სოფელ ნასაკირალში 60-წლამდე ქალი მოკლეს

დღეს, 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. ნასაკირალში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მსხვერპლი ქალი დაახლოებით 60 წლისაა და სახლში მარტო იყო. „ნამდვილად მკვლელობაა. იძიებენ, სხვა ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრეს სოფელში. როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა ამ საქმეში ვინმე ბრალდებული და დაკავებულია თუ არა ის. გამოძიება …

ყაველაშვილმა რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები შეიწყალა. ამის შესახებ 27 აგვისტოს, გვიან ღამით გახდა ცნობილი. დადასტურებული ინფორმაციით, შეწყალებულები არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს: დავით ხომერიკი საბა ჯიქია ფრიდონ ბუბუტეიშვილი საბა ჯიქია 20 წლისაა და მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მუსიკოსი დავით ხომერიკი 26 წლისაა და მას …

როცა ოჯახის ერთი წევრი უცხოელია – „ოცნების“ საემიგრაციო პოლიტიკა შერეული ოჯახების წინააღმდეგ

ბოლო თვეებია საქართველოდან უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე აძევებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გააძევეს ბათუმში მცხოვრები კაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, დედა ბავშვის სპეციფიური საჭირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. „ოცნების“ ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა შერეულ ოჯახებს, ფაქტობრივად, …

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც“ – მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მან დღესს 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა. „შეუცვლელი არავინ არავის, თუ ოდესმე დავბრუნდი, ეს იქნება აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ დავჭირდები გუნდს. გვერდებიდან შემოჩოჩებას, რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში ეს ჩემგან არ იქნება. რომ მეფიქრა ისიც, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ჩემ გარდა არავინაა ასეთი გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას, …

„ოცნების მთავრობა“ ასაწყობ სკოლებს ყიდულობს – გამოყოფილია 22 მილიონი ლარი

„ქართული ოცნების“ მთავრობა რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტრანსპორტირებადი მოდულური სკოლების შეძენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული. სატენდერო მონაცემების მიხედვით, მოდულები უნდა იყოს მრავალჯერადი …

არჩილ კონცელიძემ თანამდებობა დატოვა – ის ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი იყო

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძე, თანამდებობიდან წავიდა. მან აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთან“ დაადასტურა. არჩილ კონცელიძე თანამდებობის დატოვების მიზეზად, სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებს. თუმცა, რომელ უწყებაში გადადის, არ ამბობს. „როცა გადავალ ნახავთ“, – გვითხრა მან. კონცელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. ის მანამდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2023 წელს …

$157 ათასი სესხად მკურნალობისთვის – კიდევ რას წერს თორნიკე რიჟვაძე ქონებრივ დეკლარაციაში

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული. ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა. დაჭრილ რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. შსს-ს მაშინდელი განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა …

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა

დღეს, 26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“

7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.  „ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების …

სტუდენტებს „ოცნების“ წევრები საზეიმო ღონისძიებაზე მიმართავენ – დაიხარჯება 700 000 ლარი

„ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საზეიმო გარემოში მიმართოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და უტენდეროდ ითხოვს 742 251 ლარის გახარჯვას ღონისძიებისთვის, რომელიც 16-18 სექტემბერს ქუთაისსა და რუსთავში უნდა გაიმართოს. სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებას დაახლოებით 17 000 პირველკურსელი უნდა დაესწროს. 12 000 რუსთავში და 5 000 ქუთაისში. სამინისტრო თვლის რომ, ღონისძიება …

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი

დღეს, 25 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი. მათივე ინფორმაციით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო …

ავარია ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა ღამით. ახალგაზრდა კაცის დაღუპვა, სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. უკვე ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები ბათუმში. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ბათუმის შემდეგ სკოლებშია შესაძლებელი: მე-8 საჯარო სკოლა მე-20 საჯარო სკოლა მე-5 საჯარო სკოლა ქობულეთში ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა ხელვაჩაურში სოფელ ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და …

ბაგრატის ტაძართან მუზეუმ-ნაკრძალი ბალახითაა დაფარული – რას ამბობს სააგენტო

თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელი გვანცა ბერძენიშვილი, რომელიც 20 აგვისტოს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა, გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის ჯაგნარსა და ბალახებში ჩაფლული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები. მუზეუმ-ნაკრძალი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მუზეუმ-ნაკრძალში, ბაგრატის ტაძრის უკან არსებული გალავნის იქეთ, რუსუდან მეფის დროინდელი კარის ეკლესიისა და სასახლეების ნაშთებია, რომლებიც ბალახითაა დაფარული. ნახეთ ვიდეო:  …

„რას ნიშნავს, როცა პედაგოგი 30 წელია გაკვეთილს ატარებს, მაგრამ გამოცდას ვერ აბარებს?“ – ინტერვიუ

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება კიდევ ერთი წლით გადაუვადა. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის ანაზღაურების წესთან, რადგან ბოლო ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს მაღალ ხელფასის მიღება მხოლოდ საათების რაოდენობის მიხედვით შეუძლია. ამიტომ, მასწავლებელს საკმარისი საათების რომ ჰქონდეს, მან ყველა იმ საგანში უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, რომელსაც სკოლაში ასწავლის. რაზე მეტყველებს სამინისტრომ ეს ნაბიჯი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მობილობის უფლება ექნებათ

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ: „შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, …

სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება კიდევ 1 წლით გადაუვადა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა 2028 წლამდე მიეცათ. „ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად. მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა …

