ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

ბათუმში, ცენტრალური ქუჩებში, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები, ეგრეთ წოდებული „ზებრები” თითქმის წაშლილია. იმავე მდგომარეობაშია ღერძულა ხაზებიც, რაც, განსაკუთრებით ღამის საათებში უქმნის მძღოლებს პრობლემას. ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის. სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის თქმით, ქუჩებში საგზაო მოძრაობის ნიშნების გადაღებვა, სავარაუდოდ, მაისამდე ვერ მოხდება. „ველოდებით, როდის მოგვცემს კლიმატური პირობები ამის …

პოლიციელები ციხისძირის აქციის მონაწილეების დაკავების სამართლებრივ საფუძველს ვერ ასახელებენ – სასამართლო პროცესი გრძელდება

ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრების – ბონდო თედორაძისა და ოლეგ ბროლაძის საქმეს განიხილავს. ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოწმეების დაკითხვამდე დაცვის მხარის ადვოკატებმა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ, პოლიციის ჩაქვის განყოფილების პოლიციელებს კითხვები დაუსვეს. „პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით, პოლიციელის …

მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ არჩილ ხაბაძეს მიმართავს

18 თებერვალს სასტუმრო „ჰილტონში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივით გამართულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”, საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ მიმართვა გაავრცელა. საინიციატივო ჯგუფი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს მიმართავს. საინიციატივო ჯგუფის მიმართვა დისკუსიაზე ჯგუფის წევრმა, ნანა მეგრელიძემ გააჟღერა. „ვფიქრობთ, მხოლოდ „შპს ლიმტომთან“ მიღწეული შეთანხმება არაა საკმარისი ბათუმის …

ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

17 თებერვალს, ღამით, ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. იგი ამჟამად ქობულეთის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ოთხი წლის ბავშვი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა 16 თებერვალს მიიყვანა. ექიმის თქმით, ბავშვს სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ორივე ბარძაყზე, ყურებსა და საფეთქელზე. მას სამხარაულის ბიუროში, ბათუმში, ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება …

დისკუსია ბათუმის ბულვარზე აჭარის მთავრობის გარეშე

დღეს, 18 თებერვალს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აჭარის ოფისის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: “ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”. დისკუსიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დისკუსიის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ დისკუსიას არ დაესწრება აჭარის მთავრობა, მათ შორის, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე, რომელსაც მოხსენება …

ქვორუმი არ შედგა – დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს ვეღარ უყრიან

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა 15 წუთის შემდეგ ისევ გამოცხადდა, თუმცა სხდომაზე რეგისტრირებულ დეპუტატთა რაოდენობა არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ, პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში …

ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ …

60 განაცხადი სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე

ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის, თემურ ქორიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თემურ ქორიძე ამბობს, რომ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად უკვე 60 განაცხადია შესული. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატში მხოლოდ იურისტები დასაქმდებიან. რატომ დავიწროვდა სახალხო დამცველის აპარატში დასასაქმებელ პირთა პროფესიული წრე და …

„ბათუმის წყალი“ 108 ათას ლარად ექსკავატორს დაიქირავებს

„ბათუმის წყალი“ ორი ექსკავატორისა და ამდენივე ამწეს დაქირავებაში მაქსიმუმ 232 452 ლარს გადაიხდის. ტექნიკას [საწვავისა და  მძღოლი ოპერატორის მომსახურების ჩათვლით] საწარმო ჯამში 60 დღით დაიქირავებს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. „ბათუმის წყალი“ 720 საათით დაიქირავებს ექსკავატორს [სატენდერო ფასი მაქსიმუმ 108 ათასი ლარი], მინიექსკავატორს [34 956 ლარი], ამწე-კალათს [28 476 ლარი] და ავტოამწეს [61 020 ლარი]. …

მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა. „ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას …

ბათუმში ამერიკული ჯგუფი The Exchange ჩამოვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული ჯგუფის „The Exchange” -ს კონცერტი ბათუმში მარტის ბოლოს შედგება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლებიც მიიღებენ, რომლებიც ამერიკელებთან ერთად ერთობლივად შეასრულებენ ახალ კომპოზიციებს. ჯგუფი “The Exchange” ბათუმში კონცერტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამერიკის …

