ჩაქვში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

შენიშვნა: ინორმაციის თავდაპირველ ვერსიაში გამოქვეყნებული იყო ფოტო, რომელიც დღეს მომხდარ სხვა ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 იანვარს ჩაქვში. შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზემო აჭარაში გზებზე მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებით და ჯაჭვებითაა რეკომენდებული

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით – აცხადებს დღეს, 14 იანვარს, აჭარის გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და „ყველა მიმართულება ეტაპობრივად გაიწმინდება“. მთავარი ფოტო: თოვლი მაღალმთიან აჭარაში / გზების დეპარტამენტი — გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის …

აჭარაში ხალხური თამაშებისა და სათამაშოების გზამკვლევს მოამზადებენ

„აჭარაში მივიწყებული ხალხური თამაშობებისა და სათამაშოების კვლევაზე, ხოლო კვლევის ფარგლებში შესწავლილი მასალით გზამკვლევის მომზადებაზე“, ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ, 45 ათასი ლარით, ტენდერი გამოაცხადა. „შესყიდვის ობიექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული თამაშებისა და სათამაშოების მოძიება, შესწავლა, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა და ამით აჭარაში არსებული და მივიწყებული ხალხური თამაშებისა და სათამაშოების შესახებ ცნობადობის გაზრდა …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7 – 12 გრადუსი ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

რუსეთმა ომში დღემდე 370 ათასი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 370 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 6 075 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 11 302 ერთეული [+33] საარტილერიო სისტემა – 8 747 ერთეული [+19] MLRS – 957 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 369 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700] ტანკი – 6 065 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 11 269 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 8 728 ერთეული [+18] MLRS – 957 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რატომ არ ასრულებს ივანიშვილი მწვანე კონცხზე აღებულ ვალდებულებას, სადაც 5 ჰა. მიწა გადასცეს

მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა. აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა  ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები. ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი. ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 …

აჭარის მთავრობა ლაო ჯინ ჯაოს სახლს ასხვისებს, მანამდე კი რესტავრაციის პროექტს იყიდის

აჭარის მთავრობა ჩაქვში იმ სახლის სარესტავრაციო პროექტის ყიდვას გეგმავს, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. პარალელურად, აჭარის მთავრობა აღნიშნული ქონების პრივატიზებასაც განიხილავს, თუმცა რა პირობებით, არ ამბობს. „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის …

შარტავას გამზირზე სამუშაოების დასრულების ვადა და ფასი გაიზარდა | ფოტორეპორტაჟი

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა 2024 წლის 20 აპრილამდე გადაიწია. პარალელურად, 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა პროექტის ღირებულებაც. სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, რაშიც 7 315 132 ლარი დაიხარჯა მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ხელშეკრულება …

სანაპირო ზოლში თოვლჭყაპი, მთაში თოვა | როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში თოვა – ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 368 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 6 060 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 11 254 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 8 710 ერთეული [+11] MLRS – 957 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი

ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 998 ათას 40 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გააფორმა ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება კომპანია „არალისთან“. პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება. ახალი ბულვარის ამფითეატრიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი, ველობილიკი წითლად დარჩება შეღებილი, ვინაიდან ეს მონაკვეთი არ არის გადაცემული ბულვარის მართვაში და არც ქალაქის …

რა სამუშაოები ჩატარდება გერგეტის სამებაზე – გამოყოფილია 679 ათასი ლარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გერგეტის სამების რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები ჩატარდება როგორც ტაძარზე, ასევე სამრეკლოზე. შესაბამისი პროექტები მზადაა და სამუშაოებისთვის 679 ათასი ლარია გამოყოფილი. სააგენტომ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 679 ათას 58 ლარია. ტექნიკური დავალების მიხედვით, ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია: „მთავარ ტაძარზე არსებული ფურცლოვანი სპილენძის საფარის შეცვლა წინასწარ დაჟანგული სპილენძის საფარით, ნაშვერებისა და …

ჯარიმები საზღვარზე ოქროსა და სიგარეტის უკანონოდ შემოტანის მცდელობისთვის – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 429,74 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 14 429,74 ლარის ოდენობით შეეფარდათ.“ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 367 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830] ტანკი – 6 050 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 11 238 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 8 699 ერთეული [+15] MLRS – 957 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

მეწყრული ფერდის გამაგრება რიკოთზე დროში გაიწელება – დავა 63 მილიონიანი ტენდერის გამო

რიკოთის უღელტეხილზე, ავტომაგისტრალის მიმდებარედ, პოტენციური მეწყრული ფერდის გამაგრებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას დავების საბჭოში უჩივიან. „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი გზების დეპარტამენტს 63 908 792 ლარით აქვს გამოცხადებული. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა შპს „ენერგონის“, რომელიც დეპარტამენტს მომსახურებას 58 786 …

ბეტონი და კაუჩუკი ბულვარის გამწვანებულ ზოლში – რაში დაიხარჯება ნახევარი მილიონი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, გამწვანებულ ზოლში საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის 499 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება რკინა-ბეტონის ფილები, ბეტონის საძირკვლები, კაუჩუკის ბორდიურები და ასევე „კაუჩუკის მასიური/მონოლითური ფენილი“. მთლიანობაში დღეს არსებულ გამწვანებულ ზოლში ჯამში 462 კვადრატული მეტრი ტერიტორია კაუჩუკის საფარიანი რკინაბეტონის ფილით დაიფარება. პროექტით ასევე დაგეგმილია რამდენიმე ხის გადარგვა, ვინაიდან …

ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო – ჩამონათვალი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო. სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს. ეს მედიკამენტებია: ალეცენზა ტეცენტრიკი ავასტინი ტარცევა გაზივა მაბტერა ჰერცეპტინი კადსილა ზელბორაფი ფესგო პოლივი პერჯეტა როზლიტრეკი „უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში. — სამინისტროს ინფორმაციით, „გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია …

ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – რას ამბობენ მწარმოებელ კომპანიაში 

კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს. „ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 366 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 6 038 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 11 216 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 8 684 ერთეული [+12] MLRS – 956 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“. პროგრამა დღეს, 2024 წლის …

1.1 მილიონი წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე – ქედის მერიას ტენდერში უჩივიან

ქედის მერიის სატენდერო კომისიას 1,1-მილიონიანი ტენდერის გამო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ტენდერი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებული. მომჩივანი კომპანია „მშენებელი 2017“ აცხადებს, რომ „შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში.“ „მშენებელი 2017“-ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა. …

„აპოლო“ და სხვა კინოთეატრები კონკურენციის სააგენტომ 1,1 მილიონი ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევის შედეგად „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის [კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება] დარღვევა დაადგინეს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს –  3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ. კერძოდ: ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 2 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 365 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820] ტანკი – 6 036 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 11 203 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 8 672 ერთეული [+6] MLRS – 954 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ – ბიუჯეტიდან 43 240 დაიხარჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისთვის ბათუმში ბინის დაქირავებაზე ბიუჯეტიდან 43 240 ლარი დაიხარჯა, თუმცა მას ზღვისპირა ქალაქში უკვე სამი წელია საკუთარი სახლი აქვს. მთლიანობაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლის ბინით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 338 990 ლარი დაიხარჯა – ეს სამი წლის თანხაა. მათგან ყველაზე ბევრი – 50 ათას 750 ლარი, ანუ თვეში 1 450 ლარი სასამართლოს …

ბათუმის მერია ბულვარში ძაღლების სავარჯიშო/გასართობ მოედანს მოაწყობს

ბათუმში, ბულვარში, ქალაქის მერია ძაღლებისთვის სავარჯიშო/გასართობი მოედნის მოწყობას გეგმავს. მოედანი შემოღობილი იქნება და იქ სხვადასხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოედანზე ძაღლის შეყვანა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მერიის ინფორმაციით, მოედანი „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში კეთდება [გამარჯვებული იდეა – „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“]. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული მოედნის მოსაწყობად მაქსიმუმ 369 ათას 2 ლარია გათვალისწინებული. ადგილი, …

ფაროსანას წინააღმდეგ 3,6 მილიონი ლარის პესტიციდს ვიყიდით – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც შეიძენს „პესტიციდს – საქართველოში რეგისტრირებული ფერომონიანი მისატყუარი აზიური ფაროსანას [ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯო Halyomorpha halys] მოსაზიდად.“ სააგენტო 200 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად დამჭერის გარეშე] შესყიდვას გეგმავს; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, „ფერომონი უნდა იყოს ორკომპონენტიანი, არ უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში და …

მახუნცეთში მიწის უფასოდ აზომვის შედეგები გამოქვეყნდა – რეესტრი

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მახუნცეთში აზომვითი სამუშაოები მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ჩატარდა. „ქედის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ 2024 …

როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი – მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

მთავრობამ ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესიც დაამტკიცა. პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც. ზამთრის საბურავისა და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 365 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440] ტანკი – 6 031 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 11 194 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 8 666 ერთეული [+13] MLRS – 953 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში 5 სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. 5 სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის 563 ათას 732 ლარია გათვალისწინებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ სახურავები სტიქიის შედეგად დაზიანდა. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 2024 წლის 8 იანვარს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, …

კეთილშობილი ირმის საშენის მოსაწყობად ალგეთის ეროვნულ პარკში ტერიტორიას შემოღობავენ

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის მიზნით“, ალგეთის ეროვნულ პარკში ტერიტორიის შემოღობვას და იქ ირმის საშენის მოწყობას გეგმავს. ლითონის ბადის ღობის საერთო სიგრძე 3,4 კილომეტრი იქნება. პარალელურად მოეწყობა ელექტროღობეც. ტერიტორიის შემოღობვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 552 ათას 522 ლარია. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტიც. პროექტის მიხედვით: „საპროექტო ღობის საყრდენი …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მანქანა დაეჯახა

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 7 იანვარს მოხდა, ბრწყინვალესა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში.

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე წყლის მიწოდება დროებით შეწყდება – კომპანია

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო დღეს, 7 იანვარს 14:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე, წყლის მოწოდება შეეზღუდებათ: ლეხ და მარია კაჩინსკების და შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N 57-ში მცხოვრებ აბონენტებს. განახლება: კომპანიის განცხადებით აღნიშნულ მისამართებზე წყალი დღეს, 8 იანვარსაც შეწყდა და მიწოდება დღეს საღამოს, 6 საათიდან აღდგება. „ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს „შექმნილი …

ბათუმის ზოოკუთხეში მაიმუნმა პატარა მაიმუნი მოკლა

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ზოოკუთხეში მაიმუნმა პატარა მაიმუნი მოკლა. „დედას კალთაში ყავდა ჩვილი ეფერებოდა და იქვე აგრესიულად იქცეოდა სხვა მაიმუნი, გამოგლიჯა ხელიდან და დააგდო ძირს, პოლიციასაც ვუთხარით… ზოოკუთხეში კი, ზედამხედველი არავინ იყო“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა. ზოოკუთხე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაშია. „ზოოლოგიურ განყოფილებაში სამწუხარო ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ზოოკუთხეში 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, ამ დროსაც …

Exit mobile version