ამინდის პროგნოზი: შაბათ-კვირას ბათუმში მზეა

შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს და სანაპირო ზოლზე დღისით +20 – 25 , ღამით  +12 – 17 გრადუსი სითბო იქნება. მთაში დღისით 17-22 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 8-13 გრადუსი. მომდევნო დღეებში მოიმატებს ზღვის წყლის ტემპერატურაც – 21 გრადუსამდე. მზიანი ამინდი იქნება …

მოქალაქე: „პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“

„პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“, – ამბობს მოქალაქე, ვინც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა. მისი თქმით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო ავტომანქანასთან ჯარიმის ქვითარი მარტში დახვდა. ამბობს, რომ ჯარიმა მაშინვე გადაიხადა სწრაფი გადახდის აპარატიდან. „რამდენიმე დღის წინ სახლში მომივიდა წერილობითი შეტყობინება, რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელი ისევ. დავრეკე შესაბამის სამსახურში და მითხრეს, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან შეუძლებელი იყო პარკირების დარღვევის გამო დაკისრებული …

პროკურატურა „ბათუმის აქციის მონაწილეებს“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

პროკურატურა „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გოდერძი გორგილაძეს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შესთავაზეს და 6 წლით პირობითი მსჯავრი. საპროცესო შეთანხმების მთავარი მოთხოვნა ბრალის აღიარებაა. ზაზა პაპიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ ყველა ბრალდებულს შესთავაზა, ვისაც მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში …

როდის დასრულდება ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ანგისის დასახლებაში საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობას დაათვალიერებს. ამ ბაზას ბათუმის მერია აშენებს, თანხა კი ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება. ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული …

„ჯარას“ პრემიერა ბათუმში

დღეს, 16 ივნისს,  19:00 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ EcoFilms-ი მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს ახალ დოკუმენტურ ფილმს, „ჯარას“, რომელიც აჭარის მთებში ერთწლიანი მოგზაურობის შედეგია და ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს. ფილმი გვიყვება ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე და იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მის ნაწილად არიან ქცეულნი. „ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები ფილმის მთავარ გმირებს …

რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში 

28 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დავით გაბაიძის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 9523 ლარი დაიხარჯა, თუმცა ავიაბილეთებისა და ვიზის მოსაკრებელი [ჯამში 2493 ლარი] მან საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა …

სურსათის მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და რეალიზატორს რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ევალებათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი პირები, რომლებსაც  2016 წლის 2 სექტემბრის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არ გაუვლიათ, ვალდებული არიან  2017 წლის 2 სექტემბრამდე  დარეგისტრირდნენ და მიუთითონ მხოლოდ ის საქმიანობა, რასაც ამჟამად ახორციელებენ. „ბიზნესოპერატორი, რომელიც  2017 წლის 3 სექტემბრიდან არ იქნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული,  სურსათის მწარმოებელის, …

რესპუბლიკელები ბათუმის საკრებულოში გაფართოებულ სხდომას გეგმავენ

ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ბათუმის საკრებულოში ხვალ, 16 ივნისს, სამ საათზე, გაფართოებულ სხდომას გეგმავენ. სხდომაზე ქალაქმშენებლობის საკითხების გახილვაა დაგეგმილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „რესპუბლიკელ“ ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მოწვეულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მერიის არქიტექტურის სამსახური. ჩავლეიშვილის თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხება ფრაქციის ინიციატივის გაუთვალისწინებლობასაც სამშენებლო რეგულაციებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. სხდომაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. „რესპუბლიკელები“ 50-ე დადგენილებაში ითხოვდნენ …

კურორტ გოდერძიზე მაღალსართულიანი შენობების აგება დასაშვები გახდა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, კურორტზე დასაშვები იქნება 8-სართულიანი შენობის აშენება. „ხულოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დაშვებულია რვასართულიანი ნაგებობის მშენებლობა 6+2 ის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ შენობა კი არ იქნება რვა სართულიანი, არამედ მეექვსე სართულის შემდეგ, ორი სართული იქნება მანსარდა,“ – უთხრა …

„ეშმაკის ბორბლიდან“ მამაკაცი გადმოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ბათუმში ე.წ „ეშმაკის ბორბლიდან“  67 წლის მამაკაცი გადმოვარდა. „ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს. სასწრაფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მიუსაფართა თავშესაფარში ცხოვრობდა.

