ნეიროქირურგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული მიმართულება პაციენტებს უახლეს ტექნოლოგიებსა და ნეიროქირურგიის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს. ჰოსპიტალში ბათუმელ სპეციალისტებთან ერთად თბილისიდან მოწვეული ნეიროქირურგებიც მუშაობენ. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული განყოფილება ამ მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს. „ფაქტობრივად, ნეიროქირურგიის მთელ სპექტრს მოვიცავთ. ჩვენთან ხდება ქალა-ტვინის ტრავმის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობა. ასევე გვაქვს …

2016 წლის ინვესტიციების მოცულობა აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 2016 წელს, ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. ინვესტიციების შესახებ პრეზენტაცია მინისტრმა დღეს, 29 აგვისტოს სასტუმრო „რედისონ ბლუში“ გააკეთა. მინისტრის განცხადებით, აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 208 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 154 მილიონი დოლარი უცხოურ ინვესტიციებზე მოდის, 54 მილიონი დოლარი კი ადგილობრივ ინვესტიციებზე. „ინვესტიციების დინამიკა არის მზარდი წლების მიხედვით, თუ …

აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება

აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების [სულ 464 ძირი] შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 229 ინდივიდი; კაკლის ხე (Juglans regia L.) – 27 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 197 ინდივიდი; უთხოვარი …

ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა  ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი …

„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის …

7 შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსს ხმის მიცემამდე უნდა დაუსვათ

თქვენს კარებთან, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სახლებთან თუ სოფლის ორღობეებთან უკვე ხშირად ჩნდებიან პოლიტიკოსები მრავალფეროვანი დაპირებებით. მათი გზავნილები, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ხმის მიცემამდე? “ბათუმელები”  გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას იმის გასარკვევად, თუ რა იდეოლოგიის პოლიტიკის გატარებას უნდა ელოდოთ მათგან და რამდენად გათვლილი აქვთ დეპუტატობის კანდიდატებს …

შსს: სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და …

თურქეთიდან მოქალაქეებს შემოსვლა უჭირთ – რიგები სარფის საბაჟოზე

თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს დიდ რიგში დგომა უწევთ. კონკრეტულ მიზეზებს, თუ რა ქმნის პრობლემას, რიგში მდგომ მოქალაქეებს არ ეუბნებიან. ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ეს შეფერხება მხოლოდ ზაფხულის სეზონს შეიძლება უკვაშირდებოდეს, როცა მიმოსვლა ინტენსიურია, თუმცა რიგში მდგომი მოქალაქეები ამბებობენ, რომ მსგავსი რიგები საზღვრის გადასაკვეთად წინა წლებში არ ყოფილა. ეს …

„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად სულხან ჯიჯავაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა სპორტული მანიპულირებისთვის. შეიცვალა როგორც გუნდის შემადგენლობა, ასევე მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელ-ასისტენტიც. პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს. …

როგორ მიმდინარეობს დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბათუმს სამი თეატრალური სცენა ექნება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის გაზაფხულიდან უტარდება. სამუშაოების შედეგად თეატრის შენობას ახალი გათბობა-ვენტილაციის სისტემა ექნება, რაც ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის თქმით, წლების განმავლობაში ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამ ეტაპზე შენობა უკვე დაიქსელა გათბობის თანამედროვე მილებით. დამონტაჟდება განათებისა და გახმოვანების ახალი აპარატურა. რესტავრაცია უტარდება თეატრის ჭაღსა …

ფარულად გადაღებული სექსის კადრები გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა

სექსუალური ხასიათის მასალის ხელყოფის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მამაკაცს უკვე დაუსვა კითხვა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ბრალდებული გურამ მ. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. მას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების ხელყოფის გარდა პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. გამოძიების ვერსიის მიხედვით, ბრალდებულმა ჩუმად გადაიღო სალომე დ.-ს ინტიმური …

16 მხატვარი და ორი დღე „ბათუმური ჩანახატებისთვის“

ბათუმს ქართველი “ურბან სკეჩერები” ესტუმრნენ – ხელოვანთა ჯგუფი, რომელბიც ქალაქური ჩანახატების სესიებს გამართავენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. პირველი სესია 26 აგვისტოს, ხუთ საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართა. ამბობენ, რომ ორი დღის განმავლობაში  დახატავენ ძველ და ახალ ბათუმის. აინტერესებთ ქალაქის არატურისტული ნაწილიც, რათა უკეთ გამოჩნდეს განსხვავება ქალაქის უბნებს შორის. „რამდენიმე ლოკაცია წინასწარ, ბათუმელების რჩევით შევარჩიეთ. მაგალითად, ბაზარი, “რვაფეხა”, ძველი და …

