როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …

“ოცნების ქალაქი” – არჩევნებიდან არჩევნებამდე (ფოტო)

ავტორი: მანანა ქველიაშვილი 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ათეულობით ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებმა ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ბევრი მათგანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და საკუთარი სახლი, ხელვაჩაურში გადმოსახლებამდე, არ ჰქონდათ.   საზოგადოება დასახლებას „ოცნების ქალაქის“ …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – გამოფენის ორგანიზატორებს მერია დაჯარიმებით პასუხობს

„ბატონო შოთა, ოქმი მოგივათ სახლში და თქვენ შეგიძლიათ მერე სასამართლოს ედაოთ,“ – უთხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, თენგიზ მესხიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრს შოთა გუჯაბიძეს. შოთა გუჯაბიძე დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული ფოტოგამოფენის ინიციატორია. „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია გამოფენას და ის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს პოსტერების კონკურსს

თუ გეხერხებათ ხატვა ან ხართ ილუსტრატორი და გაქვთ ორიგინალური იდეები, ეს კონკურსი თქვენთვისაა. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა პასუხობდეს შემდეგ თემას:   ➧ ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს ევროპის შესახებ, რომლებიც აჭარაშია გავრცელებული  ➧  ამხელდეს დეზინფორმაციულ ქართულენოვან მედიას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ქმნის ➧ პოსტერს უნდა ჰქონდეს მარტივი და გასაგები ვიზუალი ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების …

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო [ ფოტო ]

დღეს, 15 სექტემბერს დილის ცხრა საათიდან, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით წელს უპრეცედენტოდ დიდია პირველკლასელთა რაოდენობა.

კვირიკაშვილმა ბათუმში მხოლოდ მერობის კანდიდატები წარადგინა

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა კანდიდატების წარდგენამდე აჭარაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, დაგეგმილ ინვესტიციებზე, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე და მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით დაგეგმილ 45-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ისაუბრა. “იგეგმება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მაღალმთიან აჭარაში გაზის პრობლემა აღარ იქნება. მჯერა, რომ …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …

ბათუმობა 2017 [ფოტორეპორტაჟი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი   დღეს ბათუმში “ბათუმობას” აღნიშნავენ. დილიდან საზეიმო მსვლელობა ეწყობა მემედ აბაშიძის  ქუჩაზე.                                  

ბათუმში ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ [ფოტო]

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს. თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა დღეს ბათუმში ორ მეჩეთში – ორთა ჯამეში და ახალ მეჩეთში წაიკითხეს.           …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დღეს, პირველ სექტემბერს, მუსლიმური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. ბათუმის ორთა-ჯამეში ლოცვა დილით ადრე დაიწყო. ლოცვის შემდეგ მუსლიმებთან მისალოცად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მივიდნენ. „დარწმუნებული ვარ, ისინი ქადაგებენ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენ დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღესასწაულს,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ თავის მისალოც …

მუსლიმების მზადება ყურბან-ბაირამისთვის [ფოტო]

ხვალ, 1 სექტემბერს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს ზეიმობენ. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს. ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ყოველწლიურად ეწყობა  საქონლის ბაზრობა. სადაც ყველა მსურველს შეუძლია მისვლა და მათი ყიდვა. ყურბან ბაირამზე, მზის ამოსვლამდე, …

რა ეღირება სწავლა ბათუმის კერძო სკოლებში 2017 წელს

ბათუმში დღეისათვის 17 კერძო სკოლაა. სკოლებში სწავლის საფასური, წლიურად, საშუალოდ 600 ლარიდან იწყება და 2600 ლარს აღწევს. გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ღირს სწავლა სხვადასხვა სკოლაში. ელიტური სკოლა „გორდაში“  სწავლის გადასახადი კლასების მიხედვით იზრდება. მაგალითად, პირველ კლასში სწავლის გადასახადი 1700 ლარია, მეექვსე კლასში – 1800 ლარი, მე-10 კლასში – 1900, მეთორმეტეკლასელები კი ერთი წლის მანძილზე 3000 …

საუბრები ევროპაზე – ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა  ACCESS-ის მხარდაჭერით მორიგი დისკუსია გამართა. დისკუსიის თემა იყო “ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი”. ბლოგერმა გიორგი კიკონიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ჰომოფობიური გარემო პოლიტიკურ პროცესზე. დისკუსიის მოდერატორი სამოქალაქო აქტივისტი თომა კაკაბაძე იყო.      

