400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის

მერიის არქიტექტურის სამსახურმა დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-ელ ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1 კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია ამ …

მაგნოლიების ისტორია ბათუმში

ბათუმში მაგნოლიების დარგვა ბულვარის განაშენიანებასთან ერთად დაიწყეს. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში აქ ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო. „აჭარაში მაგნოლიები ჩრდილოეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. ზღვისპირეთში ძირითადად დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) სახეობა გვხვდება, რომელიც მაისის ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ყვავილობს,“ – ამბობს ნათელა ვარშანიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ბათუმის მერიის თქმით, ამჟამად ბულვარის ტერიტორიაზე …

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიქისა“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვა გადადო

დღეს, 28 ივნისს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ იმსჯელეს. მოდის კვირეულისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის – 61 000 ლარი. აღნიშნული თანხების გამოყოფა ქალაქის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრებმა შეაფასეს, როგორც „არამიზნობრივი“. დღეს გამართულ სხდომის დღისწერიგიდან აღნიშნული საკითხი ამოიღეს …

ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით გაიზარდა

ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ  756 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე აბობს, 582 ათასი ლარი ქალაქმა  სახელმწიფო ბიუჯეტიდან KFW პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა სისტემების დასასრულებლად მიიღო, 6 მილიონ ლარამდე თანხა კი აჭარის ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომელიც მთლიანად ინფრასტრუქტურაზე უნდა დაიხარჯოს. „აქ შედის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა, …

მეშახტის 9 წამი

ავტორი: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტი როგორც ამბობენ, 400 მეტრიდან ადამიანის ვარდნა 9 წამის განმავლობაში გრძელდება. არ ვიცი, ვინ და რატომ გამოთვალა ეს მაჩვენებელი, მაგრამ ტყიბულში დაღუპულ 4 მუშაზე ფიქრის დროს მუდმივად ეს მახსენდება და ბრაზთან ერთად საშინელი შიში მიპყრობს. არა იმიტომ, რომ სიმაღლის შიში ბავშვობიდან მომყვება, არამედ რაღაც სხვა მიზეზის გამო. ამეკვიატა, რის გაფიქრებას ან დაძახებას …

„ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე შეარჩია

2017 წლის „ბათუმობის“ დღესასწაულის ბიუჯეტი 87 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმობაზე“ წელს 384 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს, 28 ივნისის გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ბათუმობის“ სცენარი კონკურსის გარეშე, კომისიამ შეარჩია. ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, კომისია იმიტომ იქმნება, რომ …

ბათუმის ესტაკადის პროექტის კორექტირებაზე სამხარაულის ბიურო იმუშავებს

სამხარაულის ბიურო მის მიერ დაწუნებულ ბათუმის ესტაკადის პროექტს თავად დააკორექტირებს. რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. სამინისტროს ინფორმაციით ამ თანხაში შედის პროეტის ექსპერტიზის დაფინანსებაც. საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ ბიურომ …

პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვერპლი პარლამენტის წინააღმდეგ

„სამჯერ გააფრთხილა პოლიციელმა მოძალადე. ბოლო გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს”, – ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ ოჯახში ძალადობის დროს, პოლიციელის გაფრთხილება არაფერს ცვლის, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილებაც და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც პოლიციელს შეუძლია. ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა  პოლიციელის კეთილსინდისიერებაზე რომ არ უნდა …

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

გალარების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გალარებული სესხი კი რეფინანსირებაზე აღმოჩნდა მიბმული, რის გამოც, მსესხებლებს შესაძლოა მეტი თანხის გადახდა მოუწიოთ. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებს და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის დაფარვის კუთხით, გალარება არ შეეხო. ამავე პროგრამის შედეგად გაჩნდა შეზღუდვა – მოქალაქეები გრძელვადიან, მცირე იპოთეკურ სესხებს აშშ დოლარში ვეღარ აიღებენ. ამან შესაძლოა …

