დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურია მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, აქ, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირება და ჩხუბი იყო, რის შედეგად ერთ პირს ჭრილობა მიაყენეს.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.
დაწყებულია გამოძიება.
შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.