ორი ქვეყნის შვილები – ბათუმელი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში

„იერუსალიმში ცხოვრებისას სულ ბათუმი მენატრებოდა. ახალ ბულვარში მინდოდა წასვლა და სეირნობა. საქართველოში როგორც კი ჩამოვედი და ბათუმში ჩამომიყვანეს, მაშინვე მოვითხოვე, ახალ ბულვარში წამიყვანეთ-მეთქი,“ – ამბობს 11 წლის ანასტასია მიხელაშვილი (მიხაელი), რომელსაც ორ ქვეყანაში უწევს ცხოვრება. ანასტასია ორ წელზე ცოტა მეტის იყო, როდესაც საცხოვრებლად ისრაელში წაიყვანეს. ბაღში იარა იერუსალიმში და ახლა განათლებას ივრითზე იღებს. ბილინგუალია. ლაპარაკობს …

ნისლიანი ხვამლის მთა [ფოტო]

  ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია.  საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის. წაიკითხეთ უფრო …

მოგზაურობა ხვამლის მთაზე

თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად …

სპაგეტი Al Pomodoro

ავტორი: მანანა ქველიაშვილი  ჩემი მეგობრების უმრავლესობა, ვინც ჟურნალს გადაშლის და კულინარიის რუბრიკის გასწვრივ ჩემს სახელსა და გვარს ამოიკითხავს, ჯერ გაოცდება და მერე ალბათ შეიცხადებს: „სერიოზულად?!“   ბევრი-ბევრი წლის მანძილზე მე ვიყავი ადამიანი, ვინც მიიჩნევდა, რომ კერძების მომზადებაზე დახარჯული დრო გაფლანგულია და იმ დროში, რაც საშუალოდ ერთი კერძის მომზადებას სჭირდება, შეიძლება ადამიანმა რამე უფრო ღირებული გააკეთოს, …

„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში

20 აგვისტოს კურორტ ბახმაროში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, ACCESS-ის მხარდაჭერით, მორიგი დისკუსია გამართა. „ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი?“ – თემაზე ლექცია იურისტმა და ფსიქოლოგმა, ანა არგანიშვილმა წაიკითხა. ლექციაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.          

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში პირველად ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ჩატარდა.  ბათუმის ბულვარში გამართულ სტენდებზე წარმოდგენილი იყო გერმანული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვადასხვა ნივთი.       ფესტივალი გაიმართა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის …

მარტო კლასში

15 წლის თეკლა ნემსიწვერიძე  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასის ერთადერთი მოსწავლეა. გოგონა, რომელიც მთებს შორის მოქცეულ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ იმ ამბებზე, სირთულეებზე თუ უპირატესობებზე უყვება, რაც მთაში ცხოვრებას ახლავს თან. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ, 15 წლის ვარ. კლასში წელსაც მარტო ვარ, ისე როგორც გასული ცხრა სასწავლო წლის …

პაციენტის მამა ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

13 თვის საბა მამულაძის მამა, ემზარ მამულაძე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს უყურადღებობაში და პაციენტის არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს. საბა პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში გუშინ, 28 ივნისს, მოათავსეს. საბას მამა, ემზარ მამულაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ბავშვს სათანადო მკურნალობა არ ჩატარებია. „ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, გადასხმა სჭირდება, მაგრამ კათეტერი ვერ ჩაუდგეს. ვეუბნები გამიშვი თბილისში, მაგრამ …

ბათუმის “დინამოს” და პოლონეთის „იაგელონიას“ ფანებმა ქუთაისში თამაშის დაწყებამდე იჩხუბეს

ქუთაისში ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ გულშემატკივრებმა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე იჩხუბეს. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, გულშემატკივრები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ. ისინი პოლიციამ დაშალა. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ძირითადად სიტყვიერი დაპირისპირება იყო და დაკავებული არავინაა. საფეხბურთო მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ შორის დღეს, 8 საათზე, ქუთაისში  გაიმართება.  

რას ფიქრობენ ბათუმში „მის და მისტერ პლანეტას“ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე

ბათუმის საკრებულომ დროებით გადადო „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის განხილვა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის ღონისძიებების საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებას არ ემხრობიან. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ თუ ღონისძიების ჩატარება ტურისტების მოსაზიდადაა განკუთვნილი, მაშინ მისი დაფინანსება უფრო ტურიზმის დეპარტამენტის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში  ჯდება, შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტიდან …

ბოლო ორი მაგნოლია, რომელიც ივანიშვილს ციხისძირიდან მიაქვს

ხეების გადარგვის საგაზაფხულო სერია დასრულდა. ბოლო ორი მაგნოლია, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შეკვეთილში წაიღებენ, ციხისძირში დგას. უსტალიშვილების ეზოში მდგომი მაგნოლიების წასაღებად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. განახლდება თუ არა ხეების გადატანა შემოდგომაზე, ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახი მეწყრის ზონიდან: ჩვენს სახლს 40-ტონიანი ქვა ემუქრება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები ნათელა მახარაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით განვითარებული მეწყრული პროცესები სახლს საფრთხეს უქმნის. მოქალაქის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პრობლემის მოგვარების მეთოდი არაეფექტურია. „რვა თვის წინ სახლის გვერდით ფერდობზე წამოვიდა მეწყერი. ამ მეწყრულ უბანზე დევს 40-ტონიანი ქვა, რომელსაც ორივე მხრიდან მიწა შემოეცალა  და გაჩნდა საფრთხე, რომ ქვა დაიძრას. ჩემი სახლი …