ძეგლი ბათუმში, რომელსაც არავინ უვლის

ბათუმში, ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არავინ უვლის. ძეგლის მესაკუთრეა ბაბილონ თაუერის მშენებელი კომპანიის „Tam Geo“-ს დამფუძნებლების მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანია შპს „EVENTUS“-ი რომელმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე ვადის გაგრძელების მიუხედავად ვერ შეასრულა. ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …

პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

„პირველად ვხედავ ამ პოლიციელს. მე ამ კაცს არ დავუკავებივარ. მიცნობთ საერთოდ, რა მეცვა, შეგიძლიათ თქვათ?“ – ეს კითხვა მოწმის სახით დაბარებულ მე-7 განყოფილების პოლიციელს – თემურ აბაშიძეს გიორგი ბადრიშვილმა დაუსვა. გიორგი ბადრიშვილს ირაკლი ჯიბლაძესთან და გურამ ჩიკვაიძესთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ისინი 12 მარტს დილით, ბათუმში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს …

ენერგოეფექტური ღუმელის საამქრო შუახევში

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობისთვის, ენერგოეფექტური ღუმელის დამზადების  სახელოსნო გაიხსნა. სახელოსნო პროექტის – „ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო-ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდა ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებაში, რის შედეგადაც რვა ასეთი ღუმელი უკვე დაამზადეს და გადასცეს ამავე სოფლის რვა ოჯახს. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანებისა“ …

ბათუმელი მოსწავლე Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე

წელს Giffoni-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე ბათუმიდან პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთევან გორდელაძე გაემგზავრება. ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონში თოთხმეტ ივლისს დაიწყება და ოცდაორ ივლისამდე გაგრძელდება. აჭარიდან Giffoni-ს ფესტივალზე წელს რიგით მეხუთე მოზარდი გაემგზავრება. საქართველოს მასშტაბით ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში ას ოცმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ამათგან ცხრა გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთი-ერთი ქეთევანი იყო. ფესტივალის ფარგლებში …

„ვებრძვი ცხოვრებას და სიცოცხლესაც“

ორი პატარა ოთახი ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთებით არის სავსე. ერთი ოთახი ბნელია და დღის სინათლე არ აღწევს, შემოსასვლელშიც ირმას ხელნაკეთი ნივთები აწყვია. ამ პატარა ოთახში ირმა ტრაპაიძე თავის შვილთან, მარიამთან ერთად ცხოვრობს. ის  შვიდი თუ რვა წლის იყო, როცა ირმა ავად გახდა და პატარა გოგოს თითქმის მარტოს უხდებოდა დედაზე ზრუნვა. ამის გამო მან ვერც სწავლის …

ექვსი მე-12 კლასელი და ერთი ატესტატი – რა შედეგებით დასრულდა საატესტატო გამოცდები ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში,  საატესტატო გამოცდებში წელს მოსწავლეთა 28% ჩაიჭრა. ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე ხულოს სკოლებს უცხო ენებში ჰყავს. დაუძლეველ ბარიერად მოსწავლეებისთვის აქ კვლავ უცხო ენები რჩება. საატესტატო გამოცდებში რეგისტრირებული 356 მოსწავლიდან უცხო ენის გამოცდაში ბარიერი  87-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, ცხრა მოსწავლით ნაკლებია ჩაჭრილი მათემატიკის საატეტსატო გამოცდაში. 41 მოსწავლისთვის აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი ფიზიკის გამოცდა, რაც …