უსკოს 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა

ცოტა ხნის წინ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. უსკოს 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა, ესენია: .„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ქმნიან ბლოკს შემდეგი სახელწოდებით – „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; .,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრალური საქართველო“ – ბლოკის სახელწოდება „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო;“ ,,ახალი …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკრების წესების დარღვევის გამო სულ 581 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის, 482- პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 41 – ნიშანში დგომის გამო, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 12 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი კვირის …

თამარის დასახლებიდან ჩაქვამდე აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ

შპს „ბათუმის წყალი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის გამოც, დღეს, 26 აგვისტოს, ღამის 12:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება დაბა ჩაქვში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, განთიადსა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

აჭარის მთავრობამ 6 ინვესტორი პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი. დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ რეგიონში მოქმედ, რამდენიმე შპს-ს საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. კერძდ 6 კომპანიას – (შპს “გიაგო”, შპს “რეკან გრუპ ჯორჯია”, შპს “TCF GEORGIA”, შპს “ADOG-GEORGIA”, შპს “ბათმშენი 2007”, “შპს “ბიჯი თრეიდი”, ინდ მეწარმე “მერაბ ბერიძე (რ.კ. “ქაქუთი””)  პირობით …

„მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ – გარჩევები ქედის საკრებულოში

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გამგებლის პირველი  მოადგილის თანამდებობაზე სახელფასო სარგოსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მისი ერთ-ერთ მოადგილე გურამ ბერიძე დააწინაურა და პირველ მოადგილედ დანიშნა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1700 ლარითაა განსაზღვურული. რა თანხა გაიწერება გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება …

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი

25 აგვისტოს, ღამით, ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ოთხი პიროვნება, მათ შორის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  

უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

8 ხმით 5-ის წინააღმდეგ  – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.   უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, …

ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში

27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, …

როგორ იძიებს სახელმწიფო პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევებს

„დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – ეს 22 წლის დემურ სტურუას ბოლო სიტყვებია, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის მიხედვით, ის პოლიციელმა სცემა და აიძულებდა ეთქვა, ვის ჰქონდა დათესილი სხვადასხვა სოფელში მარიხუანა. გამოძიება დაწყებულია პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორ სრულდება პოლიციელთა წინააღმდეგ დაწყებული საქმეების გამოძიება? – „ბათუმელებმა“ რომან იაკობაძის ისტორია …

ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში. აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს …

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

loუსკოს ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს იწურება. საარჩევნო ბლოკს შეუძლია ორი წარმომადგენლის დანიშვნა თითოეულ საარჩევნო კომისიაში. როგორც უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, “2016 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათის მონაცემებით, ბლოკის შექმნის მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებთ ჯერ არავის მიუმართავს“.

მერიის რეაგირება “ძველ ბათუმში” უკანონო მშენებლობებზე

ძველ ბათუმში რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ უკანონო მშენებლობებზე არაფერი შეცვლილა. ქალაქის მერია კი უკანონო მშენებლობებზე რეაგირებას თებერვალში დაგვპრიდა. 2013 წელს შემუშავებული რეგულაციის მიხედვით, ქალაქის ამ ნაწილში შენობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს. „გადაგზავნილია მოთხოვნები იძულებით აღსრულებაზე. თუ ეს კომპანიები არ მოიყვანენ პროექტთან შესაბამისობაში მშენებლობებს, მაშინ მათ სამმაგი ოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწევთ კიდევ სამი თვის განმავლობაში,” …

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან მოქალაქეების გადმოსვლა შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან ასეულობით მოქალაქე საპასპორტო კონტროლისგავლას ელოდება. მოქალაქე ზურაბ [ქემალ] ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით საბაჟოზე გაურკვეველი მიზეზით სპეციალური პროგრამაა გამორთული და სისტემა არ მუშაობს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რის გამო არის შეფერხებული მოქალაქეების გადმოსვლა თურქეთიდან საქართველოში. სამუშაო საათების დასრულების გამო, კომენტარი არ გააკეთეს თურქეთის საკონსულოშიც.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ბათუმში, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის N68 ოლქი: პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ნუგზარ ვარშანიძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში – ჯაბა ბერიძე. ბათუმის N69 ოლქი: პარლამენტში – ნინო ბერაძე, უმაღლეს საბჭოში – კობა ჩხეიძე. ბათუმის N70 ოლქი: პარლამენტში – თეიმურაზ ხაბაძე, უმაღლეს საბჭოში – არმაზ ბახტაძე. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს. ქობულეთში მაჟორიტარი დებუტატობის …

ბათუმის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრები

მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქიდან მოსახლეობა არჩევანს სამი [68-ე, 69-ე და 70-ე] მაჟორიტარული ოლქის მიხედვით გააკეთებს.  თითოეულ მაჟორიტარულ ოლქში მხოვრები საკუთარ მაჟორიტარს აირჩევს, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. ბათუმის 68-ე მაჟორიტარიული ოლქის საზღვარი იწყება ქობულეთის სოფელი ციხისძირიდან. ის მოცავს სოფლებს: ციხისძირს, შუაღელეს, ზედა და ქვედა აჭყვას, სტალინის უბანს, …

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 12-წევრიან ოჯახს ქედის გამგეობა ვერ დაეხმარება

ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის სოფ კუჭულაში გორგაძეების 12-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხის ერთსართულიან სახლს ხანძარი დაახლოებით დილის ათ საათზე გაუჩნდა და მთლინად განადგურდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთებიც. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. “არჩევნების …

უსკო საიას სარჩელს ხვალ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ხვალ, 25 აგვისტოს, განიხილავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელს სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ. უსკოს უკვე ჩაბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომელმაც ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს. სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა …

რიო, საქართველო, „ადამიანი საქართველოს სახელით“ და ოპტიმიზმის აპარატი

ნათია კაპანაძე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ამ შედეგებით დაასრულა საქართველომ რიოში “ოლიმპიადა 2016” . რამოდენიმე დღე სოციალურ ქსელებს და მედიასაშუალებებს ღიმილივით გადაურბინა ქართველი ოლიმპიელების მცდელობებმა. ყველამ გავიხარეთ. და დაასრულა-მეთქი რომ ვამბობ, მართლა დასრულებას ვგულისხმობ: პარალელურად, არავინ იფიქრებს საჯარო მოხელეების პრემია-დანამატებს ხომ არ შეეწირა უფრო მეტი მომავალი ჩემპიონი? რატომ ირჩეოდნენ ფეხბურთელები ჩაწყობით კლუბებში? …

მეორე მოწმე, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში დაკითხა

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დახურულ სხდომაზე მეორე მოწმე დაიკითხა. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც კონკრეტულ პირებს გამოძალვას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას ედავებიან. პირველი მოწმე თაღლითობის საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიმდინარე წლის აპრილში დაკითხა. ახალი წესის მიხედვით, რომელიც 20 თებერვლიდან მოქმედებს, მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. …

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს: ნუ ენდობით სმს-ით მიღებულ ინფორმაციას

24 აგვისტოს აბიტურიენტემა მიიღეს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის შესახებ ინფორმაცია ფასიანი სმს შეტყობინებით. ბევრი აბიტურიენტი გამოცდების წარმატებით ჩაბარებასაც აღნიშნავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საბოლოო შედეგი არ არის და აბიტურიენტებმა დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ “მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, …

ფერადი „ზებრა“ ბათუმის ქუჩებში

პუშკინის ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ყვითელ და თეთრ ფერებში მოხატეს. მერიის ინფორმაციით, ჭაობის დასახლებაში, ყველა ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ფერადი იქნება. ჭაობის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრთან“, რომელმაც ჭაობის დასახლაბაში ახალი ქუჩები დააპროექტა. …

ქართულისა და უცხო ენების გამოცდებზე წელს ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ძირითადი საგნების [უცხო ენებისა და ქართული ენის]  პირველადი შედეგბის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 80 იყო და სირთულის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვარიანტებს შორის ასე გადანაწილდა: პირველი ვარიანტი – 21 ქულა; მეორე ვარიანტი – 19 ქულა; მესამე ვარიანტი – 16 ქულა ; მეოთხე ვარიანტი …

სატრანსპორტო სააგენტო: შუქნიშნების გამორთვა ბათუმში ტურისტულ სეზონს უკავშირდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშანი არ მუშაობს. დღეს გამორთული იყო შუქნიშანი მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. უკვე რამდენიმე კვირაა შუქნიშანი არ მუშაობს რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ასევე რუსთაველის ქუჩაზე „მაკდონალდსთან“. მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის განმარტებით, მერიამ რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნების გამორთვის გადაწყვეტილება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით „შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით“ მიიღო. „მერიამ შუქნიშნები გამორთო …

ბათუმის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში დაახლოებით დილის 11 საათზე, პლაჟზე [ახალი ბულვარის მიმდებარედ] 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ბათუმის სასაწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწარაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა და ის, სავარაუდოდ, ზღვაში დაიხრჩო. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი გოგონა ზღვაში არ დამხრჩვალა. ის ეპილეფსიით იყო დაავადებული და მისმა თანხმლებმა პირმა …

Exit mobile version