გამგებლის მოწოდების მიუხედავად, 22 ოჯახი სოფელს არ ტოვებს

„მეუბნებიან, 25 ათას ლარს მოგცემთ და დატოვე შენი სახლი. მითხრან, როგორ და სად დავიწყო 25 ათასი ლარით ახალი ცხოვრება და  წავალ,“ – ასე იწყებს თავის და კიდევ 21 ოჯახის პრობლემაზე საუბარს შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები ჯუმბერ ფუტკარაძე. მახალაკიძეებში, რაბათის უბანში მცხოვრებ 22 ოჯახს მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. რამდენიმე დღის წინ, 19 …

„მასალაზე მონადირენი“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცის ვორქშოფი ბათუმში

„ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს და არა მარტო მათ,  ვორქშოფში – „კამპუსი / მასალაზე მონადირენი“ მონაწილეობას სთავაზობს. მასში  მონაწილეები საინტერესო და  ინტერაქტიულ პროცესში ჩაერთვებიან. ვორქშოფი ყოველდღიური გარემოს გადაფასების, ნაცნობი თუ უცნობი სივრცეების შეცნობის, ხელახალი განცდისა და შეგრძნების მცდელობაა. „მონაწილეები აირჩევენ ბათუმის უცნობ ან ნაცნობ ადგილებს, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. თითოეული მონაწილე შეარჩევს საკუთარ გზას …

საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა ბათუმის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ავტობანის ერთი ნაწილის, ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთის 13,7 კმ გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, რაც შეეხება მეორე – ქაქუთი-მახინჯაურის გვირაბის 18,9 …

კურორტ გოდერძიზე მაღალსართულიანი შენობების აგება დასაშვები გახდა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, კურორტზე დასაშვები იქნება 8-სართულიანი შენობის აშენება. „ხულოს საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში დაშვებულია რვასართულიანი ნაგებობის მშენებლობა 6+2 ის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ შენობა კი არ იქნება რვა სართულიანი, არამედ მეექვსე სართულის შემდეგ, ორი სართული იქნება მანსარდა,“ – უთხრა …

ახმეტელის თეატრის გასტროლი ხულოში

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის მსახიობებმა ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე „სტუმარ-მასპინძელი“ ითამაშეს. სპექტაკლში მსახიობები ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა და გვანცა კანდელაკი მონაწილეობდნენ. „ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა. რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება. სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე …

BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის …

„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში

„წიგნები საქართველოდან“ –  დღეს, 2 ივნისს,  ბათუმში  ამ სახელწოდებით ჩატარდა აქცია, რომელიც მიზნად ემიგრანტებისთვის წიგნების შეგროვებას ისახავდა. აქციის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა, ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კი  ბათუმის საზაფხულო თეატრში. ორივე აქციის ფარგლებში, ჯამში, 327 წიგნი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. მასში ბსუ-ს პროფესორები, სტუდენტები, საჯარო და კერძო სექტორის …

„მოსწავლემ რომ მასწავლებელი ითხოვა ცოლად, ამის ლეჩხუმური ვერსია“ და სხვა ფოტოები

„ფოტოგამოფენა – მუზეუმი „ცნობილი ლეჩხუმელები“,  დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია უფასო“, – ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ამ აბრით ლეჩხუმელი ელგუჯა ბენდელიანი საკუთარ სახლში გახსნილ მუზეუმში ყველა მსურველს ეპატიჟება. სასიქადულონი, ხელისუფალნი, დეპუტატები, არტისტები, დამრტყმელები, ძველი ბიჭები, ორატორები და ენამოსწრებულნი, მოქეიფენი, ქველმოქმედნი –  ლეჩხუმში დაბადებული ან მხარესთან დაკავშირებული ყველა იმ ადამიანის ფოტოა მუზეუმში გამოფენილი, ვისაც კი ოდესმე რაიმეთი თავი …

ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 10 წუთის სავალზე თუ გრიბოედოვის ქუჩაზე ჩაუხვევთ, მაღალსართულიანი კორპუსების მიღმა ბოსტნებს იპოვით. ქალაქების ურბანული განაშენიანება, ერთი შეხედვით, ბოსტნების მოსაწყობად არახელსაყრელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი მიკროკლიმატი შექმნან.      

Exit mobile version