უსკოს წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა. ვარაუდობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძეს დაუჭერდა მხარს, რომლის არჩევასაც მანამდე ამ პარტიამ მხარი არ დუჭირა. „ჩემი არჩევა არ არჩევის საკითხი სალაპარაკო გახდა. თითქოს მე არ მქონდა უფლება უსკოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი …

მაჭახლის ხეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

სოფელ ჩიქუნეთში მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან. მაჭახლის ხეობის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოთხოვნით 12 აპრილს მორიგ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ განაცხადა. იმავე დღეს მოსახლეობა „მაჭახლის განვითარების ფონდის“ დაფუძნებასაც აპირებს. „პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პასუხი მარტის დასაწყისში, რომ კონტროლზე აიყვანენ ამ საკითხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ჩვენი მოთხოვნა „მთის კანონიდან“ გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დაემატოს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დაემატოს. ამასთან, ეზოში აშენდება ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი და სასწავლო თეატრი. ორსართულიან [ყოფილი კოლეჯის] შენობაში, სადაც დღეს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ფილიალია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს. „სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ განთავსებისათვის, ბათუმში, ზ. გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. N19/32 მდებარე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის …

რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები ქობულეთით

„ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთში არც ერთი მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა,“ – განაცხადეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქობულეთში გამართულ ბრიფინგზე. „მაშინ, როცა მივლინებებში სოლიდური თანხა იხარჯება და ამას გამგებელი ინვესტიციების მოზიდვით ამართლებს, მუნიციპალიტეტში არც ერთი ახალი, მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა. გამგეობა ინვესტიციად ასახელებს კერძო სახლების მშენებლობას და იმ ობიექტებს, სადაც ინვესტიცია 2012 წელს ჩაიდო,“ – აცხადებს …

ფულადი წახალისება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის

საქართველოს მთავრობამ „ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი“ დაამტკიცა. ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება  უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად საბანკო ანგარიშზე [18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე] ჩარიცხვის გზით, რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე და  რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის. მთავრობის დადგენილება ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან …

ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირი, ვისაც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, შეურაცხადია. სასამართლოს მორიგ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ეს მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია და იმ სამი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც დასკვნას ხელს აწერენ. ამავე დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ჯანმრთელი იყო. თუკი ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ იქნება მიჩნეული, სასჯელს მ.მ. სამედიცინო-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის …

ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში

მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციებს იმედი მიეცათ, რომ მათი ოცნებაც შეიძლება ახდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე კენჭიყრისას შესაძლოა დაფიქსირდეს კონფიგურაცია: 14 ხმა („რესპუბლიკელების“ ჩათვლით) 11 ხმის წინააღმდეგ – ზუსტად ამდენი წევრი ჰყავს სახელისუფლებო გუნდს საკრებულოში. მივდივართ, მაგრამ ვრჩებით, – დაახლოებით ასეთი იყო „რესპუბლიკელების“ …

შეხვედრა არასამთავრობოებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი 5 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა არასამთავრობოებს საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის პროექტი [სამუშაო დოკუმენტი] გააცნო. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, განიხილება თვითმმართველობების თითო, არქიტექტურული საბჭოს ორი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთი წევრის ძეგლთა დაცვის საბჭოში შეყვანის საკითხი. სააგენტო მუშაობს ასევე კრიტერიუმების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც საბჭოს დააკომპლექტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა და …

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა …

რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“

ტენდერის გამოცხადება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ტენდერის მოგება გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, როცა ეს აუცილებელი მოთხოვნაა; ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარანტიის წარმოდგენის გარეშე – ეს და სხვა დარღვევები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შიდა აუდიტორულ ანგარიშშია დაფიქსირებული. ანგარიში 2015 წელს სრულად ასახავს. ტენდერები სხვადასხვა სატელევიზიო ტექნიკის, ასევე გადაცემის შესყიდვას შეეხება. „ყველა იმ სამსახურზე, …

ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრიდან“ 30 თანამშრომელი გაათავისუფლეს

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბათუმში, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში“ თანამშრომლების შემცირება რეორგანიზაციის საფუძველზე მოხდა. მისი განცხადებით, შემცირება შეეხო როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალს. „ამ კონკრეტულ დაწესებულებაში 30 ადამიანს შეეხო რეორგანიზაციის პროცესი. კორპორაციის მხრიდან ყველა მათგანთან იყო დროული კომუნიკაცია და ყველა იურიდიული მხარე იყო დაცული“. …