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულომ დღეს, 28 ივნისს, მხარი დაუჭირა საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – ომარ ფარტენაძის კანდიდატურას. ომარ ფარტენაძე საკრებულოში დიმიტრი ჭეიშვილს ჩაენაცვლება პარტიიდან – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“. ფარტენაძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. მას 2014 წელს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთვის“ 275 ლარი აქვს შეწირული. ომარ ფარტენაძე ბსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის სამართლის …

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს. პორტის ადმინისტაციის ინფორმაციით მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლოს ორმოცი წლის წინ ჩატარდა. შემსრულებელმა კომპანიამ ნავსადგურის აკვატორიიდან გაიტანა 186 121 კუბური მეტრი გრუნტი, რაც პორტის სპეციალისტების განმარტებით „ხელს შეუწყობს უფრო დიდი ტვირთამწეობის გემების დამუშავებას.“ სამუშაოები კომპანია „DLEX Trade Consult“ და „Milford“ -მა მიწასაწოვის გამოყენებით ჩაატარეს. სამუშაოების დაწყებამდე პორტის ადმინისტრაციას გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ მოუმზადებია. …

სოციალურად დაუცველი ოჯახი სკოლის შენობაში შესახლდა

ირაკლი სუკოლნიკოვი ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად, სოფელ მაჭახლისპირის დაწყებითი სკოლის შენობაში 29 მაისს შესახლდა. სკოლა, როგორც ირაკლი სუკოლნიკოვი ამბობს, არ ფუნქციონირებს. ამ წუთებში სკოლის შენობაში პოლიციაა მისული, რომელიც უნებართვოდ შესახლებულ ოჯახს შენობის დატოვებასთან დაკავშირებით ხელწერილს აწერინებს. „პოლიცია იმყოფება აქ და გვაწერინებს ხელწერილს რომ შენობა მინიმუმ ერთ კვირაში დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა …

ამ კვირის მუსიკალური აფიშა

28 ივნისიდან  2- ივლისის ჩათვლით ბათუმში რამდენიმე მუსიკალური ღონისძიებაა დაგეგმილი. ზოგიერთ მათგანზე დასწრება უფასოა.  ბათუმის ზაქარია ფალაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ოთხშაბათი, 28 ივნისი 15:00 საათი MISA-ს მესამე სეზონის დასკვნითი კონცერტი (საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია) დასწრება თავისუფალია 19:00 საათი კლასიკური მუსიკის კონცერტი, (არიები ევროპელ კომპოზიტორთა არიებიდან) დასწრება თავისუფალია ხუთშაბათი, 29 ივნისი …

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდლო ხარისხი და ზიარება შეუჩერა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. ეპარქიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, …

„რესპუბლიკელებმა“ ბათუმში ორდონიანი თვითმმართველობის პროექტი წარადგინეს

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ორგანიზაცია  „ლიბერალური ხაზისა“ და რესპუბლიკური პარტიის საერთო პროექტის ფარგლებში საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ორდონიანი თვითმმართველობის თემა განიხილეს.  შეხვედრაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა და თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტმა, კოკა კიღურაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. „რესპუბლიკური …

700 ათასი ლარი ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის

ზუნდაგის ბაგა-ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. თემის ადმინისტრაციული შენობის, სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, თემის ადმინისტრაციული ოფისი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და სასოფლო კლუბი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 270 ლარი გაწერა, რეაბილიტაციისთვის წელს  400 000, ხოლო 2018 წელს – 391 270 …

ბათუმის მერია „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსებას გეგმავს

ბათუმის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით იზრდება.  აქედან 582 ათასი ლარი მერიამ ტრანსფერის სახით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო. 5 მილიონ 999 ათასი ლარი კი სპეციალური ტრანსფერია აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, გაზრდილია სხვა შემოსავლებიდან ამოღებული თანხაც. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აისახება ტენდერებიდან მიღებული ეკონომიაც. ნამატი თანხა მერიამ სხვადასხვა ღონისძიებაში …

ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ბათუმში საავტომობილო გზების განტვირთვის მიზნით ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის წინადადებით გამოდის. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის ოპტიმიზაციას. საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მზადაა და მას ხვალ, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების …

აჭარის ფინანსთა მინისტრი 100 მილიონი ლარის ინვესტიციაზე

აჭარაში 100-მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ დღეს, 27 ივნისს, ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა. „… ინვესტიციის განხორციელებას ველოდებით იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზებით, რომელთა ელექტრონული აუქციონი დღეს გამოცხადდება. რაც ნიშნავს იმას, რომ რეგიონის ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერდება. შედეგად, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები გაჩნდება ქალაქში,“ – განაცხადა …

გამოცდების შედეგები – 12 803 მოსწავლე ატესტატს ვერ აიღებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდეს, 2017 წლის საატესტატო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ამ შედეგების მიხედვით, წელს ატესტატს  12 803 მოსწავლე ვერ აიღებს. 2017 წლის საატესტატო გამოცდებზე 48 434 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. აქედან, რეგისტრაციის შემდეგ გამოცდებზე არ გავიდა 1371 მოსწავლე, გამოცდები წარმატებით დაძლია  34 260 მოსწავლემ. ერთ საგანში მაინც …

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა …

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრამდე გასტანს – ამის შესახებ დღეს, 27 ივნისს, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, სადაც XII კინოფესტივალის ახალი კლიპი წარმოადგინეს მსახიობების: ბერდია ინწკირველისა და მეჰტაბ კერამატის მონაწილეობით. კინოფესტივალის მენეჯერმა, ზვიად ელიზიანმა, მოკლედ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც წლევანდელ კინოფესტივალზე იგეგმება. მისი თქმით, კინოფესტივალის პროგრამა ჯერ ისევ მუშავდება, თუმცა უკვე …

ხულოში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები 5 წელია ცარიელია

ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის ცენტრში, სოფელ ყინჩაურში, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები ამ დრომდე უფუნქციოდაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარა, ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის, მეორე და მესამე სართულზე შვიდი ბინის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 72 000 ლარი დახარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე – იმ სოციალურ და ეკოლოგიურ ფონზე, რაც …

აჭარის ფინანსთა მინისტრის ახალი მოადგილე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კონსტანტინე მეგრელიშვილი დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. კონსტანტინე მეგრელიშვილი საკონსულტაციო კომპანია „ბრეინსტორმის“ დამფუძნებელია. ის ასევე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 2012-2013 წლებში ის იყო ნავთობის სატრანსპორტო კომპანია [ყაზტრანსოილის ჯგუფი] „პეტროტრანსის“ კომერციული დირექტორი. მუშაობდა ასევე კორპორაციული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმის ნავთობის …

„მემორიალი“ ხელვაჩაურში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილების სამარხების მოძიებას ითხოვს

დღეს, 27 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1937-1938 წლებში უდანაშაულო რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. ჯგუფის ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე ამბობს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც ხელვაჩაურსა და სალიაბურში საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილ პირთა სამარხების მოძიებას დაიწყებს. „ჩვენ მოვიძიეთ მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელვაჩაურში, ასევე სალიბაურში ე.წ. ყოფილი სამთავრობო აგარაკის ტერიტორიაზე ხდებოდა …

მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე

“პორნოგრაფიის განმარტება უნდა იყოს კანონში და არა ვიკიპედიაში”, – ასე უპასუხა იურისტმა გიორგი გოცირიძემ პარლამენტის წარმომადგენელს, თათია მესხიას. გიორგი გოცირიძის თქმით, პარლამენტის წარმომადგენელმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ენციკლოპედია არ არის და თუ ვინმეს პორნოგრაფიის განმარტება სურს, ინტერნეტში შეუძლია მისი დაძებნა. მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს პორნოგრაფიის გავრცელებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. გიორგი …

„უსინათლოთა ხმა“ საპროტესტო აქციას გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმა“ 3 ივლისს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ნომერ 67-ში, უსინათლოთა საზოგადოების ტერიტორიაზე აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანი უსინათლოთა უფლებების დაცვაა. „დღეს ქვეყანაში უსინათლო ადამიანების როგორც ქონებრივი, ასევე სხვა უფლებები დარღვეულია. ისინი, ვინც თვლიან, რომ უსინათლო ადამიანებიც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი სიცოცხლე და ყველა სხვა უფლება უნდა იყოს დაცული …

