როგორ იმუშავა 2015 წელს აჭარის მთავრობამ

2015 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ 2015 წელს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა პრობლემებს მოაგვარებდა. 2015 წლის მიწურულს არასამთავრობოები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია.  გარდა ამისა, მათ ჩამონათვალში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, ნეპოტიზმი, სახელფასო და საპრემიო პოლიტიკა მოხვდა. მალხაზ ჭკადუა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული …

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ჯერ არ წარუდგენია. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 29 იანვარს იწურება. არჩილ ხაბაძემ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის ერთი მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდანაა“, საჯარო სამსახურში …

აჭარის განათლების სამინისტრო: სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება შაბათი დღეების ხარჯზე

მეორე დღეა აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია დიდთოვლობის გამო. აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, გაცდენილი საათები ანაზღაურდება მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 27 იანვარს დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის 27 საჯარო და 18 კერძო სკოლაში. ასევე, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხელვაჩაურის 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაში, ქობულეთის 46 საჯარო …

27 იანვარი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღე

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში 2013 წელს გაიხსნა. ის განთავსებულია ვარშავის ყოფილი გეტოს ადგილზე. ვარშავის …

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირის მოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.  

ამინდის პროგნოზი: ბათუმში გამთენიისას ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა

27 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის თქმით, ტემპერატურა შესაძლოა დილის ხუთ საათზე -6 -7 გრადუსამდე დავიდეს,  აჭარის მაღალმთიანეთში კი  -15 გრადუსამდე. რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ამჟამად ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსია. ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო. „სუბტროპიკულ …

ბათუმის ბულვარში ხეების დასაფერთხად მოხალისეებს ელოდებიან

საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარში ხეების დასაფერთხად დახმარება სჭირდება: „ვესაუბრე ბულვარის ადმინისტრაციას. ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რომ ხეები დროულად დაფერთხონ, მაგრამ რადგან თოვა გრძელდება, საჭიროა მეტი მობილიზება. ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ბამბუკები და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეულიათ მიმართოს. ასევე იყო თხოვნა, ბავშვებს ნუ წამოიყვანენ ბულვარში, რადგან არის …

ბათუმის თოვლიანი დღის ფოტოქრონიკა

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს. თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის …

აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს.  რეგიონის …

ბათუმში სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობს

ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან. მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, …

აჭარის სამაშველო სამსახურში 150 ზარი შევიდა

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის  მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, 25 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით 150 გამოძახება  ჰქონდათ.  სამაშველო სამსახურმა დახმარებას გაუწია სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც დიდთოვლობის გამო ქალაქში გადაადგილება უჭირთ, ასევე დაეხმარა მოქალაქეებს. „ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და  საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას ვუწევთ სასწრაფოს დახმარების სამსახურს, რომელსაც არ ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანები და ვერ …

აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.

დიდთოვლობა ბათუმში – ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია [ფოტო]

დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში …

1918-1919 წლებში ესპანური გრიპით (H1N1) 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2015-2016 წლებში აჭარაში გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადებების გავრცელების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს იმ წესების დაცვაზე, რაც აუცილებელია გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: გრიპის პანდემიები XIV საუკუნიდან არის აღწერილი; 10-50 წლიანი ინტერვალებით მეორდება; პანდემიის დროს შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 25-30% დაავადდეს; შესწავლილი (მე-20 და 21-ე საუკუნის) პანდემიები …

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი. მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 …

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე. სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის …

გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, აჭარის სამედიცინო დაწესებულბებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. 63 პაციენტი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის. სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, წლის მე–3 კვირის მდგომარეობით რეგიონში აღირიცხა გრიპისმაგვარი დაავადების 1548 ამბულატორიული და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის სტაციონარული 209 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციით, გაიცემა რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო და …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი …

წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა. პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია. „ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, …

უხვი ნალექის გამო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქალაქის სკოლებში მოსწავლეების ნაკლებობაა. მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში: „ქედაში 4 საჯარო სკოლაში, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 სკოლაში და ხელვაჩაურის 6 სკოლაში  შეჩერდა სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო,“- განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, არც ერთ  საჯარო სკოლაში გათბობის პრობლემა …

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია …

მერიის ინფორმაციით, თოვლისგან მხოლოდ ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი გაწმენდილია, მეორე ნაწილში კი სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი თედორაძის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილია თოვლისგან გაწმენდილი: „ღამის 4 საათიდან ვმუშაობთ, ძირითადად ცენტრალური ნაწილი იწმინდება, მემედ აბაშიძის, რუსთაველის, გორგილაძის, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები გაწმენდილია, მოძრაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი“. ირაკლი თედორაძის თქმით, …

გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

„ … გვეუბნებოდნენ რომ წიგნები, რომლებსაც წავიკითხავთ, აუცილებლად უკეთესს გაგვხდის, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო ეს ვერ იქნება ასე. რამდემიმე მარტივი მიზეზის გამო ლიტერატურა გარდა ჰაგიოგრაფიული და დიდაქტიკური ნაწილისა, რომელიც ძალიან პატარა მომენტს მოიცავდა მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ისტორიაში, იწერებოდა არცთუ ხუთოსან ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თანამდროვე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბუნებრივია, ვერ იქნებოდნენ სამაგალითონი. მაგალითად, ავთანდილი ვერც ერთ …

რესან კონცელიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 30 წლის ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შემდეგ „ბათუმელებისთვის“ კიდევ ერთი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი: ქედის პოლიციის 53 წლის უფროსი რესან კონცელიძე გადაყვანილია ლაშა გოგნიაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ. ამ ცვლილების შედეგად აჭარის პოლიციიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადავიდა დავით პაპავა, რომელიც მანამდე დეპარტამენტში მუშაობდა მოადგილის პოზიციაზე. როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, ვაკანტურია ქედის მუნიციპალიტეტში პოლიციის ხელმძღვანელის …

რატომ არ ჩატარდა დღეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია

დღეს, 24 იანვარს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მზია ოქრაძესთვის ღვიძლი უნდა გადაენერგათ. მზიას დონორიც ჰყავს – თავისი და ლამზირა. მაგრამ ოპერაცია გადაიდო – მიზეზი ოჯახს არ აქვს ოპერაციისთვის აუცილებელი 125 ათასი ლარი. ამ დროისთვის მზია ოქრაძის ოპერაციისთვის მხოლოდ 35 ათასი ლარს მობილიზება გახდა შესაძლებელი, აქედან 15 ათასი ლარი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა მოქალაქეებმა შესწირეს. მზია …

საარჩევნო მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. 2016 წლის 10 თებერვლიდან კი გამოცდები დაიწყება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ ვებგვერდებზე: www.cesko.ge და www.electionreforms.ge

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაში შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 1 მილიონ 750 ათას ლარს, ხოლო ანალოგიურ მომსახურებაში, „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, 665 182 ლარს გადაიხდის. აღნიშნული მომსახურებების შესყიდვებს „სტადიონი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელი 2016 წლის 14 იანვარს …

მაშველებმა კლდიდან გადაჩეხილი ნუკრი იპოვეს

შვლის ნუკრის გადარჩენის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. შვლის ნუკრი, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარემოს დაცვის უწყებას გადაეცა.

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმში, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკლიძის წიგნის „ორი თავგადასავალი“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. “ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან …

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა. სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს …

ხიჭაურის სკოლის მოსწავლე: მამა ლაზარემ თათარი დაგვიძახა [ვიდეო]

ხიჭაურის სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლების მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. გუშინ, 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლები დაიბარა სასწავლებელში.ვიდეო მასალაში ჩანს მშობლებისა და ერთ-ერთი სასულიერო პირის დიალოგი. მშობლები აპროტესტებენ იმას, რომ მათი შვილები ერთ-ერთმა მღვდელმა “კედელთან გააჩერა” და ასევე იმას, რომ ბავშვებს სასულიერო პირმა „თათრები” დაუძახა.

ხიჭაურის გიმნაზიის ყოფილი მენეჯერი: სასულიერო პირები ბავშვებს კბილების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა. ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი? სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის …

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლის დირექციის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლაში 20-23 იანვარს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექცია აცხადებს, რომ სკოლის კიდევ უფრო მეტად უკეთესად ფუნქციონირების მიზნით, მოხდა სკოლის სამეცნიერო აკადემიური კადრებით გაძლიერება. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ: 1. …

აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

„არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“, – ამ სათაურით განცხადება აჭარის მთავრობამ ოფიციალურ ვებვერდზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. შეხვედრა გუშინ ღამის საათებში შედგა. შეხვედრის შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აჭარის ტელევიზიის ეთერში მთავრობასთან კონსესუსის მიღწევის გამო კმაყოფილება გამოთქვეს. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი …

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა – ამ შედეგით დასრულდა ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარემ აღნიშნა რომ „კომისიის წევრები შესაცვლელია“, რაც არავის გაუპროტესტებია. უფრო მეტიც სხდომაზე ისხდნენ წევრებიც, რომლებიც ძირითადად ტელეფონით იყვნენ დაკავებულები და მათ განხილვის პროცესში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღიათ. სხდომის დასასრულს კი მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ …

Exit mobile version