სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება კიდევ 1 წლით გადაუვადა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა 2028 წლამდე მიეცათ. „ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად. მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა …

ცეკვის მასწავლებელს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 472 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 283 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 165 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 48 261 …

ბათუმში, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურია მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, აქ, სავარაუდოდ, კაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირება და ჩხუბი იყო, რის შედეგად ერთ პირს ჭრილობა მიაყენეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაწყებულია გამოძიება. შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.    

„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან

ბოლო ათ დღეში სოციალურ მედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულ ენაზე ჩაწერილი ორი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინტერვიუებში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სუფრაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საყვარელ კერძებზე, ავტომობილებზე, ცხოვრების სტილზე და საერთოდ არ ახსენებს რუსულ ოკუპაციას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმიტომ, რომ ორივე ინტერვიუ 9-12 აგვისტოს შუალედში გამოქვეყნდა, 2008 წლის …

გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი, რომელსაც დაზარალებულზე ზემოქმედებას ედავებიან

დღეს, 19 აგვისტოს, გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი მურმან ქამადაძე, რომელიც გუშინ, 18 აგვისტოს დააკავეს დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბრალდებულ ადვოკატს 7 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს ადვოკატთა ასოციაცია იცავს, ადვოკატები: ზაზა პაპიძე და ლელი ბჟალავა. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის …

სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება

სასკოლო ფორმების ერთი პარტია უკვე შეკერილი და საქართველოშია შემოტანილი, „ოცნების“ მთავრობამ კი ახლა მიიღო დადგენილება სახელმწიფო გერბის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე შესაძლო გემოყენების შესახებ. სახელმწიფო გერბის სიმბოლიკის დატანა კერძო კომპანიასთან ფორმების მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა. „პიჯაკის მარცხენა …

ბახმაროში, დოღის დროს, 6 წლის ბავშვი დაშავდა

მოქალაქე მაკა კუტუბიძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბახმაროში გამართული დოღის დროს, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 6 წლამდე გოგონა დააზიანა. პოსტის ავტორის თქმით, გოგონას თავი აქვს დაზიანებული, თუმცა ამ ინციდენტის მიუხედავად, ღონისძიება არ შეჩერებულა. „ჩოჩქოლმა  წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ „გააგრძელეო“ უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო  ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან …

სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …

პოლიგონზე შესახლებული უსახლკარო ქალი: ვაპირებ ყვავილების ბიზნესს, შემოღობვაში დახმარება მჭირდება

„დღეს „პადონები“ მივიტანე ადგილზე, დამეხმარნენ… ახლა მინდა ეს ადგილი შემოვღობო – ყვავილების მოშენებას ვაპირებ და გაყიდვას, ჩემი ბიზნესი უნდა მქონდეს,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. უსახლკარო, მარტოხელა დედა, რომელიც 14 წლის შვილთან ერთად 10 აგვისტოს გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე შესახლდა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. გონიოს გზატკეცილთან ახლოს, მინდორში მდებარე შენობის ირგვლივ მხოლოდ ეკალ-ბარდია. ამ ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობა …

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – უკრაინაში 103 ჯარისკაცი დაბრუნდა

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, თავდაცვის ჯარებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 103 სამხედრო მოსამსახურე. „დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის დამცველები“ – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს, 19 აგვისტოს. ტყვეების გაცვლა მოხდა …

ბათუმში ხეებს ამერიკული პეპელა გაუჩნდა

ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები. „ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის …

ასახლებენ ქალს, რომელიც ფეხმძიმე აგვისტოს ომში მონაწილეობდა: შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები

„შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები, მათ შორის, იმ შვილთან, ვის გაჩენასაც ველოდებოდი აგვისტოს ომის დროს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი, რომელიც ომის ვეტერანია, სამი შვილის დედაა და დღე-დღეზე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ელის. მაია კაკიაშვილი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 2015 წელს სესხად აიღო მევახშისგან 5 ათასი დოლარი. დავალიანება წლების განმავლობაში 80 ათას დოლარამდე ავიდა. …

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა 3 095 ნაშრომის შედეგები გაასაჩივრეს

