LIVE ბლოგი სასამართლოდან, სადაც 11 პირის პროცესი მიმდინარეობს

დღეს, 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის პროცესი. ასამართლებენ – ირაკლი ქერაშვილს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ვაკო თეთრაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკს, რუსლან სივაკოვსა და რეზო კიკნაძეს. დღეიდან ამუშავდა ახალი რეგულაციები, რომლის შესაბამისადაც მედიას სასამართლოში მუშაობა შეეზღუდა – ჟურნალისტებს აღარ აქვთ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას …

ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტზე. შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენლმა ,,ბათუმელებს”  უთხრა, რომ აღნიშნულ ამბავზე სამართლებრივი რეაგირების დაწყების შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდის. საუბარია შემდეგ ფაქტზე – „ბათუმელებმა“ 29 ივნისს გამოაქვეყნა მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო – ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის, …

„არ გავცემთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე ცნობებს“ – არასამთავრობოების გზავნილი ივანიშვილს

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მოთხოვნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ბენეფიციართა შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელ სასამართლოსაც ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს, დღეს, 30 ივნისს გააცნეს მოქალაქეებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. გთავაზობთ მათ მიმართვას საზოგადოებისადმი: „ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავ ვაპროტესტებთ ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 020 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070] ტანკი – 10 980 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 922 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 718 ერთეული [+29] MLRS – 1 427 ერთეული …

„მოვითხოვთ, შეწყდეს თანამოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“- ზალდასტანიშვილის აკადემია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. ისინი გმობენ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. „ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეშფოთებულები ვართ იმ რეპრესიული პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. პოლიტიკური რეპრესიების სამიზნე გახდნენ ყველა პროფესიისა …

„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ

„არგუმენტაცია – თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს – არ უნდა მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოში …

„მემუქრებიან“ – მოქალაქე, რომელმაც ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარი გადაიღო

„მუქარა მივიღე,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ნინო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ძველ ბათუმში ცხოვრობს იმ ბარის ზემოთ, რომლის მფლობელიც მარიამ გერლიანია – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალი. ნინო კაჭკაჭიშვილმა კი, მობილური ტელეფონით გადაიღო პოლიციელები, რომლებიც არ რეაგირებენ ბარიდან გამომავალ ხმაურზე, ღამის ოთხის ნახევარზე. დღეს, 29 ივნისს, „ბათუმელებზე“ ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ნინო კაჭკაჭიშვილის თქმით, …

ბათუმის აეროპორტში მოსკოვის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებს, ვერ დაჯდა, ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი უამინდობაა [ნისლი და დაბალი ხილვადობა]. თვითმფრინავი ამ დროისთვის [12:07 სთ.] ზღვის თავზე მანევრირებს. განახლება: თვითმფრინავი მეორე მცდელობისას [დაახლოებით 12:13 საათზე] დაჯდა ბათუმის აეროპორტში. მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბრალდებული, რომელმაც ძველ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოქალაქე დაჭრა. კიდევ ერთ ბრალდებულს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულები 21 და 24 წლის არიან. ორივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, „მ ა.ა. – მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივნისის 21 საათიდან 30 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 13 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 018 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 10 976 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 22 915 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 689 ერთეული [+24] MLRS – 1 425 ერთეული …

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას“ – ბათუმელი მედროშე

„საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!“ – მოგვწერა ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ. ელენე ხოშტარიამ  – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა. დღეს, 28 ივნისს, ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა პარტია „ახლის“ ლიდერმა …

ALDE-ს სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან: „და მაინც ქართველი ხალხი არ ნებდება“

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) საბჭოს სხდომაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რუსთავის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს. ინფორმაციას პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება ავრცელებს“. „ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი. ჩემი „დანაშაული“? – უარი ვთქვი წავსულიყავი პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც …

შიმშილობა დაიწყო გედევან ფოფხაძემაც და სამმა აქტივისტმა: „დღეს ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა“

„მეც, დღეიდან, ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს, ამ რეჟიმთა რაიმე ფორმის თანამშრომლობა,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივნისს გედევან ფოფხაძემ, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა. მან შიმშილობა დაიწყო. გუშინ, 27 ივნისს შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და …

ნიდერლანდები საგარეო: ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის მიერ დღეს, 28 ივნისს გავრცელებულ …

საქალაქო ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმუშავებს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

პირველი ივლისიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება: „1-ლი ივლისიდან, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, იზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო – საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.“ გასული, 2024 წლის ზაფხულში, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო დრო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 017 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 10 970 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 908 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 29 665 ერთეული [+35] MLRS – 1 425 ერთეული …

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფოფმაციას “ბათუმელებს” ოზთურქის ერთ-ერთი ადვოკატი უდასტურებს. გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. მას 2023 წელს ბათუმის საქალაქი სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეფა შეუფარდა. გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. ამ თემაზე: ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა     

“რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა” – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

„ახლა, როდესაც რეჟიმი ახალ შეტევაზე გადმოვიდა და პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი დაიჭირა, მე მინდა ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო. ეს არ არის ემოციური ფორმა. ეს გამარჯვებაზე ორიენტირებული პროტესტია, მე ვიწყებ შიმშილობას აქ, არ მოვიცვლი ფეხს რუსთაველიდან. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა,“ – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს, 27 …

ხალხი რომ არ შეიჭრას, თვეში 27 ათას ლარს ხარჯავენ – უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას იარაღით იცავენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის მოსახლეობის შეჭრისგან დასაცავად აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო ოთხ თვეში, ჯამში, 111 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ვინაიდან ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, რათა შენობის და მიწის ნაკვეთის დასაცავად ხელშეკრულება გააფორმოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან. „დასახელებული ქონების მოქალაქეების მიერ მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროების …

„ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“ – ეკონომისტი

„ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაც უნდა შემოსულიყო 449 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება,“ – სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებს ეხმაურება. ეკონომისტის თქმით, მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ „ბოლო  აღწერის …

„ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ, თუ გაქვს ღირსება“ – ზვიად რატიანის დაკავებაზე

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის. „მე ვფიქრობ, ეს სილაც …

ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 25 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 27 ივნისს გამოაცხადა. მსგავსად სხვა პოლიტიკოსებისა, „კოალიცია ცვლილებებისათვის“ ერთ-ერთ ლიდერს აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გაგადწყვეტილებით, ნიკა მელიას დაეკისრა ჯარიმა – 25 ათასი ლარის გადახდა. საქმე ეხება 2019 წლის განაჩენს, როდესაც ნიკა მელია სამსახურეობრივი …

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 500 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა „მოდუსს“

წელს ადრე გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, გურიასა და იმერეთში უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ქონებას, ასევე, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს. ბიზნესს ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიდგა – ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები. კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი …

“ჩვენ თუ გვკლავთ, მოგვკალით, მშობლებს რაღას ერჩით” – რეზო კიკნაძე ციხიდან

„სისტემამ მოკლა ონისეს მამა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. ნერვიულობისგან საკუთარი სახლის ჭიშკართან დაარტყა და ჩაიკეცა,“ – სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ტელეკომპანია „პირველს“ ციხიდან ტელეფონით ჩაერთო და ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. „არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რამეს გვიყვებოდა, უნახავად ვიცნობდით. ტიპური იმერელი, უთბილესი, უსაყვარლესი, უმაღლესი იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი. მარტო მამაშვილური კი …

კანონში ცვლილებები გამორიცხავს სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში „ოცნების პარლამენტის“ მიერ შეტანილ ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და ამჯერად სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უგულებელყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას. „ვეხმიანებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში  განხორციელებულ ცვლილებებს.  ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილებები არსებითად აფართოებს და ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმებს, რითაც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება სასამართლო კლანის ძალაუფლება. ამასთანავე, ცვლილებები გაუარესებული ფორმით აბრუნებს …

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა — კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ. იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივნისის 21 საათიდან 28 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო …

„აქამდე არ მითქვამს, მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე“ – გივი თარგამაძე  

გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. გარდა ამისა, თარგამაძეს 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოაცხადეს. სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა. გივი თარგამაძე მეცხრე პოლიტიკოსია, რომელიც „ქართული ოცნების“ სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა. გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 016 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 10 969 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 896 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 29 630 ერთეული [+13] MLRS – 1 425 ერთეული [+0] …

პარანოიდულ სისტემაში სამიზნეა ყველა, გამონაკლისის გარეშე – გიორგი მაისურაძე

„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო …

როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?

„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ? სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი …

ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ხრეშს დამატებით ამოიღებენ – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამჯერად ულიცენზიოდ 469 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა. კომპანია ამ ოდენობის ქვიშა-ხრეშს ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მიმდებარედ, ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს. მთავრობის შესაბამის განკარგულებას „ოცნების მთავრობის“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 3 ივნისს მოაწერა, თუმცა, ის მთავრობის პორტალზე ხელმოწერიდან დაახლოებით …

„ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება“ – „პენ საქართველო“

„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით. „პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც …

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელიც კუნძულზე ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი

მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ ხიოსზე [ქიოსი] ხანძრის გაჩენაში. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ხიოსზე ხანძარი 22 ივნისს გაჩნდა და 40-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი, ძირითადად ბუჩქნარი და საძოვრები გაანადგურა. ქართველი ქალი სამშაბათს ღამით დააკავეს. მედიის ცნობით, 35 წლამდე ასაკის ქალი დამხმარედ მუშაობდა ოჯახში და მან აღიარა, რომ გზაზე ანთებული სიგარეტი გადააგდო. ეს, …

Exit mobile version