ბახმაროში, დოღის დროს, 6 წლის ბავშვი დაშავდა

მოქალაქე მაკა კუტუბიძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბახმაროში გამართული დოღის დროს, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 6 წლამდე გოგონა დააზიანა. პოსტის ავტორის თქმით, გოგონას თავი აქვს დაზიანებული, თუმცა ამ ინციდენტის მიუხედავად, ღონისძიება არ შეჩერებულა. „ჩოჩქოლმა  წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ „გააგრძელეო“ უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო  ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან …

ბათუმში ხეებს ამერიკული პეპელა გაუჩნდა

ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები. „ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის …

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა 3 095 ნაშრომის შედეგები გაასაჩივრეს

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 3 095 ნაშრომის შედეგები გასაჩივრდა. ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების შემდეგ, შეფასება შეიცვალა 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 7 ნაშრომს. ცენტრის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი – 1136 საჩივარი, ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გამო დაიწერა.   მეორე ადგილზეა ინგლისური ენა, …

„დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია… კობახიძეს უნდა, რომ მტერს კომფორტი შევუქმნათ“ – პედაგოგი

„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე. არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის …

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავი Sudan I და Sudan IV აღმოჩნდა. „შპს „ნთკ 2016“-ში წარმოებულ სვანურ მარილში, რომელიც 2026 წლის 2 თებერვალს არის დამზადებული, აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა“ – წერს სააგენტო. სურსათის ეროვნული …

ხულოში ტყის მცველი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. „აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და …

ირაკლი კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში მისი მეუღლე აღარ ფიგურირებს

გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ქონებრივი დეკლარაცია, სადაც აღარ ფიგურირებს მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე. დეკლარაცია 2026 წლის 31 მაისშია შევსებული. დეკლარაციაში მითითებულია ირაკლი კობახიძის შვილები. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი წლიური ხელფასი 9 929 ლარი იყო. მოწონელიძე 2024 წელს [კობახიძის 2025 წლის დეკლარაციის …

როგორ იცვლებოდა მასწავლებლის ანაზღაურება წლების მიხედვით საქართველოში – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ [CCIIR] საქართველოში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 1 888 ლარია, რაც ეროვნული საშუალო ხელფასის მხოლოდ 55-60%-ია. რა ხდებოდა რეფორმამდე, ანუ 2005 წლამდე კვლევის მიხედვით, სერტიფიცირების რეფორმამდე მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში უკიდურესად დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 80-150 …

რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტს სრულად – „ოცნება“ დაპირებას ცვლის

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც მთელი წელი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო იქნებოდა, ახლა დანაპირებს ცვლის. „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, „ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ …

როგორ ხუმრობს ქრისტეზე „სიწმინდეების მცველი“ ბათუმის თეატრის დირექტორი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან და მსახიობ გიორგი შანიძესთან ერთად ე.წ. „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა. ამის შესახებ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 30 ივლისს განაცხადეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა, „ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, …

„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში მათი წინაპრები ამუშავებდნენ, სახელმწიფომ დაისაკუთრა. „წაგვართვეს ჰექტრობით ხეხილის ბაღები“, – გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. მიწის საკუთრების აღიარების პრობლემა ამ სოფელში სულ ცოტა 17 ოჯახს მაინც აქვს. ჩვენ დღეს, 30 ივლისს, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. მაგალითად, გენო მსხალაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში დაარეგისტრირა ის მიწაც …

როგორ დააფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს – სამინისტრო ახალ მოდელზე საუბრობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. სამინისტროს ინფორმაციით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს. „საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების …

რა ღირს დასვენება წელს ბეშუმში

ბეშუმში ტურისტული სეზონის პიკია. როგორც კურორტზე „ბათუმელებს“ უთხრეს, დამსვენებლებს კოტეჯების დაქირავება აქ დღეში საშუალოდ 100-200 ლარად შეუძლიათ. ფასი, ძირითადად, დამსვენებლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული. „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ ბეშუმში და ჰკითხა, როგორია წელს სეზონი, არის თუ არა მთაში დამსვენებელი და რომელი ტურისტი უფრო სჭარბობს, – ადგილობრივი თუ უცხოელი? აჩიკო ქედელიძე ამბობს, რომ …

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული …

„გაილახა და დაგვანება თავი“ – აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე მოქალაქესთან დაპირისპირებაზე

აჭარაში „ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს, სიტყვიერი [ერთ-ერთი ვერსიით ფიზიკური] დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დღეს, 28 ივლისს, ზაურ ახვლედიანს ვკითხეთ, რა მოხდა იმ დღეს მუზეუმში და …

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს

ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ძალადობის ფაქტი ამ დღეებში მოხდა. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალზე მოძალადე კაცი დაკავებულია. რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში გვითხრეს, რომ დეტალებს აზუსტებენ.

რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული? როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, …

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – ახალი წესით, დეპუტატისთვის არასასურველი კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაცია შეიძლება შეუწყდეს“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ჟურნალიტების დევნასთა დაკავშირებით, განცადება დღეს, 27 ივლისს გააკეთა ორგანიზაციამ. „დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული  მედიის 15-მდე წარმომადგენელს. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს …

რატომ ჩაქრა მთელ ქვეყნაში დენი 4 საათით – ინტერვიუ ენერგეტიკოსთან

24 ივლისს, ღამით, მთელ საქართველოში ელექტროენერგია დაახლოებით 5 საათით გაითიშა. დენი არ მიეწოდებოდა არცერთ სტრატეგიულ ობიექტს. გასვლა ვერ შეძლო თბილისი-ბათუმის მატარებელმა. ამ დროის მანძილზე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუკეთებია განმარტება, რამ გამოიწვია მთელი ქვეყნის ჩაბნელება. რამდენად მოწყვლადია ქვეყნის ენერგოსისტემა და რას შეიძლება გამოეწვია მასობრივი გათიშვა ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბატონო …

Exit mobile version