ექსპროპრიაცია ბათუმში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო 

220 კვ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმი“ – მშენებლობის გამო ბათუმში ექსპროპრიაციას კიდევ 2 ოჯახის საკუთრება დაექვემდებარა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებაში აღნიშნულია: „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის …

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოავარიის დროს ბავშვი დაიღუპა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას „ დაახლოებით 8-10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“. კოდექსის ამ მუხლით – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

რომელ ნაწარმზე იკრძალება დასახელება „ყველის“ გამოყენება

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება ნატურალური რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მოქმედებს. ეს ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1-ელი ივლისიდან შევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით: „ცვლილების განხორციელება …

„შერატონი“ ბულვარში ასამდე ხეს იღებს

ბათუმის ბულვარში სასტუმრო „შერატონი“  მწვანე ნარგავებს იღებს. „შერატონის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხეები დაზიანებულია და მისი ამოღება ამიტომ ხდება. „ხე-მცენარეები დაზიანებულია, თავის დროზე არ უნდა მომხდარიყო მათი იმ ადგილზე ჩარგვა, რადგან შეუსაბამო ნიადაგია, ამიტომ დაზიანებული ხეების ამოღება ხდება. ეს ტერიტორია ახალი ნარგავებით განახლდება,“ – ამბობს სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენელი მამუკა ხაბაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს სპეციალისტების დასკვნა იმაზე, …

ეროვნული გამოცდები სამ ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს  3 ივლისს დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი იქნება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,  ივა მინდაძის ინფორმაციით,  ბათუმში …

დავა საბავშვო ბაღის შენობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით,  ჯავახიშვილის ქუჩაზე, 82 ნომერში არსებულ საბავშვო ბაღის შენობაში,  რომელიც მერიის საკუთრებაა, პროფესიული სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს. სასწავლო ცენტრს შენობის საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, თუმცა ის მაინც არ ტოვებს შენობას.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ  სასწავლო ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი ნაკაშიძის ბიძას, რეზო ნაკაშიძეს ეკუთვნის. „შპს „ახალგაზრდობის“ დირექტორი, რეზო …

განაჩენი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ არასრულწლოვნებს

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ორ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმება დღეს, 26 ივნისს, გაუფორმა პროკურატურამ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მასობრივ ძალადობაში ბრალდებული არასრუწლოვნების შემთხვევა დახურულ სხდომაზე განიხილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 წლის მაგსუდ ბ. წელიწადნახევრის შემდეგ გათავისუფლდება პატიმრობიდან. სამი წლის განმავლობაში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა არასრუწლოვან ირაკლი ჩ.-საც. ის აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საპროცესო …

საჯარო სამსახურებში ხელფასისა და პრემიის გაცემის ახალი წესი დამტკიცებული არ არის

2017 წლის 1-ელი ივლისიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასის, დანამატისა და პრემიის გაცემის წესი ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის. ივლისიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების გაცემის მოქმედ წესს ფაქტობრივად აუქმებს. „იმის გამო, რომ საჯარო მოხელეები ივლისიდან ხელფასის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, შევიმუშავეთ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“, რაც მეორე-მესამე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ კვირაში გადის. ამ ცვლილებებით, …

აჭარის განათლების მინისტრის ქონება

აჭარის განათლების მინისტრის 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინგა შამილიშვილის საკუთრებაში მხოლოდ ბეშუმში არსებული 80,00კვ/მეტრი აგარაკი ირიცხება. დეკლარაციის მიხედვით, განათლების მინისტრი შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული, რა ღირებულებისაა და ვის ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა, სადაც ის ცხოვრობს. მინისტრის პენსიონერი დედის, ნათელა დუმბაძის სახელზე ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57 ნომერში რეგისტრირებულია 6 მშენებარე ბინა. …

Exit mobile version