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 3 095 ნაშრომის შედეგები გასაჩივრდა. ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების შემდეგ, შეფასება შეიცვალა 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 7 ნაშრომს. ცენტრის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი – 1136 საჩივარი, ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გამო დაიწერა.   მეორე ადგილზეა ინგლისური ენა, …

რკინიგზამ 20 პროცენტით მეტი ტვირთი გადაიტანა გასულ წელთან შედარებით – II კვარტლის სტატისტიკა

2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. საქსტატის ცნობით, ტვირთის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8 პროცენტი — …

საქართველოში 461 გემი შემოვიდა 2026 წლის II კვარტალში – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 461 გემი შემოვიდა, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან …

სპეცოპერაცია უკრაინაში – ჩხრეკა პარლამენტარის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრის სახლებში

უკრაინაში ანტიკორუფციული ბიურო [НАБУ] და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა სპეცოპერაციას ატარებენ. НАБУ-ს განცხადებით, უწყებები ატარებენ სპეციალურ ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების მონაწილეობით. НАБУ-ს ჯერ არ დაუსახელებია ეჭვმიტანილების ვინაობა და სპეცოპერაციის დეტალები. ამავე დროს, უკრაინული მედიის ცნობით, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ტარდება …

რა გეგმები აქვს ზურაბ პატარაძის მეგობარს ბათუმგორაზე, ყოფილი გულის საავადმყოფოს ადგილას

ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია „გთმ ინვესთი“ ბათუმგორაზე, საიდანაც მთელი ქალაქის, სანაპიროსა და ზღვის ხედი იშლება, 2 ჰექტრაზე მეტ ფართობს ფლობს და აქ მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო „თანამგზავრის“ მომიჯნავედ 25 576 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების მომზადებაზე დავალება ბათუმის ყოფილ მერს, არჩილ ჩიქოვანს 2023 წელს გაუცია. 2017 წელს აქ გულის საავადმყოფო დაანგრიეს. დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიას …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 471 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 276 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 162 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 48 205 …

მატარებლის შეჯახებით აგვისტოში 3 ადამიანი დაიღუპა აჭარაში – რა შეცვალა საქართველოს რკინიგზამ

მწვანე კონცხზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მატარებელი მოზარდს დაეჯახა, სარკინიგზო გადასასვლელები აყარეს, ყვითელი ლენტები გააბეს და რკინიგზის ორივე მხარეს ინსპექტორები დააყენეს, რომლებიც მოქალაქეებს ლიანდაგის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. გადასასვლელები საქართველოს რკინიგზამ მოშალა, ასევე რკინიგზის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. ჩაქვი-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც 13 აგვისტოს, მწვანე …

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოლის დაწყებას აანონსებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი,  ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მორიგ განცხადებას ავრცელებს. მიმართვა მის ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ღარიბაშვილის მტკიცებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და „პოლიტიკური განადგურება“ იყო და რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ …

„დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია… კობახიძეს უნდა, რომ მტერს კომფორტი შევუქმნათ“ – პედაგოგი

„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე. არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის …

ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს. „საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი …

რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

ბათუმის გენგეგმა, რომლის შემუშავებაც ქალაქის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლა დამტკიცებულიც უნდა ყოფილიყო, მორიგ ეტაპს გადის. ამ პერიოდში კი ქალაქში დაიწყო ან დაანონსეს ისეთი პროექტები, რომლებიც გენგეგმის კონცეფციაში ასახული არ იყო. ამ პროექტებიდან ზოგი ამჯერადაც არ არის ასახული გენგეგმის პროექტში. მაგალითად „მსხვილი არაბული ინვესტიცია“ გონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. საუბარია 258,8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც …

კობა ფარტენაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

კობა ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. კობა ფარტენაძე გუშინ, 17 აგვისტოს, დააკავეს ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლების შესაბამისად. გუშინვე კობა ფარტენაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს. კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას 2026 წლის 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა …

აჭარაში ადვოკატი დააკავეს დაზარალებულზე ზემოქმედების ბრალდებით

აჭარის პროკურატურამ ადვოკატი დააკავა დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და  სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა. „დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის …

ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმის ბულვარში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს, ადრე დილით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბულვარში ორი კაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს – ერთმა მოწინააღმდეგე  სავარაუდოდ მინის ნამსხვრევით დაჭრა, მეორემ კი – დანა გამოიყენა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო …

„არა მგონია მე გამოვიტანო“ – ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ახალი წერილის ციხიდან გამოტანაზე

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ თვითონ არ გამოიტანს საპყრობილედან ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. ამის შესახებ მან „ტვ პირველს“ უთხრა. „ალბათ დღის მეორე ნახევარში შევალ [ციხეში]. არა არა, არ ვიცი, არა მგონია მე გამოვიტანო, სხვა ადვოკატებიც არიან… რომელ საათზე იქნება და როგორ იქნება, ეგ არ ვიცი. შეიძლება ჩემს დროს შევიდნენ, შეიძლება ჩემამდე შევიდნენ“ – უთხრა …

10 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

დღეს, 18 აგვისტოს, დილით, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში მდებარე პეჩენეგი დაბომბა, არის მსხვერპლი. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ მედიაში წერს, რომ დილის 10:47 საათის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ადგილზე სამედიცინო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად 10 კერძო სახლია განადგურებული. _________ ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

დააკავეს პირი, რომელიც ათობით ადამიანს სახლის აშენებას ჰპირდებოდა მისაღებ ფასად – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს პირი, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა და აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად,  ათობით მოქალაქესთან  მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. „ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 469 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 274 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 162 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 48 155 …

ეკლესიას გარდაბანში 2,5 ჰექტარ მიწა 99 წლით გადასცეს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ მთავრობა გარდაბანში მდებარე 2,5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას, 99 წლით უსასყიდლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს. „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“, – წერია 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ეკლესიისთვის გადასაცემი …

რა ხდება ბათუმის ძველ ბულვარში და სანაპიროზე – ფოტო|ვიდეო

წვიმის შემდეგ ბათუმის ძველ ბულვარში შედარებით ხალხმრავალ ადგილად შეიძლება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მივიჩინოთ. აქ  ტურისტები ჯგუფებად მოდიან, ძირითადად, ალი და ნინოს სანახავად. აქვეა ეშმაკის ბორბალი და ზღვაზე გადამდგარი პირსიც, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ინტერესს მაინც უფრო ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურა იპყრობს. ამ ტერიტორიაზე ათობით ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდებით და ამდენივე ენაზე წარმოთქმულ ფრაზებსაც მოისმენთ. …

ემიგრანტი: „ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი ისევ დაუსრულებელია და აღარავინ მპასუხობს“

„19 წელია ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში ყოფნის დროს ვიყიდე ბინა ბათუმში 2021 წელს, ერთიანად გადავიხადე თანხა. ბინა 2022 წელს უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ კორპუსი დღესაც დაუსრულებელია… ბოლოს მითხრეს, გასაღები წაიღეთო. ახლა კი, საერთოდ აღარავინ არ გვპასუხობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო მუმლაძე. იგი აშშ-ში ცხოვრობს შვილთან ერთად. ემიგრაციაში მყოფ დედა-შვილს ცალ-ცალკე უყიდია ბინები ბათუმში, მშენებარე კორპუსში. ბინა ახალ …

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი Sudan I და Sudan IV აღმოჩნდა. „შპს „ნთკ 2016“-ში წარმოებულ სვანურ მარილში, რომელიც 2026 წლის 2 თებერვალს არის დამზადებული, აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა“ – წერს სააგენტო. სურსათის ეროვნული …

ბათუმში ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება – რა თქვეს მოწმეებმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 აგვისტოს, განახლდა საქმის განხილვა, რომელიც მკვლელობის მცდელობას შეეხება. „მითხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა, რა ვალი ჰქონდა, არ ვიცი… ამბობდა, მირეკავენ და მაწუხებენო,“ – უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა – მალხაზ ალტეიბამ. ის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს. ეს მოწმე მდინარე ჭოროხში სავარაუდოდ გადაგდებულ კაცთან მეგობრობდა – მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ. მალხაზ …

Exit mobile version