რატომ იცვლება მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდის ფორმატი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ახალ ფორმატში ჩატარებას იუწყება. ზაფხულში გამოცდებზე მასწავლებლები სწავლების მეთოდიკას აღარ ჩააბარებენ –  ეს ტესტების 30 პროცენტია. ცენტრის ინფორმაციით, სწავლების მეთოდიკის საკითხების ამოღება საგამოცდო ტესტებიდან განათლების სამინისტროსა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა იყო. რას გამოიწვევს სამინისტროს ახალი ინიციატივა და მიადგება თუ არა ამით ზიანი საგანმანათლებლო სისტემას? …

ახალი სკვერის გახსნა ბათუმში

დღეს, 11 აპრილს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში არსებულ ახალ სკვერს ოფიციალურად გახსნის. პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმში არსებული პარკებისგან განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პირველად დაიდგა პარკში ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები. პარკში სულ 7 000 კვ/მეტრი ფართობი უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა. პარკში 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც …

73 უმაღლეს სასწავლებელში 8083 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის

საქართველოში 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. აქედან 21 უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო, ხოლო 52 – კერძოა. 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სულ 4731, კერძო უმაღლეს დაწესებულებებში კი 3352 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლიდა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 4731 პროფესორ-მასწავლებლიდან 1254 არის სრული პროფესორი, 2138 ასოცირებული პროფესორი, ხოლო 886 ასისტენტ პროფესორი. 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25 ათას ლარად ორ მეორად ჯიპს იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი საჭიროებისთვის ორ, მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის მსუბუქ ავტომობილს [მეორადს] შეიძენს. შესყიდვისთვის მაქსიმალური თანხა მუნიციპალიტეტს 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ უნდა იყოს ავარიული, ძარას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის ნიშნები, ყველა მექანიზმი, მათ შორის ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები უნდა მუშაობდეს გამართულად. ჯიპების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი …

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე კონცეფცია მუშავდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს. „კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში. „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან კომენტარი პროექტ „შავი ზღვის მარგალიტთან“ დაკავშირებითაც მიიღო: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ცნობილია „შავი მარგალიტის“ შესახებ, თუმცა ამ დრომდე რაიმე …

რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში,  შპს „კმ. გრუპი“ მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია, სულ 3392 კვ. მეტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა, 2015 წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერი, რომელშიც მაგნოლიები და სხვა მრავალწლოვანი …

მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს

რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება. „როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ …

ქობულეთში სკულპტურები და სამყურა სკამი-საყვავილეები განთავსდება

  დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.   „სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.   სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა …

გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა იგეგმება

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. სამუშაოები განხორციელდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან. მერიის მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის 29 აპრილს დასრულდება. ამის შემდეგ უნდა გამოავლინოს კომისიამ ტენდერში გამარჯვებული და გააფორმოს ხელშეკრულება. როგორც ბათუმის …

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …

6 მილიონი არხში თუ წყალში? – მერია და  ჟილინის არხი

ჟილინის არხის კეთილმოწყობაზე რამდენიმე ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, არხის სრული რეკონსტრუქცია წელს არ დასრულდება. ზღვის შესართავთან [ახალი ბულვარის მიმდებარედ], დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე,  არხი კვლავ ღია დარჩება. თუ ბათუმის მერია დროულად არ მიხედავს ამ მონაკვეთს, პრობლემა შეექმნება არხის რეაბილიტირებულ ნაწილსაც, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს …

ოჯახში ძალადობის სამი თვის სტატისტიკა

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის 407 შემთხვევა დაფიქსირდა. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც ამდენივეა. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,  –  2598 შემთხვევა, სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებულია 2015 წელს.

1989 წლის 9 აპრილი – ფოტომასალა არქივიდან

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია.  თბილისში მშვიდობიანი აქცია,  საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა. საარქივო მასალების მიხედვით, მაშინდელმა საბჭოთა რუსეთის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა „ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები“.  დარბევის დროს 21 დემონსტრანტი დაიღუპა,  ათეულობით  ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის უმრავლესობა იყო ქალი. …

„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“

ბათუმში 14 წლის მოზარდი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დეიდის თქმით, ის თანატოლებმა მოკლეს. თუმცა დანაშაულის გამომწვევი ოფიციალური ვერსია გამოძიებას არ გაუვრცელებია. რა მიზეზები განაპირობებს მოზარდთა სისასტიკეს და რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა ან ოჯახი მოზარდთა დანაშაულის პრევენციას?   შარაბიძეების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მოზარდი, რომელსაც თანატოლის მკვლელობაში გარდაცვლილის ახლობელი ადანაშაულებს, მის სკოლაში სწავლობს. …

9 აპრილი ბათუმში

დღეს 9 აპრილს, ბათუმის ბულვარში  აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოსწავლეებმა ცხრა აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიაზე არ მოსულა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი.  მერიის პრესსამსახურში გვითრეს რომ მიზეზი არ იციან. ცხრა აპრილის მემორილათან არც მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფება. „ბატონი არჩილი არის ეკონომიკური საბჭოს წევრი და …

მილიონი ლარი ბათუმის მე-17 სკოლის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის N17 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაციასა და სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობაში აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონ 64 ათასი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა დაიწყოს. სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეისყიდის. სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი სრული სახით ტენდერში გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით „სამუშაოები უნდა …

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 463 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის ყველაზე ბევრი – 406 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის. 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 34 – ნიშანში დგომის გამო, 11 – ტროტუარზე დგომისთვის, 7 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო …

რიგგარეშე სხდომა არ შედგა – რეგისტრაცია ხუთმა დეპუტატმა გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8 აპრილს რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ შედგა. დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების [დავით კვაჭაძე, მამუკა ჯაში] ფარული კენჭისყრა უნდა გამართულიყო. სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 21-დან მხოლოდ ხუთმა წევრმა: ავთანდილ ბერიძემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, სვეტლანა კუდბამ, აკაკი ძნელაძემ და ანზორ თხილაიშვილმა. ის, რომ კვორუმის არარსებობის …

მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლას არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არ ჰყოლია. ღორჯომის თემის შორეულ სოფელში ეს სკოლა არსებობის საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. სკოლამ დღემდე არაერთი დირექტორი გამოიცვალა, თუმცა ყველა მათგანი მამაკაცი იყო და დღესაც წამყვან პოზიციას სკოლაში კაცი ინარჩუნებს. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. ქალი დირექტორი მათგან მხოლოდ 6 სკოლას ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ …

დღეს უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშლება

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა დაიწყოს. სხდომაზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. დადასტურებული ინფორმაციით, სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ორი წევრი. ამ ფორმით ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენას აპროტესტებენ. დეპუტატები არც უსკოს წევრად უმაღლესი საბჭოს …

„შეეგუეთ რეალობას“ – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე

ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ …

კომიქსის პროექტი სოციალური ცვლილებებისთვის საქართველოში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო კომიქსის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანს, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება  წარმოადგენს, რომელიც შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. პროექტში მონაწილეობისათვის, ორგანიზატორები იწვევენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ხატვა/წერა და სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ან/და მიიღონ გამოცდილება კომიქსების შექმნაში. კომიქსისათვის მწერლისა და მხატვრის პოზიცია ანაზღაურებადია …

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. …

20 წლის ბაჩო ცხომელიძის გადასარჩენად ბსუ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 აპრილს, 15 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის, ბაჩო ცხომელიძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 20 წლის ბაჩო ცხომელიძეს ლიმფური ჯირკვლის სიმსივნე აქვს. იგი ამ ეტაპზე თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მკურნალობს. „ბაჩო ჩვენი კურსელია, აპარატზე იყო შეერთებული, ახლახან  მოვიდა გონს, მაგრამ ოპერაციისთვის 30 000 დოლარი ესაჭიროება. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ …

პარტნიორული პროექტი საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებს შორის

7 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა პროექტს „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“. პროექტი წარმოადგენს შვიდ  უნივერსიტეტს  (საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის) შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მდგრადი ტურიზმის სწავლების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და მდგრადი ტურიზმის  სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას. პროექტი …

„მორალისტობა მორწმუნის იმიჯით ამორალურია“

ყველაზე აგრესიული და გამაოგნებელი კომენტარი, რომელიც ფეისბუქში დაწერეს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის 15 წლის შვილის მისამართით იყო – „ნეტა მოკვდეს“. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. „ღირსია შორენა“, „დაჯექი ახლა შორენა, ისწორე ძუძუები და ილაპარაკე სექსზე“, – ეს კომენტარებიც სოციალურ ქსელში დაიწერა. ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი შვილები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარან განკიცხვის …

“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე

8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. „პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც …

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს მოწვეულია უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგში ერთი საკითხია: აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარისა და წევრის ფარული კენჭისყრით არჩევა. უსკოს თავმჯდომარე და წევრი უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში მეორედაა წარდგენილი დავით კვაჭაძის …

4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა. ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება …

“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”

„დღეს სხვა ვითარებაა და საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონკურენციაზე გააკეთეს აქცენტი. „რესპუბლიკური პარტია~ და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ცვლის პოლიტიკურ რეალობას მმართველი პოლიტიკური პარტიების განაცხადი – არჩევნები ცალ-ცალკე მოიგონ? „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ …

ხანძარი ბათუმში [ფოტო]

ხანძარი  დღეს, 7 აპრილს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, დაახლოებით 8:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საწყობები იწვის

როგორც  ხანძრის ადგილზე მყოფი “ბათუმელების” ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია – იწვის სხადასხვა კომპანიის საწყობი, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებთან ერთად განთავსებულია საოჯახო ტექნიკა და კომპიუტერები. ხანძარს გადარჩენილ ნივთებს შორის ჩანს შპს “სავარძელის” ავეჯი. ხანძარი დიდ ფართობზეა გაკიდებული. ადგილზე იმოფება სახანძრო და სააშველო სამსახურები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სახანძრო სამსახურს არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია. ხანძარი …

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

2-3 აპრილს გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „წიგნის კუთხეს“ მესამე და მეოთხე მერვედფინალური თამაშები. კონკურსში კითხვები დაისვა შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ: ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”; ორჰან ფამუქი – “თოვლი”; ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”; პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”; ერნესტ ჰემინგუეი – “მოხუცი და ზღვა”;   მესამე მერვედფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა [მარიამ ანანიძე, მეგი …

მოქალაქეები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ (ვიდეო)

იცით თუ არა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეთ მოსამართლის თანდასწრებით? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ახალ წესს იცნობს, თუმცა არ იცის, როგორ იმოქმედებს, თუკი თავად დაიბარებენ მოწმის სახით. მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის მოსამართლის დასწრება გამორიცხავს ზეწოლას პროკურატურისგან, ნაწილი კი თვლის, რომ …

ბათუმისა და ბაქოს უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. „ეს არის აზერბაიჯანში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტი, საკმაოდ წარმატებული, დიდი ტრადიციების მქონე და მათ აქვთ ძალიან ფართო ურთიერთობები, მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის შესაბამის უნივერსიტეტებთან, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“, – ამბობს ბსუ-ს …

Exit mobile version