფერში არ გვეხმარება, იქნებ თქვენ, ადამიანები დაგვეხმაროთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ჭეიშვილი. იგი 1 წლის და 3 თვის მარიამის დედაა. თამუნა გვიყვება, რომ მარიამი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა, უკვე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პერიოდულად ჟანგბადის აპარატის გამოყენება სჭირდება, ბავშვმა სუნთქვა რომ შეძლოს. …
ხაჭაპური 14%-ით გაძვირდა – „ყველაზე მეტად გაიზარდა ყველის ფასი“
„2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2026 წლის იანვრის მაჩვენებელს და 14.3%-ით 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელს,“ – აღნიშნულია 2026 წლის თებერვლის „ხაჭაპურის ინდექსში“. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად …
Continue reading “ხაჭაპური 14%-ით გაძვირდა – „ყველაზე მეტად გაიზარდა ყველის ფასი“”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 272 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 737 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 151 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 004 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მარტი”
ჟურნალისტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს მათ გზის გადაკეტვას ედავება
„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას და „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება. ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველზე. მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტი აშუქებდა. აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა. 7 თებერვლის „შაბათის მარშს“ …
Continue reading “ჟურნალისტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს მათ გზის გადაკეტვას ედავება”
„მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანზეა, მაგრამ რუსეთი ვერც ამით სარგებლობს“ – ინტერვიუ გენერალთან
„დასრულდება ირანის საკითხი და უფრო ადვილად იქნება რუსეთის დაყოლიება შესაძლებელი, ჩემის აზრით, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი მოკავშირე დააკლდება“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსს ვესაუბრეთ, როგორც უკრაინის ფრონტის სიახლეებზე, ისე ირანზე. „ამდენი ხანია ისევ პოკროვსკიზე ვლაპარაკობთ. რუსეთი ვერ მიიწევს წინ, ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობს თითოეულ კილომეტრზე. გასაგებია, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ირანის მიმართულებაზე, …
საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იუწყება, რომ ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. „ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული“ – ვკითხულობთ განცხადებაში. ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო …
Continue reading “საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა”
თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი
ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ბათუმელებთან“ თამარ მესხიძემ აღნიშნა, ის 2026 წლის 27 თებერვალს გაათავისუფლეს. ბრძანება აჭარის კულტურის სამინისტრომ გამოსცა. რა იყო გათავისუფლების საფუძველი, რა ეწერა ბრძანებაში? – ვკითხეთ თამარ მესხიძეს. ყოფილმა დირექტორმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მას ასევე ვკითხეთ, გათავისუფლებამდე ხომ არ იყო …
Continue reading “თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი”
300 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა
დღეს, 6 მარტს, რუსული ტყვეობიდან 300 უკრაინელი ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს სოციალურ ქსელებში. „კიდევ 300 უკრაინელი დამცველი რუსული ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. დღეს ასევე გაათავისუფლეს ორი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და ჩვენი სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. ისინი …
Continue reading “300 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა”
მასწავლებელს 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, …
Continue reading “მასწავლებელს 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს”
ტრამპი ამბობს, რომ ირანისთვის „კარგი ლიდერის“ კანდიდატები ჰყავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანის ხელისუფლების შეცვლა და ჰყავს ირანის ლიდერობის კარგი კანდიდატები. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვინდა მივიდეთ და ყველაფერი გავასუფთაოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰყავდეთ კარგი ლიდერი. ჩვენ გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას“ – თქვა ტრამპმა. მას არ …
Continue reading “ტრამპი ამბობს, რომ ირანისთვის „კარგი ლიდერის“ კანდიდატები ჰყავს”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა. მთაში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 4 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 271 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 734 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 148 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 960 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მარტი”
ზელენსკი განმარტავს, რა შორი მოქმედების იარაღი აქვს ამჟამად უკრაინას
ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ გაზეთ „The Independent“-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა იძულებული გახდა, საკუთარი შორი მოქმედების რაკეტები შეექმნა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზელენსკიმ მაშინ სცადა თეთრი სახლის ხელმძღვანელი დაერწმუნებინა, რომ ევროპისთვის მიეყიდა შორ …
Continue reading “ზელენსკი განმარტავს, რა შორი მოქმედების იარაღი აქვს ამჟამად უკრაინას”
სამინისტრომ სასკოლო ფორმების შეძენა-რეალიზაციისთვის ახალი შპს შექმნა
განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი ახალი შპს – „საგანმანათლებლო რესურსები‘‘ დააფუძნა, რომლის ფუნქციაც სასკოლი ფორმების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია იქნება. შპს-ს მიხეილ ყუფარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც პარლამენტის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მუშაობდა. „ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება, სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან …
Continue reading “სამინისტრომ სასკოლო ფორმების შეძენა-რეალიზაციისთვის ახალი შპს შექმნა”
ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება
ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება. მან სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ის გამარჯვებულად გამოაცხადეს და შესაბამისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უკვე დანიშნეს. მერიის ინფორმაციით, „არჩილ გირკელიძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს ჩესტერის უნივერსიტეტში 2010–2011 წლებში. ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფინანსებსა და …
Continue reading “ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება”
საფეხბურთო აკადემია გონიოში პორტუგალიელი და ქართველი მწვრთნელებით – ვინ ჰპირდება ბავშვებს უფასო ვარჯიშებს
საფეხბურთო კლუბი „გონიოს“ თავის ბაზაზე საბავშვო საფეხბურთო აკადემიას ხსნის. აკადემიის გენერალურ მენეჯერად პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში მოიწვიეს, შეიკრიბა სამწვრთნელო შტაბიც, ქართველი და პორტუგალიელი მწვრთნელებით. აკადემიამ უკვე გამოაცხადა მიღება ბავშვებისთვის, ვისაც ფეხბურთელობა სურს. კლუბის ინფორმაციით, ვარჯიშები 10 მარტიდან დაიწყება. „საფეხბურთო კლუბი „გონიო“ უნდა გახდეს ადგილი, სადაც ქართველი ბავშვების ნიჭი და ევროპული პროფესიონალიზმი ერთმანეთს შეხვდება,“ – ასეთია გონიოს …