რამდენით დააფინანსებენ საოლქო კომისიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები განსაზღვრა. ცესკოს დადგენილებით 73 საარჩევნო ოლქისთვის დაფინანსების ზღვრული საორიენტაციო მოცულობის/ჭერი ჯამში 2 387 370 ლარია. აჭარის მასშტაბით 6 საოლქო კომისიისთვის თანხის საორიენტაციო მოცულობა [ჯამში 211 410 ლარი] ცესკომ შემდეგნაირად განსაზღვრა: საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს არაუგვიანეს 15 ივლისისა, დამტკიცებული ფორმების …

სოციალური დრამა გონიოს ციხეში

17 ივნისს, 21:00 გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპექტაკლი „ფერონი“, რომლის ავტორი და რეჟისორი გიორგი გიოვანია.  ნაწარმოები მთლიანობაში სოციალური რეალობის ანარეკლია და ნათლად გამოხატავს ადამიანურ სისუსტეებს. სპექტაკლი ოთხმოქმედებიანია და თითოეული მათგანი, ერთი შეხედვით, სხვადასხვა, მაგრამ ამავდროულად ერთსა და იმავე გმირების ირგვლივ განვითარებულ ისტორიაზე გვიამბობს. პიესის მთავარი გზავნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე …

შსს 11,5 მილიონი ლარით 262 ახალ ავტომობილს შეისყიდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 262 ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა – საწყისი სატენდერო თანხა, ჯამში, 11 მილიონ 513 ათას 234 ლარია. შსს-ს მომსახურების სააგენტო 85 საგამოცდო და ერთ ცალ საპროტოკოლო ავტომობილს მაქსიმუმ 3 025 674 ლარად შეიძენს, ხოლო მაქსიმუმ 8 487 560 ლარს გადაიხდის 176 ავტომობილში, რომლებიც საპატრულო პოლიციას გადაეცემა. სააგენტო A, B, …

კობალთაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კობალთაში. დღეს, 15 ივნისს, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფელ კობალთის უბანში, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, საუბნო გზა ისევ ჩაკეტა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდა უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება. „მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლაც კოკისპირულად წვიმს, საუბნო გზაზე ჩამოსულმა მიწის მასამ საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა, მაღალი რისკებიდან …

ვახშამი ბათუმის ბიუჯეტის ხარჯზე

„ვახშმის ორგანიზება – 2960 ლარი, ღვინო – 105 ლარი, ნამცხვრები – 180 ლარი. დარბაზის დიზაინი – 1000 ლარი, ვიდეო რგოლების დამზადება – 1800 ლარი, მუსიკალური ბენდი – 150 ლარი…“ – ჩამონათვალს ხელშეკრულებაში იპოვით, რომელიც ბათუმის მერიასა და არასამეწარმეო იურიდულ პირს „აჭარის კულტურის სააგენტოს“ შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, „პროექტის მიზანია ჩვენი ქალაქის …

„Kazakh Invest“-ის წარმომადგენლები აჭარაში ივლისის დასაწყისში ჩამოვლენ

ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა.  ქართული დელეგაციის ვიზიტი საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრები გაიმართა ყაზახეთის  პრეზიდენტთან, პრემიერ-მინსტრთან და პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტი 12 ივნისს ასტანაში, „აკორდას“ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური …

ეროვნული ბანკი: პირველი ივლისიდან შეთავაზება/რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარში იქნება

საქართველოში ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება 2017 წლის პირველი ივლისიდან სავალდებულო იქნება მხოლოდ ლარით. ლარით ფასდადება ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე …

დღეს უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართება

დღეს, 15 ივნისს, 12 საათზე, ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხია: [checklist] „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. I მოსმენა. მომხსენებლები: რამაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; გიორგი რომანაძე – უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური …

სოფელი კოკოტაური [ფოტორეპორტაჟი]

სოფელი კოკოტაური ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 545 კაცი. სოფელ კოკოტაურში არის მინერალური წყალი. სოფელში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს თამბაქო. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ კოკოტაურიდან