ვის ჩაუტარებს ტრენინგს დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში

ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ განიხილავს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ინფორმაციით მას პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ტეპუტატებთან კონსულტაციები ჰქონდა. „მათ პიროვნულად ჩემთან პრეტენზიები არ ჰქონიათ, წარდგენის წესთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები,“ – ამბობს დავით კვაჭაძე. კითხვაზე, ვინ იგულისხმა, როდესაც წინა წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა „ … …

პოლიტიკური მანიპულაციები სექსუალური უმცირესობების თემით

მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, რომ ოჯახის განმარტება უნდა მოხდეს როგორც ქალისა და კაცის, კაცისა და კაცის, ან ქალისა და ქალის ერთობა. ამის საფუძველზე ის სექსუალური უმცირესობების სახელით მოითხოვს ერთნაირსქესიან ადამიანთა შორის ქორწინების აღიარებას. გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალურ განცხადებაში ტატიშვილის ქმედებას პრორუსული, პოლიტიკური თუ …

დაფინანსება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:  სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;  დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.  სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები. პროგრამა ხორციელდება აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს  2016 წლის  პროგრამის – „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ ფარგლებში,  საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება …

აკაკი ძნელაძე: „ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“

„ბულვარის ამბავი ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მომზადებული კლიპი გავიდა ტელევიზიებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მინდა, ვთქვა, სამართლინიც“, – ასე უპასუხა ბათუმის მჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, აკაკი ძნელაძემ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე ბულვარის შესახებ დასმულ შეკითხვას. აკაკი ძნელაძესთან ერთად, დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი …

ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება

საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების იმ მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბათუმის მერიასთან  აქცია გამართეს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ბათუმის მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს. მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24-საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო …

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის ეროვნული ტური ტექნოპარკში გაიმართება

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO) მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. IYIPO წელს მეათედ გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებელი და ნორჩი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის 19 მარტს დაგეგმილია IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური, რომელსაც წელს უნიკალური შესაძლებლობების სივრცე და ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი ადგილი – ტექნოპარკი უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც …

მაჭახლის ხეობაში „სახალხო კრებაზე“ აჭარის მთავრობას იწვევენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის სოფლები მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ ცხრა სოფლის მოსახლეობას ე.წ. მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება არ მიეცემა. ამის გასაპროტესტებლად 17 თებერვალს, დღის 3 საათზე, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობა, მათივე თქმით – „სახალხო კრების“ მოწყობას და მთავრობის სოფელში მიწვევას გეგმავს. ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან …

მძღოლები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ – აქცია მერიასთან

ბათუმის მერიასთან მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ, სადაც დღეს საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები საპროტესო აქციით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას აპროტესტებდნენ. პოლიციელი აქციის მონაწილე ერთი მძღოლის [რომელმაც მინიავტობუსი მერიის შენობის წინ გააჩერა] დაჯარიმებას აპირებდა, პარკირების წესების დარღვევის გამო. თუმცა, მძღოლების პროტესტის შემდეგ, გადაიფიქრა. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ბათუმის მერმა რამდენიმე  მძღოლთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ ჟურნალისტების …

აუქციონები ბათუმში გმირთა ხეივნის მიმდებარე ნაკვეთებზე

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირებს გაუწიოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დახმარება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K-2) გაზრდასთან დაკავშირებით, შენობათა დასაშვები მაქსიმალური სიმაღლეების გათვალისწინებით,“ – ასეთი შენიშვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სამ მიწის ნაკვეთზე პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა. მიწის ნაკვეთები ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, გმირთა ხეივანთან მდებარეობს. აუქციონების პირობების თანახმად, საპროექტო ობიექტების საორიენტაციო …

ტენინგკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალ ტრენინგკურსს იწყებს. პროექტის ,,სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში“ მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგკურსის საშუალებით ახალგაზრდები, გარდა თეორიული ნაწილისა, გაეცნობიან იმ იურიდიული დოკუმენტების შედგენის წესებსა და ინსტრუქციებს, რაც საზოგადოებასთან სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად …

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში …

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, …

ბულვარში დეკორატიული ფილების დაგება დაიწყო [ფოტო]

ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში, მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიული ფილები დაიგება. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები. აღნიშნულ სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული ტენდერი 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან [„იმერეთი 98“] კი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვარს გააფორმა. სატენდერო საწყისი ფასი 317 202 ლარი იყო, ხელშეკრულება კომპანიასთან 305 202 …

16 თებერვალს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური დისკუსია გაიმართება

„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი“  – ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსია „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 16 თებერვალს, 17 საათზე გაიმართება. დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან: მურმან დუმბაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და აკაკი ძნელაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რამდენად შეძლეს ბათუმისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. …

„ხან მომხსენებელი ვარ, ხან მსმენელი“ – ბათუმის მერის მრჩეველი შშმ პირთა უფლებებზე

შორენა მამულაძე ბათუმის მერის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. ამ პოსტზე ის ერთი წელია მუშაობს. რა რჩევები მისცა და რა გაითვალისწინა გიორგი ერმაკოვმა და მისმა გუნდმა შშმ პირთა უფლებების დასაცავად? შორენა მამულაძე მერის მრჩევლად 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2015 წლის თებერვალში კი საჯარო მოსამსახურეთა კონკურსი ვერ გაიარა, რის გამოც ის მრჩევლის პოსტს სამი თვით ჩამოშორდა. თუმცა, …

რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს

„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია. რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი …

თინათინ ხიდაშელი: „ვარშავიდან მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას და თავდაცვისუნარიანობის მეტად გამყარებას ველოდებით“

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველო სამიტიდან არ ელოდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ,,ველოდები, რომ ვარშავიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო ძლიერი პოზიციებით იქნეს გამყარებული, ვიდრე ეს არის ამ წუთის მდგომარეობით… ჩვენ გვექნება უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებები, ჩვენ გვექნება უფრო მეტი პოლიტიკური, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერაც და ამას ყველანი …

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

ბათუმში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა. „ბათუმელების” ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელსაც 10 თებერვლიდან ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ბათუმში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა

14 თებერვალს, დილით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის მეოთხე სართულიდან 41 წლის მამაკაცი გადმოხტა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ურეხში სოციალური სახლი აშენდება

სოციალური სახლის მშენებლობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 1 563 480 ლარით დააფინანსებს [2016 წელს – 700 000 ლარით და 2017 წელს – 863 480 ლარით]. მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 10 მარტს დაიწყება და 15 მარტს დამთავრდება. სახლი ბათუმში, ურეხის დასახლებაში აშენდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა უნდა დაიწყოს …

როგორ მოწმდება წამლის ხარისხი

წამლის ხარისხის კონტროლი მკაცრდება – განაცხადა 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. როგორ იცვლება კონტროლის მექანიზმი მაშინ, როცა სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი უცვლელია და პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შესასყიდად 10 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ლაბორატორიულად შესამოწმებლად – 80 ათასი ლარი? საკმარისია თუ არა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არსებული სახელმწიფო მექანიზმები? …

ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

გიორგი კალანდაძე მანქანა არ მყავს და ბათუმში გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს. ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ბათუმში ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ცენტრს გასცდები თუ არა, გგონია, რომ სხვა ქალაქში მოხვდი, სადაც წვიმიან ამინდში ქუჩაში მუხლებამდე წყალი შეიძლება იდგეს და ტალახით სავსე გუბეებზე დაგჭირდეს ხტუნვა, მშრალ ამინდში კი – მტვრიანი ჰაერის სუნთქვა. ქალაქის ცენტრს მიღმა …

“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე

ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს …

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

14-15 წლის პატარძლები და მათი მოსწავლე მეგობრები, გარემო, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ტრადიციად მიიჩნევა, არასრულწლოვანი გოგონების ქორწილის დღის ამსახველი ფოტოები და პეიზაჟები – ამ ყველაფრის ნახვა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეგიძლიათ. „დაკარგული სიყმაწვილე“ – ასე ეწოდება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს, რომლის გამოფენაც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, …

Exit mobile version