ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია, თუმცა მაინც გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.