სუვენირებით მოვაჭრეების მორიგი აქცია მერიასთან

სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, მერია აუქციონის გამართვას აპირებს და ახალ სავაჭრო ჯიხურებში მათ მუშაობის საშუალება აღარ მიეცემათ. საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 60 სავაჭრო ჯიხურის აღებასა და ახალი ჯიხურების შეძენაზე, სადაც ისევ სუვენირები უნდა გაიყიდოს. ახალი ჯიხურები ბათუმის საკრებულოს მიერ შერჩეულ ადგილებზე უნდა განთავსდეს. მერია მათ დაპირდა, რომ ახალი ჯიხურები სუვენირებით მოვაჭრეებს …

აჭარაში 28 კოოპერატივს სტატუსი შეუწყდა

მონიტორინგის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  ხულოში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  [„ხულო“, „დეკანაშვილები – 2014“, „ბოძაური – 2014“ და სხალთა 2014“ ]  სტატუსი შეუწყვიტა. სოფელ ბოძაურში 2014 წელს დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბოძაური 2014“ – ის თავმჯდომარე, თეიმურაზ შავაძე ამბობს, რომ კოოპერატივის ანგარიშზე პაის სახით გადასახდელი თანხა ვერ შეიტანეს და ამიტომ შეუჩერდათ სტატუსი. ამ კოოპერატივში ოთხი ოჯახის …

დისკუსია შშმ პირების უფლებებისთვის

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშრებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრორო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ასევე შშმ პირები და მათი მშობლები, ასევე მეურვეები ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდა სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ გახსნა. მისი თქმით, შშმ პირების საკითხში გლობალურ ბრობლემად გაეროს კონვენციის შესრულება რჩება. მოცემული კონვენციის იმპლემენტაცია დაეხმარება …

ახალი უკანონო მშენებლობა ბათუმის პლაჟზე

ბათუმის ბულვარში,  ანბანის კოშკის წინ, პლაჟზე ახალი კონსტრუქციის აგება მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, 1 381 კვ/მეტრზე კვების ობიექტი აიგება, რომელიც შპს „რესტას“  ეკუთვნის. მფლობელს  ხელშეკრულება  2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა გაცემული არ არის. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „რესტას“  პლაჟის ნაწილი აუქციონის წესით გადაეცა. ტერიტორიაზე  ბეტონის სვეტების ჩამოსხმა მიმდინარეობს, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციაში …

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა. საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის …

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით ოქრაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დავით ოქრაძე მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო აქამდე. იგი ასევე არის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული განყოფილების უფროსი. დავით ოქრაძე 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. 2017 წლის 11 აპრილს მან „ბათუმელებს“ …

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. „დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის …

გონიოელების აქცია ბათუმის მერიასთან

გონიოელები საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. მათი ინფორმაციით, მერია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მერიამ გონიოელების საქმე ინდივიდუალურად, ხელახლა უნდა შეისწავლოს. მერიას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია, ასაჩივრებენ თუ არა სასამართლოში გონიოელებთან წაგებულ საქმეს. „დღეს არის გასაჩივრების ბოლო ვადა. აქ ვიქნებით, ვიდრე არ გავიგებთ, რას აპირებს მერია. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ თუკი სასამართლოს მოვიგებდით, …

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …

ჩიტი გამოფრინდება

ავტორი: ლია ლიქოკელი ჩვენ უკვე ფოტოაპარატი გვაქვს. ზაფხულის მზიან დღეებში ჩავმწკრივდებით ჩვენი ეზოს ვარდებთან და ფოტოებს ვიღებთ. ცუდი ფოტოები გამოდის: საოჯახო ფოტოალბომი ნელ-ნელა ივსება ბუნდოვანი, ცუდად განათებული, მოქცეული სახეებით. ეს სახეები ცოტა არ იყოს, უხერხულად იღიმებიან, ობიექტივს მიუჩვეველი, დამფრთხალი სახეები. ლაქებივით ჩანს უკან ფონზე მკრთალი წითელი ვარდები. მე მგონია, რომ ეს შესანიშნავია. სულაც არ ვიცი, …

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე ორმა არასამთავრობომ სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“(EMC)  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით,  2017 წლის 10 ივნისს  ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და …

Exit mobile version