16 წლის ქეთას ოპერაციას გაუკეთებენ

16 წლის ქეთას ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში მას შემდეგ მკურნალობენ, რაც გაზეთ „ბათუმელებში“ მისი მძიმე დამწვრობის შესახებ გამოქვეყნდა სტატია. ქეთა მაშინ საზოგადიოებას დახმარების თხოვნით მიმართავდა. 7 წლის ასაკში ქეთამ სამზარეულოში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. კლინიკის სპეციალისტების ინფორმაციით, გასული წლის აპრილიდან საზღვაო ჰოსპიტალისა და კუზანოვის კლინიკის ერთობლივი ინიციატივით ქეთას ნაწიბურის საწინააღმდეგო გამწოვი …

ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის

18-19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ასევე, 13-15 მაისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „exspo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ხულოს მუნიციპალიტეტი ჯამში 4 ათას 18 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან: 18-19 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მაქსიმუმ 1977 ლარია განსაზღვრული: 2016 წლის …

კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საალყო მანქანების – კატაპულტების [სამი ცალი] დამზადებაში მაქსიმუმ 41 400 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, უნდა დამზადდეს არამოქმედი პატარა, დიდი და მოქმედი პატარა კატაპულტები. კატაპულტები უკვე არსებული სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით დამზადდება. გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკძალში განსათავსებელი საინჟინრო [საალყო] მანქანების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების …

ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება

შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის …

შსს მონაცემებით, საქართველოში ერთ თვეში 82 609 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მარტის თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 450 875 განისაზღვრა და 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია. აქედან,  170 281 პირი ტურისტის სტატუსით შემოვიდა, რაც სამინისტროს ინფორმაციით, …

თურქული სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში

დღეს 4 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემი TCG Yavuz (F-240) შემოვიდა. თურქულ ფრეგატზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.     „სამხედრო ფრეგატი TCG Yavuz (F-240) ბათუმის პორტში ორდღიანი …

პირველი მოწმე, ვინც პროკურატურამ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხა

მოწმე ბ.ბ. პროკურატურამ მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანდასწრებით სასამართლოში დაკითხა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საგამოძიებო ეტაპზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოწმის დასაკითხად ახალი წესი გამოიყენა – მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა პროკურატურა მოწმის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მოწმე …

მეწარმეობა და ინოვაციურობა – ბენჟამენ ზიფის Webchat-ი „ამერიკულ კუთხეში“

ხვალ 5 აპრილს, ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბენჟამენ ზიფის Webchat -ი იგეგმება თემაზე – „მეწარმეობა და ინოვაციურობა“. „იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ ბიზნესის დაწყება და აქვთ საინტერესო, ინოვაციური იდეები.  ასევე, ბიზნესით დაინტერესებული და ინოვატორი სტუდენტებისათვის“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხეს“ ადმინისტრაციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, Webchat-ის   დროს 20-30 ახალგაზრდა ქართველი მეწარმე და ინოვატორი, ისაუბრებს …

საჯარო ლექციების კონკურსის ოთხი გამარჯვებული

საჯარო ლექციების დაფინანსების კონკურსში 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.  საჯარო ლექციებისთვის სამინისტროსგან დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი პირები:   ჯოანა შერშუნოვიჩი, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე – „საჯარო საუბრის ხელოვნება, აკადემიური ტექსტი და მისი სპეციფიკა“ და „კულტურათაშორისი კომუნიკაცია – მნიშვნელოვანი განსხვავებები“. შემდეგი გამარჯვებულია ჯემალ ხუბუა. მისი საჯარო ლექცია შეეხება მიკროსამყაროს ფიზიკას. თემა – „თანამედროვე …

ბათუმის დელფინარიუმი სამი კვირით დაიხურა

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას დროებით წყვეტს: „ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სამი კვირის განმავლობაში დელფინარიუმი დახურული იქნება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დელფინარიუმის დირექტორის დავით ლეკვეიშვილის თქმით, დაგეგმილია შენობის ფასადის შეღებვა და აუზის მიმდებარე იატაკების დამუშავება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

კარდიოქირურგები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან

„ჩვენს ჰოსპიტალში კარდიოქირურგიული ოპერაციები კეთდება ისეთივე ხარისხითა და ტექნიკით, როგორც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში“ საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი IUHB-ი ბათუმში ერთი თვეა ფუნქციონირებს, თუმცა ახალი ჰოსპიტლის ჰოლი უკვე სავსეა პაციენტებითა და მათი თანმხლები პირებით. უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც აჭარაში სამედიცინო მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დანერგვაზეა ორიენტირებული, კარდიოქირურგიაში უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს. ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კარდიოქირურგიის …

ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ

სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …

ვისთვის არის დაუძლეველი პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა

პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია? პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. …

ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება აჭარის მთავრობას ერთი წლით

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეყნის მთავრობისთვის მინიჭებული უფლებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობაც ისარგებლებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ამ განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 ათასი ლარის ან მეტი …

გაზეთი “ბათუმელები” #10 [ანონსი]

4 მარტიდან გაზეთ „ბათუმელების“ მეათე ნომერში წაიკითხავთ: ადამიანის უფლებები: “ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ” – სერჟანტი, რომელიც ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა, თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. სერჟანტს, რომელიც 2013 წელს NATO-ს გენერალურმა მდივანმა საპატიო მედლით დააჯილდოვა, თავდაცვის სამინისტრო ისე …

გამომცემლობა „რადარამი“ ახალი წიგნით ბათუმში

3 აპრილს ბათუმში, ლიტერატურულ კაფეში, გამომცემლობამ „რადარამი“ ტომ ვანდერბილთის წიგნის „საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ [და რას ამბობს ეს ჩვენ შესახებ]“ თარგმნის პრეზენტაცია გამართა. წიგნის ქართული საზოგადოებისთვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ედო მჟავანაძემ და „რადარამის“ წარმომადგენელმა მარიამ ადუაშვილმა ისაუბრეს. გამომცემლობამ პრეზენტაციის დამსწრეებს წიგნი საჩუქრად გადასცა. „ორგანიზაცია წიგნების გავრცელებას საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ისეთ …

ბათუმში ველომარათონი გაიმართება

6 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართება. მარათონი სტარტს აიღებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან, ხოლო ფინიში საოცრებათა პარკში [Miracle Park] იქნება. ველომარათონში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის პირველ-მეორე ადგილზე გასულ და ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის …

13 წლის ზურაბ კინწურაშვილის წარმატება ტაეკვონდოში

13 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონტში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა. მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა. აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ცენტერაძის თქმით, ზურაბ კინწურაშვილმა გასულ წელს 5 საერთაშორისო მედალი მოიგო. იგი ამ ეტაპზე კადეტებში თამაშობს, ხოლო მომავალ წელს გადადის იუნიონების კატეგორიაში. 13 წლის ჩემპიონი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც წარადგენს, …

რა უნდა იცოდნენ აჭარაში მეღვინეებმა

როგორ შეიძლება საოჯახო პირობებში ხარისხიანი ღვინის დაყენება, რას კრძალავს ვაზისა და ღვინის წარმოების შესახებ არსებული ტექნიკური რეგლამენტი და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა ღვინის დაყენებისას? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მეღვინეს, მებაღეობა-მევენახეობისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელს, დავით თამარაშვილს ესაუბრა. ბატონო დავით, რა პრობლემებს ხედავთ ღვინისა და ყურძნის წარმოებაში აჭარის რეგიონში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება? …

რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები

პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია? პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. …

ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. გვინდა საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებული სტიგმებისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლდეს. ასევე, სახელმწიფოს აკისრია დიდი როლი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შექმნაზე, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …

“სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება”

სათაურში მითითებული ციტატა ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს ფრანსუა მარი არუეს. გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის რაოდენობის მიხედვით სახელმწიფოები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად იყოფიან. თუკი ევროპაში ერთ სულზე წელიწადში 13000 აშშ დოლარის მშპ ითვლება ზღვრად, რომლის აქეთ სიღარიბე იწყება, სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა) ის 8760 დოლარია, სამხრეთ …

ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში

ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც. ჯავახიშვილის …

დავით სერგეენკო: პაციენტებს მალე ექნებათ ელექტრონული ბარათი

„სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ ფორმატში გადატანაზე ვმუშაობთ უკვე მეოთხე წელია. პაციენტს მალე ექნება ელექტრონული ბარათი, სადაც მისი სამედიცინო ისტორია სრულად იქნება ასახული. ნებისმიერ კლინიკაში შეეძლებათ პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ამ ბარათით გაიგონ. ეს ასევე იქნება უმძლავრესი მექანიზმი სამედიცინო ხარისხის კონტროლის,“ – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, …

სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა

როგორია ქვეყანაში ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი – ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება „ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურისგან ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეძლო. პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სსკ-ის 332-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს დაიწყო 97, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 – 16 პირის მიმართ. სამსახურებრივი გულგრილობის …

Exit mobile version