ხულოს #84 ოლქში ათი უბნის პირველადი მონაცემების თანახმად არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხმები ასე ნაწილდება:
[checklist]
- #24 საარჩევნო უბანი [დანისპარაული]: სალომე ზურაბიშვილი – 142 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 134 ხმა
- #1 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 248 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 223 ხმა
- #37 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 60 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 131 ხმა
- #22 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 101 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 34 ხმა
- #44 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 41 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 16 ხმა
- #42 საარჩევნო უბანი [ხიხაძირი]: სალომე ზურაბიშვილი – 140 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 78 ხმა
- #43 საარჩევნო უბანი [კალოთა]: სალომე ზურაბიშვილი – 50 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 10 ხმა
- #39 საარჩევნო უბანი [ღორჯომი]: სალომე ზურაბიშვილი – 161 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 49 ხმა
- #41 საარჩევნო უბანი [ღორჯომი, სტეფანაშვილები]: სალომე ზურაბიშვილი – 201 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 19 ხმა
- #5 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 105 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 91 ხმა
[/checklist]
განახლება: ხულოს #84 ოლქში პრეზიდენტის არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა აიღო სალომე ზურაბიშვილმა – 6349 ხმა. 3801 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, 2144 ხმა კი – დავით ბაქრაძემ.
საერთო ჯამში ხულოში არჩევნებზე სულ 12 999 ამომრჩეველი მივიდა. პროცენტულად ხმები ასე გადანაწილდა: 49,6% სალომე ზურაბიშვილი, 29,7% – გრიგოლ ვაშაძე.
__________
არჩევნები ხულოში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი