ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში

09.01.2024 •
როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში 11-12 იანვარს მოსალოდნელია ზოგან წვიმა, ნალექი; მთაში თოვა.

13 და 14 იანვარს კი, აჭარის სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: